თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის განახლება 1 თებერვლიდან შეიძლება გადაიდოს, განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე.
მთავრობა ჯერ თავს იკავებს 1 თებერვლიდან საქართველოს დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის განახლებაზე ნებართვის გაცემისგან. ასევე ამ დღემდე გადაიდო ბაზრობებისა და მაღაზიების გახსნაც.
„ვგეგმავთ, რომ 1 თებერვლისთვის გაიხსნას სავაჭრო ცენტრები და მოლები. ამის შემდეგ უკვე გვექნება საუბარი ბიზნესის დანარჩენ წარმომადგენლებთან... კონკრეტულად, გაიხსნება თუ არა ტრანსპორტი და რომელი შემდგომი სფერო გაიხსნება, ამაზე ვიმსჯელებთ იანვრის ბოლოს, როდესაც გვექნება მეტი სიცხადე, თუ რა რეგულაციებს დავაწესებთ კონკრეტულ ბიზნესში და რომელი რეგულაცია იქნება უფრო ეფექტიანი“, – განაცხადა ტიკარაძემ.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ასევე სკოლებში სასწავლო პროცესის აღდგენაც.
„ინფექციის გავრცელების დღევანდელი მაჩვენებელი არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავიწყოთ საუბარი, როდის შეიძლება გაიხსნას სკოლები. როგორც კი ამის საშუალება იქნება, განათლების სამინისტრო უზრუნველყოფს ყველა პირობას, რომ ბავშვები უსაფრთხოდ მიიღონ სკოლებში“, – განაცხადა მინისტრმა.
მიუხედავად ეპიდემიოლოგების დასკვნისა, რომ კორონავირუსის მეორე ტალღის პიკი გადავლილია, საქართველოში ინფიცირების მესამე ტალღას თებერვლის მეორე ნახევრისთვის ელოდებიან.
დასვენება, როგორც ჩანს, პერმანენტულად იქცა - საახალწლო ორკვირიანი „არდადეგები“ უსასრულოდ გრძელდება. მკაცრი შეზღუდვების დაწყებიდან ქვეყანაში შეჩერებულია ბაზრობების, მაღაზიების, რესტორნების, კაფეების, სპორტდარბაზებისა და სხვა ობიექტების მუშაობა. ასევე დაკეტილია სკოლები და საბავშვო ბაღები, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მოქმედებს საკომენდანტო საათი. უამრავი ბიზნესი და ადამიანები მომსახურების სფეროში კარგავენ შემოსავლებს. ისინი, ვინც უკმაყოფილო არიან სიტუაციით, კვირას პროტესტის გამოსახატად ქუჩაში გამოვიდნენ.
კვირას კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები ასობით ადამიანმა გააპროტესტა
აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართა
მასში მონაწილეობდნენ სამოქალაქო სექტორის, ოპოზიციის და სხვადასხვა სახის ბიზნესის წარომადგენლები
მათ დიდ ნაწილს ეკეთა პირბადე
აქციაზე წესრიგს პოლიცია უზრუნველყოფდა
აქციის მონაწილეთა ნაწილი თავიდან პარლამენტთან გამოხატავდა პროტესტს
ზამთრის სპორტის მოყვარულებმა აქციაზე შვილებიც მიიყვანეს
მომიტინგეები რუპორებით და პრესის საშუალებით ცდილობდნენ მთავრობისათვის გაეგონებინათ საკუთარი მოთხოვნები
აქციაზე უამრავი ჟურნალისტი და ბლოგერი იმყოფებოდა
აქცია რამდენიმე საათს გაგრძელდა
თუმცა აქტივისტების ნაწილმა გადაწყვიტა მიტინგი კომენდანტის საათის დროს გაეგრძელებინა
ცხრა საათის შემდეგ მათ ჟურნალისტების თანხლებით მსვლელობა გამართეს ცენტრალურ ქუჩებზე, სადაც მოითხოვდნენ კომენდანტის საათის გაუქმებას და აქტივისტი ირაკლი ფანგანის გათავისუფლებას, რომელიც ბათუმში აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატისთვის ნაგვის ურნის სროლისთვის დააკავეს
თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 298-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 253.816-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 243.396 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 1.311), გარდაიცვალა – 3.071 (ბოლო 24 საათში – 16), კარანტინის რეჟიმშია 515, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.223პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 402 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარდა 6.868 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 2.686, PCR ტესტით – 4.182.
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 6868, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 2.686, PCR ტესტით - 4.182
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა