ვინ ითხოვს თავშესაფარს საქართველოში - ბოლო მონაცემები

© Sputnik / STRINGERვინ ითხოვს თავშესაფარს საქართველოში - ბოლო მონაცემები
ვინ ითხოვს თავშესაფარს საქართველოში - ბოლო მონაცემები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველაზე მეტი რაოდენობის თავშესაფრის მაძიებელი იყო ირანიდან - 2020 წლის სამ კვარტალში მათგან 232 განაცხადი შემოვიდა

თბილისი, 17 იანვარი - Sputnik. 2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს ხელისუფლებას თავშესაფრის მოთხოვნით 688 ათასზე მეტმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ მიმართა, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ მასალებში.

აღნიშნულ პერიოდში თავშესაფრის მაძიებელთა ყველაზე დიდი რაოდენობა იყო ირანის მოქალაქეებს შორის - 232.

ქვეყნების ხუთეული, რომელთა მოქალაქეები თავშესაფარს ითხოვენ

ქვეყანა      მაძიებელთა რაოდენობა
ირანი        232
ინდოეთი          51
თურქეთი         50
რუსეთი   46
ერაყი 42

თუმცა ყველა მაძიებელი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან თანხმობას ვერ იღებს. აღნიშნულ პერიოდში თავშესაფრის მიღებაზე უარი ეთქვა 269 ადამიანს. მათ შორის არიან ირანის, ერაყის, ავღანეთის, სირიის, რუსეთის, თურქეთის, უკრაინის და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.

ასევე, ამ პერიოდში საქართველოდან 15 ქვეყნის 42 მოქალაქე გააძევეს. მათ შორის არის აზერბაიჯანის ექვსი მოქალაქე, თურქეთის ექვსი მოქალაქე, ირანის რვა მოქალაქე, კამერუნის სამი მოქალაქე, ნიგერიის სამი მოქალაქე, უკრაინის ორი მოქალაქე, რუსეთის ორი მოქალაქე, ბანგლადეშის ორი მოქალაქე, აგრეთვე განას, ინდოეთის, კოტ-დივუარის, სუდანის, უზბეკეთის, ბელარუსის, გვინეა-ბისაუს მოქალაქეები.

ყველა ახალი ამბავი
0