Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ძალიან მიყვარხარ...“ – ასე ულოცავს თეა წულუკიანს მეუღლე დაბადების დღეს

© photo: Ministry of Justice of Georgia / FBთეა წულუკიანმა ხონში იუსტიციის სახლი გახსნა
თეა წულუკიანმა ხონში იუსტიციის სახლი გახსნა - Sputnik საქართველო
გამოწერა
იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ამჟამად დეპუტატი თეა წულუკიანი იუბილარია. ნახეთ როგორ მიულოცა მეუღლემ სოციალურ ქსელში დაბადების დღე.

21 იანვარი იუს­ტი­ცი­ის ყოფილი მინისტრის და ამ­ჟა­მად პარ­ლა­მენ­ტის წევრის თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის და­ბა­დე­ბის დღეა. მეუღლემ პოლიტიკოსს დაბადების დღე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე მიულოცა.

თეა წულუკიანი და ნუგზარ კაკულია 2016 წელს დაქორწინდნენ. მანამდე მათ რამდენიმეწლიანი სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდათ. წყვილს მცირეწლოვანი ქალიშვილი მერიკო კაკულია ჰყავს.

წულუკიანის მე­უღ­ლე სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სას­წავ­ლო ცენ­ტრის ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი ნუგ­ზარ კა­კუ­ლი­აა. იგი სას­წავ­ლო ცენ­ტრს 2014 წლის ნო­ემ­ბრი­დან 2016 წლის სექ­ტემ­ბრამ­დე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

Министр юстиции Грузии Тея Цулукиани - Sputnik საქართველო
„ალბათ მინისტრმა შუბლზე უნდა დაიწეროს, როცა შინ ტრაგედია აქვს. დასანანია...“ – წულუკიანი

ექს-მინისტრის რჩე­უ­ლი მას­ზე 9 წლით უმ­ცრო­სია - კა­კუ­ლია 35 წლი­საა, თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი კი 44-ის. ნუგ­ზარ კა­კუ­ლია კა­რა­ტის­ტია და სა­ქარ­თვე­ლო­ში ოკი­ნა­ვუ­რი გოჯუ რიუ კა­რა­ტე დოს ფე­დე­რა­ცი­ის წევ­რია.

სხვა­დას­ხვა წლებ­ში მი­ღე­ბუ­ლი აქვს მსოფ­ლიო, ევ­რო­პი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლე­ბი კა­რა­ტე­ში, არის შავი ქამ­რის მფლო­ბე­ლი. ფლობს ინ­გლი­სურ და რუ­სულ ენებს.

ნუგზარ კაკულია არ გამოირჩევა სოციალურ ქსელში აქტიურობით. თუმცა მისი ფოტოალბომიდან ადვილად მიხვდებით, რომ ნუგზარ კაკულია ხშირად დადის სხვადასხვა ტაძარში.

ის ყველაზე ხშირად ფოკას მამათა მონასტერს სტუმრობს, სადაც ბერებს ეხმარება როგორც მშენებლობაში, ასევე სხვა საქმიანობაში.

ყველა ახალი ამბავი
0