თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების 2021 წლის სახელმწიფო პროგრამა, რომლის განმახორციელებელია სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო. ამის შესახებ სააგენტოს Facebook-გვერდზეა ნათქვამი.
პროგრამა ითვალისწინებს გარკვეული ღონისძიებების განხორციელებას:
პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრა 770 ათასი ლარით.
საქართველოში უმუშევრობის დონის შემცირების მიზნით 2020 წლის 1 იანვრიდან მუშაობა დაიწყო ცალკე უწყებამ – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ. სააგენტო შუამავლის როლს ასრულებს დასაქმების მსურველსა და ბიზნესს შორის. ის აღრიცხავს სამუშაოს მაძიებლებს, სწავლობს შრომის ბაზარს და ამ ბაზრის საკითხებზე რეკომენდაციებს გასცემს.
აქციაში დაახლოებით 200 ადამიანი მონაწილეობდა, რომელსაც უამრავი ჟურნალისტი და ბლოგერი აშუქებდა. პროტესტს ძირითადად გამოთქვამდნენ ახალგაზრდები, თუმცა აქციაზე იმყოფებოდნენ პოლიტიკოსებიც, „გირჩისა“ და ლეიბორისტული პარტიის წევრები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები.
აქცია რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა და შემთხვევების გარეშე ჩაიარა. ადგილზე წესრიგს პოლიცია უზრუნველყოფდა.
დასაწყისში დემონსტრანები თბილისის საკრებულოს შენობასთან შეიკრიბნენ, შემდეგ დიდი ტრანსფარანტითა და პლაკატებით მოედნის ცენტრში გადაინაცვლეს წმინდა გიორგის ქანდაკებასთან.
მიტინგის დროს ავტომობილების მოძრაობა მოედანზე ნაწილობრივ შეიზღუდა.
აქცია რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა
აქციაში, ძირითადად, ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. აქციის ორგანიზება სოციალური ქსელების საშუალებით მოხდა
აქციის მონაწილეებს უამრავი პლაკატი ქონდათ თან
თავდაპირველად მათ თავი თბილისის საკრებულოს შენობასთან მოიყარეს
ერთი საათის შემდეგ მათი რაოდენობა გაიზარდა
მომიტინგეებს შორის ბევრი გოგონა იყო
გარკვეული დროის შემდეგ აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილი დაიკავეს
აქციას უამრავი ბლოგერი და ფოტოგრაფი აშუქებდა
ახალგაზრდები საპროტესტო აქციაზე
დემონსტრანტებმა მოედნის ცენტრში წმინდა გიორგის ქანდაკებასთან გადაინაცვლეს
აქციის დასრულება 16:30 საათზე იგეგმებოდა, თუმცა უფრო დიდხანს გაგრძელდა
მოედანზე დაახლოებით 200 ადამიანი შეიკრიბა
ყველა მათგანი პროტესტს გამოთქვამდა
მეპროტესტეები ქანდაკებასთან ისხდნენ
ზოგი კი ყავას მიირთმევდა
მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა კომენდანტის საათის გაუქმება იყო
პანდემიის გამო საქართველოში ჯერ კიდევ ძალაში რჩება საღამოს 9 საათის შემდეგ თავისუფლად გადაადგილების აკრძალვა
იმოქმედებს თუ არა ეს აქცია ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე - ჯერ-ჯერობით უცნობია
მაგრამ ახალგაზრდა აქტივისტებმა პოზიცია მაინც დააფიქსირეს
თბილისი, 8 მარტი - Sputnik. უამინდობისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე შეზღუდვებია დაწესებული, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დეპარტამენტის ცნობით, თოვისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობას საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს.
ინტენსიური თოვისს და ლიპყინულის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ასევე გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზეც. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
უამინდობის გამო შეზღუდვებია დაწესებული ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის საავტომობილო გზაზეც. კერძოდ, ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 1-62-ე კმ (ვაზიანი-შუამთის მონასტრის გადასახვევი) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
მზესუმზირა (helianthus) რთულყვავილოვანთა ოჯახის ეს მცენარე ამერიკიდან გავრცელდა. მისი დასახელება თითქმის ყველა ენაზე მზეს უკავშირდება. ამის ორი მიზეზია – გარეგნული იერი და მისი მანერა, იბრუნოს მზისკენ.
ცნობილია, რომ მზესუმზირის თესლებიდან საუცხოო ხარისხის მცენარეული ზეთი იწარმოება, მაგრამ მცენარეს, ამის გარდა, ასევე უამრავი სასარგებლო თვისება აქვს.
მისი მარცვლები მდიდარია დიდი რაოდენობით კალციუმითა და მაგნიუმით, В, A, E და D ჯგუფის ვიტამინებით.
ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მზესუმზირის თესლები ძალიან დიდი რაოდენობით შეიცავს ფიტოსტერინს, რომელსაც აქვს ქოლესტერინის დონის გაკონტროლების უნიკალური თვისება. მაგნიუმის მაღალი შემცველობის გამო, მზესუმზირა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის უებარია. ამას გარდა შეიცავს თუთიას, იოდს, სელენს, კალიუმს, ფოსფორს, რკინას. მზესუმზირა დაბერების პროცესს აფერხებს. მასში შემავალი პოლიგაჯერებული ცხიმოვანი მჟავები სასარგებლოა კანისა და თმისთვის.
А და Е ჯგუფის ვიტამინების წყალობით, მზესუმზირას ანტიოქსიდანტური თვისებები გააჩნია. ის გვიცავს ათეროსკლეროზისგან და სიმსივნეებისგან. დადებითად ზემოქმედებს მხედველობაზე, გაუჯერებელი ცხიმმჟავების წყალობით, მოუხალავი მზესუმზირა შესანიშნავია ფრჩხილებისა და თმის მტვრევადობის სამკურნალოდ.
ერთ–ერთი უსაყვარლესი საკვები საქართველოში და მისი სასარგებლო თვისებები>>
მზესუმზირა შეიცავს დიდი რაოდენობით D ვიტამინს, რომელიც ცნობილია, როგორც რაქიტისგან დაცვის საშუალება. ის დიდ როლს ასრულებს ბავშვის ორგანიზმის ზრდაში.
მზესუმზირის მარცვლები მადას აქვეითებს. ამიტომ ის აქტიურად გამოიყენება ზოგიერთ გასახდომ დიეტაში, მაგრამ მაღალი კალორიულობის გამო – ზომიერად. მზესუმზირის ცხიმოვანი მჟავები ადამიანის ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლისთვის მნიშვნელოვანია. ისინი წვავენ ცხიმოვან უჯრედებს.
ასევე, მზესუმზირაში შემავალი სათრიმლავი ნივთიერებები და კარატინოიდები ჩვენს სხეულს ინფექციებთან და პარაზიტებთან ბრძოლაში ეხმარება.
გასათვალისწინებელია, რომ სასარგებლოა მზესუმზირის მხოლოდ კარგად გამომშრალი და მოუხალავი მარცვლები. მზესუმზირის მარცვლების კანის გაცლის ან მოხალვის შემთხვევაში, მასში შემავალი სასარგებლო ნივთიერებათა ნაწილი იკარგება.
უნიკალური მცენარე – ვიტამინებისა და სხვადასხვა ელემენტების ნამდვილი საბადო>>
მზესუმზირის მარცვლების ქერქი მოუხალავ მდგომარეობაში შესანიშნავად ინარჩუნებს ორგანიზმისთვის საჭირო მიკროელემენტებს — იოდს, რკინასა და მაგნიუმს, რაც აუცილებელია გულის სტაბილური მუშაობისთვის და სისხლძარღვების შლაკებისა და ტოქსინებისგან გასაწმენდად. თუ ზამთარში კვირაში ერთხელ მოუხალავი მზესუმზირის გულებს მიირთმევთ, ორგანიზმში ვიტამინებისა და მინერალების მოთხოვნილება სრულად დაკმაყოფილდება.
ვიტამინ В6-ისა და ფოლიუმის მჟავის წყალობით, მზესუმზირა უაღრესად სასარგებლოა ნერვული დაავადებების დროს და გუნება-განწყობილების გასაუმჯობესებლად.
მზესუმზირა ასევე ჩინებული დამამშვიდებელი და ანტიდეპრესანტია. გარდა ამისა, მზესუმზირის მიღების პროცესს სიგარეტის მოწევის პროცესის ჩანაცვლება შეუძლია — ბევრმა ადამიანმა ამ მავნე ჩვევის გადაგდება მზესუმზირის წყალობით მოახერხა.
ექიმები მიიჩნევენ, რომ მზესუმზირის გამოყენება საკვებში მთელი რიგი დაავადებების პროფილაქტიკური საშუალებაა, მათ შორის ინფარქტის, კანის დაავადებების, ძვლების მოტეხილობის.
გოგრის თესლი - მრავალი დაავადების მკურნალი>>
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მზესუმზირის ფესვების სასარგებლო თვისებები. მას ძალზე ეფექტურად გამოაქვს კენჭები თირკმელებიდან, ნაღვლის ბუშტიდან, ხსნის ე. წ. მარილების დაგროვებას სახსრებში, აქვეითებს მაღალ არტერიულ წნევას, აუმჯობესებს სმენასა და მხედველობას, კარგია თავბრუსხვევის, გულისა და თავის ტკივილის დროს.
ფესვებს შემოდგომაზე ამზადებენ. სამკურნალოდ გამოიყენება მხოლოდ ძირითადი, ცენტრალური ფესვი. გამომშრალ და დაქუცმაცებულ 1 ჭიქა ფესვს 3 ლიტრ წყალში ადუღებიდან სამი წუთის განმავლობაში ხარშავენ. ეს სამი ლიტრი ნახარში სამი დღის პორციაა, ანუ დღეში 1 ლიტრის ოდენობით უნდა მივიღოთ. ამავე ფესვებს შემდეგ ხარშავენ უკვე 5 წუთის განმავლობაში, ხოლო მესამედ – 10 წუთის განმავლობაში. ამის მერე ფესვები უკვე გამოუსადეგარია. შემდეგი ნახარში უკვე ახალი ფესვებისგან მზადდება. ფესვების ნახარშის მიღება შესაძლებელია ორი თვის განმავლობაში. მისი მიღება არ შეიძლება, თუ გაუხსნელი კენჭებია თირკმელებში, ასევე არ შეიძლება ორსულისა და მეძუძური დედებისთვისთვის.
მზესუმზირას, მრავალ სიკეთესთან ერთად, ზიანის მოტანაც შეუძლია, განსაკუთრებით, თუ მას დიდი რაოდენობით მივიღებთ. მაღალი კალორიულობის გამო ის ჭარბი წონის დაგროვებას უწყობს ხელს, განსაკუთრებით, თუ ადამიანი ფიზიკურად არააქტიურია.
კაკაო და მისი სასარგებლო თვისებები>>
მზესუმზირა კბილის ემალს აფუჭებს, ამიტომ მის გარჩევას სტომატოლოგები ხელით გვირჩევენ.