შეიცვალა სწრაფი გადახდის აპარატებით სარგებლობის წესი

© photo: Sputnik / Stringerსწრაფი ჩარიცხვის აპარატები
სწრაფი ჩარიცხვის აპარატები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩასარიცხი აპარატებით სარგებლობისას თუ  მომხმარებელი აქამდე  მხოლოდ პირად ნომერს უთითებდა, ახალი წესის თანახმად, ის თანხის გადარიცხვას სმს კოდის გარეშე ვერ შეძლებს

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. თვითმომსახურების ტერმინალებით სხვადასხვა გადარიცხვის ოპერაციის შესრულებისას მომხმარებლის პირადი ნომრისა და მობილურ ტელეფონზე გამოგზავნილი SMS კოდის შეყვანა სავალდებულო გახდა, ნათქვამია საბანკო ასოციაციის განცხადებაში.

ორგანიზაციის ცნობით, ჩასარიცხი აპარატებით სარგებლობისას ვერიფიკაციის შემოღების გადაწყვეტილება ფულის გათეთრებასთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის სტრატეგიის ნაწილია. მისი მიღება საქართველოს ეროვნული ბანკის რეკომენდაციითა და მომხმარებელთა პირადი მონაცემების დაცვის მიზნით მოხდა.

ანა დოლიძე - Sputnik საქართველო
საქართველოში აზარტული თამაშების აკრძალვას მოითხოვენ

ორგანიზაცია სთხოვს მომხმარებლებს, გაითვალისწინონ, რომ იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის პროცესის გავლა  სავალდებულოა შემდეგ სერვისებზე თანხის გადარიცხვისას: აზარტული თამაშები და ლატარია; ონლაინ თამაშები; დაზღვევა და კერძო საპენსიო ფონდები.

ასევე ფინანსური სერვისებზე, მათ შორის: ფიზიკური და იურიდიული პირის საბანკო ანგარიშზე თანხის შეტანა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და სესხის გამცემი სუბიექტების სერვისები, ლიზინგი, ელექტრონული საფულის შევსება, ფინანსური ბაზრები და ფულადი გზავნილები; ინტერნეტ–მარკეტინგი; ტრანსპორტი და ლოჯისტიკა; ტურისტული მომსახურება; ქსელური მარკეტინგი; ქველმოქმედება; საკონსულტაციო მომსახურება; პოლიტიკური პარტიები; უძრავი ქონების ყიდვასთან დაკავშირებული სერვისები.

როგორც საბანკო ასოციაციაში აღნიშნეს, ახალი წესი ძალაში მიმდინარე წლის 15 იანვრიდან შევიდა.

ყველა ახალი ამბავი
0