კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

© Sputnik / Alex Shlamovეპიდემია საქართველოში
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.137-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 251.071-ს მიაღწია.

თბილისი, 21 იანვარი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.137 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 477 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 164, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 118, კახეთი – 95, შიდა ქართლი – 85, ქვემო ქართლი – 65, აჭარა – 64, მცხეთა-მთიანეთი – 27, სამცხე-ჯავახეთი – 18, გურია – 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11. 
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოში – 21 იანვრის მონაცემები

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1.179 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 238.101-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 11 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2.998-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 9.946 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 3.478 პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1.685, აჭარაში – 249, იმერეთში – 711.

735 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 219 პირი, მათგან თბილისში – 158, აჭარაში – 2, იმერეთში – 25. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 534 ადამიანი, 243 – თბილისში, 206 – აჭარაში, 32 – იმერეთში. 5.934 პირი მკურნალობს ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 536 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 223, აჭარაში – 109, ხოლო იმერეთში – 9. თვითიზოლაციაში იმყოფება 20.813 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 12.013 პირი, აჭარაში – 1.559, იმერეთში – 2.244.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.137-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 251.071-ს მიაღწია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0