COVID-19 საქართველოში – ახალი მონაცემები

© Sputnik / Vladimir Umikashviliტესტირება კორონავირუსზე
ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 235.130 ადამიანი, გარდაიცვალა – 2.970, კარანტინის რეჟიმშია 472, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.656 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 563 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.550-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 249.465-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 235.130 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 494), გარდაიცვალა – 2.970 (ბოლო 24 საათში – 15), კარანტინის რეჟიმშია 472, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.656 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 563 ადამიანი იმყოფება. 

ბოლო 24 საათში ჩატარდა 17.398 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 12.166, PCR ტესტით – 5.232.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0