ლელა წურწუმია

„თაღლითია, არ ენდოთ“ გაბრაზებული ლელა წურწუმია ფოტოებს აქვეყნებს

11920
(განახლებულია 16:53 13.01.2021)
ცნობილი მომღერალი სოციალურ ქსელში უცნაურ ინფორმაციას და ფოტოებს აქვეყნებს. ნახეთ ვინ და როგორ გააბრაზა მომღერალი.

„თაღლითია არ ენდოთ“ – ასეთი ტექსტით გამოაქვეყნა მომღერალმა ლელა წურწუმიამ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ მისი სახელით გამოქვეყნებული შეტყობინება. ლელა წურწუმიას სახელით უცნობი პიროვნება სოციალური ქსელის მომხმარებლებს გათამაშებაში მონაწილეობას სთავაზობს, სამაგიეროდ კი საბანკო ანგარიშებს სთხოვს.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ლელა წურწუმიას ასეთ პრობლემებს უქმნიან. გასულ წელს მომღერალს „ინსტაგრამის“ გვერდი გაუტეხეს, ყველა ფოტო წაუშალეს და მხოლოდ პოლიციის ჩარევით მოგვიანებით მოახერხა მან სოციალური ქსელის საკუთარი გვერდის დაბრუნება.

ქართველი პოპ-დივა და მისი პროდიუსერი მრავალი წელია ოფიციალურად დაქორწინებული არიან. მათი ცალ-ცალკე ნახვა წარმოუდგენელია. ლელას და მამულიჩას ერთი ქალიშვილი ჰყავთ. თინეიჯერი მათ ურთიერთობას უფრო ამყარებს. ლელას და მის მეორე ნახევარს თაყვანისმცემლების არმია ჰყავთ, რომელიც დღითი დღე იზრდება.

ქართველი მოკაშკაშე ვარსკვლავი და ყველასათვის საყვარელი პოპ-დივა წლიდან წლამდე არ იცვლება. ლელა წურწუმიამ კარიერა 90-იანებში დაიწყო. მომღერლის სიმღერები ახლაც გაჰიტებულია. მამულიჩას და ლელას ყველაზე მეტად ის ახარებთ, რომ მათ და კომპოზიტორების მიერ შექმნილ სიმღერებს ახალგაზრდები და მათი თაობის ადამიანები ერთნაირად დიდი სიამოვნებით უსმენენ. ლელას სოლო-კონცერტების ბილეთებს სალაროებიდან იტაცებენ, პოპ-დივა აქტუალობას არ კარგავს.

11920
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2638)
შესასვლელი ლილოს ბაზრობაზე

„ლილო მოლის“  მოვაჭრეები მაღაზიების თვითნებურად გახსნას გეგმავენ

17
„ლილო მოლის“ ადმინისტრაციის განცხადებით, 28 ნოემბრიდან დაწესებულმა შეზღუდვებმა პირდაპირი გავლენა იქონია მოვაჭრეთა შემოსავალზე და დიდი ზარალი მიაყენა მათ.

თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. „ლილო მოლის“ ტერიტორიაზე დასაქმებულებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს, იუწყება რუსთავი 2.

ეპიდვითარების გაუარესების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა. იმ დღიდან ყველა სავაჭრო ცენტრი და ბაზრობა (გარდა აგრარული ბაზრისა) დაკეტილია. 22 იანვარს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელის თანახმადაც მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები მუშაობას 1 თებერვლიდან, ხოლო ღია და დახურული ტიპის ბაზრობები 15 თებერვალიდან განაახლებენ.

„ლილო მოლის“ მოვაჭრეები, სავაჭრო ცენტრების მსგავსად, 1 თებერვლიდან გახსნის ნებართვას ითხოვენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, თუ 1 თებერვლიდან გახსნის ნებართვას არ მიიღებენ, რეგულაციებს არ დაემორჩილებიან და მაღაზიებს თვითნებურად გახსნიან.

„ყველა რეგულაცია, რაც არის მოთხოვნილი აბსოლუტურად აკმაყოფილებს 6 ათასივე მაღაზია. შეუძლიათ ნებისმიერი გახსნან და შეამოწმონ", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, თამარ თოდრიამ.

როგორც „ლილო მოლის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კვარაცხელიამ აღნიშნა, ბაზრობების ხელმძღვანელები მთავრობას წერილობით თხოვნას გაუგზავნიან, რათა მათ მუშაობის დაწყება 1 თებერვლიდან შეძლონ.

„მეექვსე თვეა რაც დახურულები ვართ და ფინანსურად ძალიან მძიმე მდგომარეობაა შექმნილი. ვაჭრობის სფერო არ უნდა იყოფოდეს სექტორებად და თუ გახსნაა, უნდა იხსნებოდეს და უფრო თანაბრად გადანაწილდება ვიზიტორების რაოდენობა", - განაცხადა გიორგი კვარაცხელიამ.

საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ასევე მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც შეკრებილები არიან  სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის, სპორტსმენები, გიდები, ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები. აქციის მონაწილეები კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას ითხოვენ.

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. კერძოდ, აუცილებელია პირბადის ტარება ქუჩაში, შეზღუდულია გადაადგილება 21:00-დან 05:00 საათამდე, დაკეტილია რესტორნები, კაფეები და ა.შ.

შეზღუდვების შემსუბუქება ეტაპობრივად 1 თებერვლიდან დაიწყება.

17
ვაქცინა

ვაქცინის რამდენი დოზის შემოტანას გეგმავენ თებერვალში საქართველოში

12
ეკონომიკის სრული გახსნისთვის საჭიროა მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაცია, რისთვისაც 164 მილიონი ლარი დასჭირდება

თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. თებერვალში საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 20 000 დოზის მიღებას ელის, სავარაუდოდ, ეს იქნება Pfizer-ის ვაქცინა (ამერიკულ-გერმანული წარმოების), განაცხადა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი თქმით, პირველ რიგში მედმუშაკებს აცრიან. შემდგომში, აპრილის ბოლოს იგეგმება დიდი რაოდენობით ბრიტანული წარმოების ვაქცინა Astrazeneca-ს შემოტანა. ეს იქნება დაახლოებით 150 ათასი დოზა, მასაც მედმუშაკებისა და 75 წლის ზემოდ პირთათვის გამოიყენებენ.

„შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნასთან ერთად მოხდება ვაქცინის მოწოდება და წლის ბოლომდე გვაქვს იმედი, რომ მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციას მოვახდენთ. ასეთ შემთხვევაში ფართოდ გავრცელება შეჩერდება, ვიღაცები დაინფიცირდებიან, თუმცა ფართო გავრცელება აღარ იქნება“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

ეკონომიკის სრული გახსნისთვის საჭიროა მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაცია, რისთვისაც 164 მილიონი ლარი დასჭირდება.

ვაქცინაციისთვის პრიორიტეტული ჯგუფები უკვე განსაზღვრული და განაწილებულია: პირველ რიგში ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლები, შემდეგ მოხუცებულთა სახლების პერსონალი და ბენეფიციარები (თავშესაფრები და ა.შ.), შემდეგ  75 წელს ზემოთ პირები,  65–დან 74 წლამდე პირები, 55–დან 64 წლამდე პირები, ქრონიკული დაავადებების მქონე 18–დან 54 წლამდე პირები. ამის შემდეგ იგეგმება დანარჩენი მოსახლეობის ვაქცინაცია, მათ შორის მათი, ვინც ვირუსი უკვე გადაიტანა.

12