დიდთოვლობამ საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა: ბოლო ცნობები

© Sputnik / STRINGERდიდთოვლობა
დიდთოვლობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეზღუდვები ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო დაწესდა. მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.

თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. უამინდობის გამო საქართველოს ცალკეულ გზებზე შეზღუდვები დაწესდა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

ინტენსიური თოვის გამო ქუთაისი–ტყიბული–ამბროლაურის (ნაქერალას უღელტეხილი) საავტომობილო გზის 39-62 კმ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. 

გუდაური-კობის მონაკვეთის გაწმენდა - Sputnik საქართველო
ყაზბეგის მერი: უამინდობის გამო ყაზბეგში ჩარჩენილ ასამდე ადამიანს დახმარება გაეწია

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის (ფარავანის უღელტეხილი) საავტომობილო გზის 94-110 კმ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

კვირაზე მეტია რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.

ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის მაღალი დონეა.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის ტრასა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო გზაა, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს.

ყველა ახალი ამბავი
0