მოძრაობა „საქართველოსთვის" აქციებს იწყებს – რა ხდება ზუგდიდში

© photo: Sputnik / Nika Latariaაქცია ზუგდიდში
აქცია ზუგდიდში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი ხალხი არ ეგუება გაყალბებულ არჩევნებს და ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები, აცხადებენ აქციის მონაწილეები

თბილისი, 20 იანვარი – Sputnik.  სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან ახალგაზრდული ორგანიზაცია  „მოძრაობა საქართველოსთვის" ინიციატივით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

თბილისიდან ჩასულ სამოქალაქო აქტივისტებს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებიც შეუერთდნენ – ისინი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და რიგგარეშე არჩევნების გამართვას მოითხოვენ. ისინი ადმინისტრაციის შენობასთან კარვის გაშლას გეგმავენ.

© photo: Sputnik / Nika Latariaსაპროტესტო აქცია ზუგდიდში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან
მოძრაობა „საქართველოსთვის აქციებს იწყებს – რა ხდება ზუგდიდში - Sputnik საქართველო
საპროტესტო აქცია ზუგდიდში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან

„დღევანდელი აქცია ტარდება „მოძრაობა საქართველოსთვის" ეგიდით. ჩვენ კარავი დავდგით თბილისში პარლამენტთან და ვაპროტესტებთ ყველა იმ უსამართლობას, რაც ხდება ქვეყანაში. გადავწყვიტეთ, რომ მოძრავი კარავი დღეს აქ დავდგათ. ყველა იმ ადამიანს, რომელსაც აქვს პროტესტის განცდა, შეუძლია მოვიდეს ამ კარავთან",- განაცხადა აქციის ერთ–ერთმა მონაწილე ირაკლი კვარაცხელიამ.

გავრცელებული ინფორმაციით, დღის ბოლოს აქტივისტები სამოქალაქო კოალიციის დაფუძნებას გეგმავენ. 

© photo: Sputnik / Nika Latariaსაპროტესტო აქცია ზუგდიდში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან
მოძრაობა „საქართველოსთვის აქციებს იწყებს – რა ხდება ზუგდიდში - Sputnik საქართველო
საპროტესტო აქცია ზუგდიდში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან

საპროტესტო აქციის მონაწილეთა განცხადებით, ბათუმის, თბილისისა და თელავის მსგავსად, საპროტესტო კარვების დადგმა სხვადასხვა ქალაქებში იგეგმება.

სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნიის  შენობასთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

პოლიტიკური კრიზისი საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. არჩევნების შედეგებით „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლება შეინარჩუნა. ამით უკმაყოფილო ოპოზიციური პარტიების უმეტესობა რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვს. პარლამენტში გასული რვიდან ექვსი ოპოზიციური პარტია უარს აცხადებს სადეპუტატო მანდატებზე.

ოპოზიციური პარტიებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოს მასშტაბით საპროტესტო აქციებს ამ დრომდე მართავენ.

ნიკა ლატარია

 

ყველა ახალი ამბავი
0