COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

© Pixabay / satheeshsankaranფარმაკოლოგიური ლაბორატორია
ფარმაკოლოგიური ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 227.611 ადამიანი, გარდაიცვალა – 2.846, კარანტინის რეჟიმშია 496, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.873 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 579 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.618-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 243.255-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 227.611 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 403), გარდაიცვალა – 2.846 (ბოლო 24 საათში – 26), კარანტინის რეჟიმშია 496, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.873 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 579 ადამიანი იმყოფება. 

ბოლო 24 საათში ჩატარდა 19.438 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 10.774, PCR ტესტით – 8.664.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0