Davidsnow-ს სათვალეები

„ადამისა და ღმერთის ხელები“ ქართველმა დიზაინერმა ახალი სათვალე შექმნა

128
(განახლებულია 20:09 14.01.2021)
ქართველი დიზაინერის სათვალეები არასტანდარტული დეტალებითა და სილუეტებით გამოირჩევა, რითიც ისინი იოლად ამოსაცნობი ხდება.

თბილისი, 14 იანვარი – Sputnik. პოპულარულმა ქართულმა ბრენდმა Davidsnow მზის სათვალეების ახალი სერია გამოუშვა, რომელთა შორისაა მიქელანჯელოს ფრესკის „ადამის შექმნის“ მოტივებზე დამზადებული სათვალე.

„ღმერთისა და ადამის ხელები“ — ასეა აღწერილი სათვალე ბრენდის ოფიციალურ საიტზე.

საინტერესოა, რომ ბოლო პერიოდში რელიგიური თემა მოდაში სულ უფრო პოპულარული ხდება. არც ისე დიდი ხნის წინ მსოფლიოში ცნობილმა ქართველმა დიზაინერმა დემნა გვასალიამ, რომელიც ბრენდ Vetements-ს ხელმძღვანელობს, გამოუშვა ტყავის ჩანთები, რომლებიც ძალიან ჩამოჰგავს ბიბლიას. გარდა ამისა, დიზაინერმა გოგა ნიქაბაძემ დაამზადა მონოსაყურეები, რომლებიც წმიდა ნინოს ჯვარს მოგვაგონებს.

აღსანიშნავია, რომ ბრენდ Davidsnow-ს ახალგაზრდა ქართველი დიზაინერი დავით პაპიაშვილი ხელმძღვანელობს, რომელიც თბილისის ხელოვნებათა სახელმწიფო აკადემიის სტუდენტია. ბრენდი ბაზარზე ერთი წლის წინ გამოვიდა, თუმცა უკვე დაიმსახურა უცხოელი ვარსკვლავების მოწონება. Davidsnow-ს აქსესუარები უკვე მოირგეს ისეთმა მომღერლებმა, როგორებიც არიან ბილი აილიში, ბიბი რექსა, დოჟა კეტი, ნიკი მინჟი, ბლოგერი ჩარლი დამელიო, სონია ესმანი და ბევრი სხვა ცნობილი ადამიანი.

 

128
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2651)
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU)

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ადრონული თერაპიის ცენტრი აშენდება

28
ადრონული თერაპიის ცენტრის გახსნა 2024 წელს იგეგმება. პროექტს საერთაშორისო საქველმოქმედო ცენტრი „ქართუ“ აფინანსებს

თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ადრონული თერაპიის ცენტის საპროექტო სამუშაოები დაიწყო, ნათქვამია უნივერსიტეტის Facebook-გვერდზე.

ადრონული თერაპია - ეს არის რადიოთერაპიის ფორმა, რომელსაც ხშირად არაოპერაბელური ან ტრადიციული რადიოთერაპიის მიმართ მდგრადი სიმსივნეების სამკურნალოდ იყენებენ.

ტრადიციული რადიოთერაპიისგან განსხვავებით, რომელიც რენტგენის გამოსხივებას ან ელექტრონებს იყენებს, ადრონული თერაპია ნახშირბადის პროტონების და იონების გამოყენებას გულისხმობს. ამ ატომურ ნაწილაკებს - ადრონებს - ელექტრონებთან შედარებით მეტი წონა და ენერგია გააჩნიათ. შესაბამისად, კიბოს უჯრედების განადგურების პროცესში უფრო მეტად ეფექტურები არიან.

ქუთაისში ადრონული თერაპიის მომავალი ცენტის ტერიტორია სამუშაო შეხვედრის დროს დაათვალიერეს უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ და საერთაშორისო დიზაინერული კომპანიების წარმომადგენლებმა. პროექტში ჩართულია ესპანური კომპანია IDOM, რომელიც სთავაზობს საერთაშორისო საკონსულტაციო, საინჟინრო და არქიტექტურულ მომსახურებას, და ბელგიური IBA, რომელიც კიბოს პროტონული თერაპიის სფეროს წამყვანი კომპანიაა.

ვარაუდობენ, რომ კვლევითი ცენტრი მეცნიერული გამოკვლევების ჩატარებას ელემენტარული ნაწილაკების, რადიაციული ფიზიკისა და ბიოფიზიკის სფეროში შეძლებს.

ადრონული თერაპიის ცენტრის გახსნა უნივერსიტეტში 2024 წლისთვის არის დაგეგმილი. პროექტს აფინანსებს და ახორციელებს საერთაშორისო საქველმოქმედო ცენტრი „ქართუ“.

Кутаисский международный университет (КМУ)
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU)

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) 2020 წელს გაიხსნა და სტუდენტების პირველი ნაკადი მათემატიკის, მენეჯმენტისა და კომპიუტერული მეცნიერებების ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამებზე მიიღო. გამოცდებზე გასული 1112 აბიტურიენტიდან მაღალი გამსვლელი ბარიერი 245-მა გადალახა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ქუთაისის მახლობლად, ეკოლოგიურად სუფთა ზონაში, 153 ჰექტარ ფართობზეა გაშენებული. საუნივერსიტეტო კომპლექსი მოიცავს ულტრათანამედროვე აკადემიურ კორპუსებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სპორტულ და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, სტუდენტურ საერთო საცხოვრებლებს, ასევე საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან და კვლევით ცენტრებთან, მათ შორის მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან. აკადემიური პროგრამები შემუშავებულია სწორედ მიუნხენის უნივერსიტეტის პროგრამების საფუძველზე.

28
დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

49
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს კორონავირუსი PCR-ტესტირების შედეგად დაუდასტურდა. ის თავს კარგად გრძნობს და სახლში მკურნალობს

თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მან თავის Facebook-გვერდზე დაწერა.

მისი თქმით ის ტავს კარგად გრძნობს და მკურნალობის კურსს სახლში გადის.

„მიმდინარე წლის 23 იანვარს, ინფიცირებულთან კონტაქტის შემდგომ, თვითიზოლაციაში გადავედი. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, გავიკეთე PCR ტესტი. შედეგად, COVID-19 ინფექცია მეც დამიდასტურდა. ამ ეტაპზე თავს კარგად ვგრძნობ. ყველანაირი პროტოკოლის დაცვით, სახლში ვმკურნალობ. იმედს ვიტოვებ, ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს მალე დავუბრუნდები. ყველას დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და რისკების თავიდან აცილების მიზნით, მაქსიმალურად დავიცვათ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები“, - დაწერა მინისტრმა.

18-20 იანვარს დავით ზალკალიანი ოფიციალური ვიზიტით ესპანეთში იმყოფებოდა, სადაც მონაწილეობას მიიღო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 113-ე სესიაში, შეხვდა ესპანეთის შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა და მიგრაციის მინისტრებს, ესპანეთის მეფე ფილიპე IV-ს.

49
ჯადოქარი უშბა

ქართველ ალპინისტს ლადო გურჩიანს „სპორტის რაინდის“ წოდება მიენიჭა

0
ლადო გურჩიანმა მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა ალპინიზმსა და მეკლდეურობას. მან ახალგაზრდა სპორტსმენების არაერთი თაობა აღზარდა

თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. გამოჩენილ ქართველ ალპინისტ ლადო გურჩიანს ქართული ალპინიზმისა და მეკლდეურობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპორტის სფეროში უმაღლესი - „სპორტის რაინდის“ - წოდება მიენიჭა, იუწყება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

„განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, გამოჩენილ ქართველ მთამსვლელს, ლადო გურჩიანს სპორტის სფეროში სახელმწიფოს უმაღლესი წოდება ­- „სპორტის რაინდის“ წოდება მიენიჭა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ლადო გურჩიანი - სპორტის დამსახურებული ოსტატი ალპინიზმსა და მეკლდეურობაში, სპორტში არის 1964 წლიდან. ის იყო ლეგენდარული ქართველი ალპინისტის, „კლდის ვეფხვად“ წოდებული მიხეილ ხერგიანის მოსწავლე და მეწყვილე.

გურჩიანმა ბევრი წარმატებული ალპინისტი აღზარდა. 1976 წელს მან სვანეთის მრისხანე უშბის ე.წ. სარკე (90-გრადუსიანი გლუვი კედელი) დალაშქრა.

გარდა ამისა, სწორედ გურჩიანმა დააარსა 1996 წელს საქართველოს მეკლდეურობის ფედერაცია და ამჟამად ის მისი გენერალური მდივანია.

საპატიო ჯილდო სპორტსმენს სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი დოლაბერიძემ გადასცა.

„სპორტის რაინდის“ წოდება მინიჭებული აქვთ ისეთ გამოჩენილ ქართველ სპორტსმენებს, როგორებიც არიან ფეხბურთელი მანუჩარ მაჩაიძე, პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე, მძლეოსანი რობერტ შავლაყაძე და სხვ.

0