ელექტროგადამცემი ხაზი

გაძვირებული ელექტროენერგია: რომელ დარგებს შეეხო სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა

83
(განახლებულია 14:41 14.01.2021)
ელექტროენერგიაზე ტარიფის გაზრდა ლარის კურსის ვარდნამ განაპირობა, რასაც კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმაც შეუწყო ხელი.

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ მეწარმე სუბიექტებისათვის ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილობრივი სუბსიდირების წესი და პირობები დაამტკიცა, რაც იმას ნიშნავს, რომ საწარმოთა ნაწილი დენის გადასახადს დაბალი ტარიფით გადაიხდის.

2020 წლის 1 იანვრიდან საქართველოში  ბიზნესისთვის ელექტროენერგიაზე ტარიფი გაიზარდა და საშუალოდ 11–12 თეთრი შეადგინა ერთ კილოვატზე. გამომდინარე აქედან, ექსპერტებმა ადგილობრივი წარმოების გარკვეულ პროდუქციაზე ფასების ზრდა ივარაუდეს.

მთავრობის დადგენილების თანახმად, რომელიც „საკანონმდებლო მაცნეშია“ გამოქვეყნებული, ძველ და ახალ ტარიფებს შორის სხვაობის ნახევარს სახელმწიფო დაფარავს იმ 20 დარგისთვის, სადაც კვების პროდუქტები იწარმოება.

სუბსიდირება ეხება შემდეგ დარგებს: მეფრინველეობას, ხორცის გადამუშავება–კონსერვირებას, პურპროდუქტებისა და ორცხობილების საცხობებსა და ფქვილეული პროდუქციის წარმოებას, ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელ საწარმოებს, ზეთებისა და ცხიმების წარმოებას, რძის პროდუქტების წარმოებას.

გარდა ამისა, სახელმწიფო ელექტროენერგიაზე გაზრდილი ტარიფის ნაწილს დაუფარავს შაქრის, სუნელ–სანელებლების, დიეტური პროდუქტებისა და საქონლის საკვების მწარმოებელ საწარმოებს.

სუბსიდირების მისაღებლად კომპანიებმა 27 იანვრამდე უნდა მოასწრონ განაცხადის შევსება სპეციალურ სამთავრობო პლატფორმაზე https//www.registration.gov.ge

აღსანიშნავია, რომ ბიზნესის გარდა სახელმწიფო ელექტროენერგიის ტარიფში სხვაობას დაუფარავს იმ მოქალაქეებსაც, რომლებიც თვეში 300 კილოვატზე ნაკლებ ენერგიას მოიხმარენ.

ელექტროენერგიაზე ტარიფის გაზრდა ლარის კურსის ვარდნამ განაპირობა, რასაც კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმაც შეუწყო ხელი.

 

83
სალომე ჭაჭუა

„დავმუნჯდი...“ - სალომე ჭაჭუას ახალმა ვიდეომ სოცქსელების მომხმარებლები შოკში ჩააგდო

12
(განახლებულია 12:36 28.01.2021)
სალომე ჭაჭუას მორიგმა ცეცხლოვანმა ფოტოებმა სოციალური ქსელის მომხმარებლები აღაფრთოვანა. ნახეთ ფოტოები „ინსტაგრამიდან“

მოცეკვავე სალომე ჭაჭუამ სოციალურ ქსელში ახალი ვიდეო განათავსა, სადაც კამერის წინაშე ნახევრად შიშველი პოზირებს. ვიდეომ სალომეს „ფოლოუერებში“ აღფრთოვანება დაიმსახურა.

View this post on Instagram

A post shared by Salome (@salome_chachuaa)

„ვაიმე დედა“, „ეს რა იყო, გავგიჟდი“, „შავი პანტერა ხარ“, „დავმუნჯდი“, „ცეცხლი, ბომბა, მიწისძვრა, ცუნამი და საოცარი ქალი ხარ“, „ზესექსუალური“, - წერენ სალომეს გამომწერები კომენტარებს.

View this post on Instagram

A post shared by Salome (@salome_chachuaa)

ცნობილი ქართველი ქორეოგრაფი და პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ერთ-ერთი თვალშისაცემი მოცეკვავე სალომე ჭაჭუა სკანდალებითაც გამოირჩევა. ცნობილ ტელესახეს ერთი ურთიერთობა არ ჰქონდა დასრულებული, როდესაც ჭორები გავრცელდა მისი და გიორგი ვარდოსანიძის სიყვარულზე. ეს ჭორები მათმა ქორწილმა ჩაანაცვლა, მოგვიანებით კი მორიგი ჭორები უკვე წყვილის დაშორებას მოჰყვა.

View this post on Instagram

A post shared by Salome (@salome_chachuaa)

მოგეხსენებათ, მანამდე სალომე სამეჯლისო ცეკვების სტუდია „თელას“ წამყვან მოცეკვავეზე გიგი გაჩეჩილაძეზე იყო შეყვარებული. მათი გზები „ცეკვავენ ვარსკვლავების“ დაწყებისას გაიყო. მსახიობ გიორგი ვარდოსანიძესთან დაშორების მერე ქორეოგრაფი პირად ცხოვრებაზე აღარ საუბრობს. ამიტომ უცნობია, თავისუფალია თუ არა ამჟამად მოცეკვავის გული.

12
თემები:
სელებრითების ცხოვრება
გზის გაწმენდა თოვლისგან

ვითარება გზებზე: გუდაური-კობის მონაკვეთზე შეზღუდვები დაწესდა

16
(განახლებულია 15:04 28.01.2021)
შეზღუდვა თოვლისა და ლიპყინულის გამო დაწესდა. მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით

თბილისი, 28 იანვარი - Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

დეპარტამენტის ცნობით, დანარჩენი სახის ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გუდაური–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. რეჟიმის დაცვა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით მოხდება.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველო–რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.

16
თემები:
ტრანსპორტი საქართველოში