Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„სუპერ ფორმაში“ – ბაია კუზანოვამ მუცლის პრესით სოცქსელების მომხმარებლები აღაფრთოვანა

© Photo: Baia Kuzanova / FBბაია კუზანოვა
ბაია კუზანოვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალბედა დედა საზოგადოების გაკვირვებას არ წყვეტს. ქირურგების ოჯახში გაზრდილმა გოგონამ მშობიარობიდან რამდენიმე თვეში სოციალური ქსელის მომხმარებლები გააოცა.

ბაია კუზანოვას ახალმა ფოტომ სოციალური ქსელის მომხმარებლები აღაფრთოვანა. ფოტოში ბაიას მუცლის პრესი უჩანს, რაც მშობიარობიდან რამდენიმე თვეში საკმაოდ კარგი მიღწევაა. „სუპერ ფორმაში ხარ“, „ჩემი დახატული დარუჩკა“, – უწერენ ბაიას.

ცნობილი ექიმების ნინო და გუგა კუზანოვების შვილი ახალბედა დედაა. ბებიამ და ბაბუამ სამშობიაროდან შვილიშვილთან ერთად გადაღებული ფოტო 3 აგვისტოს გამოაქვეყნეს. ბაია კუზანოვა, თავის მხრივ, პატარა ბიჭუნას მოვლას, ოპერაციებზე დასწრებას, პლასტიკურ ქირურგიაში მონაწილეობას და მეგობრებთან ერთად დროის გატარებასაც ახერხებს.

ბაია კუ­ზა­ნო­ვა 2019 წელს გა­თხოვ­და. ახალ­გაზ­რდა ექი­მის მე­უღ­ლე გი­ორ­გი ბეჟაშ­ვი­ლია. და­ქორ­წი­ნე­ბამ­დე წყვილს ხან­გრძლი­ვი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა აკავ­ში­რებ­და, თუმ­ცა ყო­ველ­თვის ცდი­ლობ­დნენ მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში არ მოხ­ვედ­რი­ლიყ­ვნენ.

„თა­ვად რო­გორც უნ­დო­დათ, ზუს­ტად ისე­თი ქორ­წი­ლი გა­და­ი­ხა­დეს. ბა­ი­ას სურ­ვი­ლით ქორ­წი­ლი ჩვე­ნი სახ­ლის ეზო­ში გა­და­ვი­ხა­დეთ, ვერ გვე­ლე­ვა. რეტ­რო სა­ქორ­წი­ნო ცე­რე­მო­ნი­ა­ლი იყო, შავი ძვე­ლი ბე­ემ­ვე­თი მო­ვიდ­ნენ“, – ამბობდა ნინო კუზანოვა.

ნინო და გუგა კუზანოვებმა ოჯახი 27 წლის წინ შექმნეს, ექიმები 1993 წელს შეუღლდნენ. ურთიერთგაგებითა და ერთმანეთის მხარდაჭერით ბევრს მიაღწიეს, დღემდე ქართულ შოუბიზნესში ერთ-ერთ გამორჩეულ წყვილად ითვლებიან.

ყველა ახალი ამბავი
0