ზუგდიდში სასწავლო პროცესი დაიწყო: რამდენმა სკოლამ შეინარჩუნა სწავლის დისტანციური რეჟიმი

© photo: Sputnik / Evgeny Odinokov / გადასვლა მედიაბანკშისაკლასო ოთახი
საკლასო ოთახი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესი 208 საჯარო და 11 კერძო სკოლაში განახლდა, 39 საჯარო სკოლაში კი სწავლა კვლავ დისტანციურად დაიწყო.

თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სასწავლო პროცესი სკოლების ნაწილში ონლაინ, ნაწილში კი საკლასო ოთახებში განახლდა, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი.

დღეს საქართველოს 10 ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში განახლდა, დანარჩენ  ქალაქებსა და რაიონებში კი მოსწავლეები საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ. დისტანციურ რეჟიმში განახლდა სასწავლო პროცესი აჭარის ტერიგორიაზე მოქმედ საგანმანათლებლო დაწესებულებებშიც. 

სკოლა სოფელ ჩიბათში - Sputnik საქართველო
საქართველოში სასწავლო პროცესი ახლდება – დიდ ქალაქებში დისტანციურად

ზუგდიდის მუნიციპალიტეტსა და სოფლებში სულ 57 საჯარო და კერძო სკოლა ფუნქციონირებს – 51 საჯარო, ექვსი კი კერძო სკოლაა.

ზუგდიდის რესურს–ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მამუკა ბულიას განცხადებით, სკოლები, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა, კორონავირუსის პრევენციის მიზნით სრულად არიან უზრუნველყოფილი პირბადეებით, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერითა და სადეზინფექციო საშუალებებით.

სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესი 208 საჯარო და 11 კერძო სკოლაში განახლდა. რეგიონში მოქმედ 39 საჯარო სკოლაში კი სწავლა კვლავ დისტანციურად მიმდინარეობს.

როგორც საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ დღეს განაცხადა, საგანმანათლებლო დაწესებულებები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავლენ, თუ რესურს–ცენტრი ან სკოლა სამინისტროს დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართავს, თუ რატომ უნდა გადავიდეს კონკრეტული სკოლა დისტანციურ სწავლებაზე. სხვა შემთხვევაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება.

ბოლო დღე-ღამეში რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების ოთხი შემთხვევა დადასტურდა.

ყველა ახალი ამბავი
0