„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 13 იანვარს

გამოწერა
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 13 იანვარი - Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 13 იანვარს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გოთიუას და შარტავას ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი თელეთის, ფონიჭალის დასახლების, სურგულაძის, ლომინაძის, ჟორდანიას, თელეთის და ღოღობერიძის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ატენის და ქავთარაძის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გობრონიძის, შენგელაიას, ხევძმარის, ბრონშტეინის და ონის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0