COVID-19 საქართველოში – 21 იანვრის მონაცემები

© photo: Sputnik / Andranik Kazaryanლაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 238.101 ადამიანი, გარდაიცვალა – 2.998, კარანტინის რეჟიმშია 536, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.478 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 534 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 21 იანვარი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.137-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 251.071-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე Stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 238.101 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 1.179), გარდაიცვალა – 2.998 (ბოლო 24 საათში – 11), კარანტინის რეჟიმშია 536, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.478 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 534 ადამიანი იმყოფება. 

ბოლო 24 საათში ჩატარდა 17.019 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 9.840, PCR ტესტით – 7.179.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0