Lilo Mall

ბაზრობები 1 თებერვლიდან საქმიანობას განაახლებენ?

135
(განახლებულია 21:58 12.01.2021)
ბაზრობების წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ 1 თებერვლისთვის ბაზრობების გასახსნელად ყველაფერი მზადყოფნაში იქნება.

თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. სავაჭრო ცენტრებთან ერთად 1 თებერვლიდან საქმიანობის განახლებას გეგმავენ ღია ბაზრობებიც, განაცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან თბილისში არსებული ყველაზე მსხვილი Lilo mall-ის გენდირექტორმა გიორგი კვარაცხელიამ.

აღნიშნულის შესახებ ცნობილი ბაზრობებისა და სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებსა და მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებს შორის გამართულ შეხვედრაზე გახდა. ბაზრობების საქმიანობის განახლება დამოკიდებული იქნება ქვეყანაში დაწესებული უსაფრთხოების ზომების ჯეროვანი შესრულებისგან, აღინიშნა შეხვედრაზე.

გარდა პირბადის გამოყენებისა და ტერიტორიის ხშირი დეზინფექციისა, მეიჯარეებს დაევალათ, რომ ბაზრობებზე დასაქმებულებს ორ კვირაში ერთხელ ტესტირება ჩაუტარდეთ.

„ჩვენ ამის ორგანიზება სწორად და სწრაფად უნდა მოვახდინოთ, რათა პირველი რიცხვისთვის ყველაფერი ისე მოვასწროთ, როგორც გაიწერა. ვიმედოვნებთ, რომ 1 თებერვლისთვის მზად ვიქნებით“, - განაცხადა კვარაცხელიამ. 

საქართველოში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე 28 ნოემბრიდან მუშაობა შეწყვიტეს მსხვილმა ბაზრობებმა (გარდა აგრარული ბაზრებისა). მიუხედავად იმისა, რომ მიდიოდა საუბარი წინასაახალწლო პერიოდში მათი დროებით გახსნის შესახებ, აღნიშნული გადაწყვეტილება ხელისუფლებამ არ მიიღო.

135
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (89)
ხატია წერეთელი

„სტრიპტიზი კორონამდე...“ - ხატია წერეთელი Tiktok-ზე გააქტიურდა - ვიდეო

20
(განახლებულია 16:25 22.01.2021)
სოციალურ ქსელში პოპულარულია ხატია წერეთლის ვიდეო, სადაც მომღერალი კორონამდელ სტრიპრიზს ასრულებს. ნახეთ როგორ ცეკვავს ის კორონაპანდემიის შემდეგ

მომღერალი ხატია წერეთელი სოციალურ ქსელ Tiktok-ზე ბოლო დროს ძალიან გააქტიურდა. მას 13 ათასზე მეტი „ფოლოუერი“ ჰყავს და როგორც ჩანს, ეს პლატფორმა ძალიან მოსწონს, რადგან ხშირად დებს სახალისო ვიდეოებს. ერთ-ერთი ბოლო ვიდეო მომღერალმა სათაურით „სტრიპრიზი კორონამდე და კორონას შემდეგ დადო“. ვიდეოს უამრავი ნახვა აქვს.

როგორც ჩანს, მომღერალი კვლავ მარტოა. რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ ხატიას შეყვარებულმა იმედა ვახტანგიშვილმა ცოლი მოიყვანა და ამის შესახებ თავად ხატიამ დაწერა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე. მომღერალი წერდა, რომ სამწუხაროდ გვიან აღმოაჩინა, რომ საყვარელი მამაკაცი ალფონსი იყო. აღმოჩნდა, რომ მომღერლის პარალელურად კაცი სხვა ქალსაც ხვდებოდა, რომელზეც, როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, დაქორწინდა კიდეც.

შეყვარებულთან დაშორების შემდეგ მომღერალმა პლასტიკურ ქირურგიას მიმართა და ცხვირი გაილამაზა.
სოციალური ქსელის მომხმარებლები ერთხმად აღნიშნავენ, რომ რინოპლასტიკა მომღერალს განსაკუთრებით მოუხდა.

ხატია წერეთელი საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც მსმენელმა იხილა ქართული ბაზრისთვის სკანდალური, ეროტიკული ხასიათის მისი კლიპი - „შენთან სექსი მაგარია“. კლიპი მართლაც რომ პროვოკაციული აღმოჩნდა, ხატია კი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ ის საყვარელ „ვალენტინს“ მიუძღვნა, რომელზეც ყურებამდეა შეყვარებული.

კლიპში მონაწილე იმედა ვახტანგიშვილმა და ხატია წერეთელმა დაადასტურეს, რომ პარტნიორები იყვნენ და ერთად ყოფნა მოსწონდათ, თუმცა ამ ურთიერთობას შეყვარებულების სახელს მაინცდამაინც არ არქმევდნენ. თუმცა რამდენიმე ხნის წინ გაირკვა, რომ წყვილი სკანდალურად დაშორდა.

20
თემები:
სელებრითების ცხოვრება
ეპიდემია საქართველოში

შეზღუდვები, რომელიც 1 თებერვლიდან გაუქმდება: სრული ჩამონათვალი

58
(განახლებულია 16:25 22.01.2021)
28 ნოემბრიდან დაწესებულმა შეზღუდვებმა ეპიდვითარების დასტაბილურებაზე პირდაპირი გავლენა იქონია, მაგრამ ეპიდემილოგების განცხადებით, ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა.

თბილისი, 22 იანვარი - Sputnik. უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გადაწყვეტილება  დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.

კერძოდ, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, შეზღუდვების ეტაპობრივი გაუქმების გეგმა ასეთია:

1 თებერვლიდან:

– აღდგება რეგულარული ავიარეისები

– საქართველოს ხუთ ქალაქში – ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა და სკოლებში სასწავლო პროცესი

– ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მუშაობას განაახლებს ყველა მაღაზია და სავაჭრო ცენტრი

– აჭარაში საქმიანობას განაახლებს ღია ტიპის კვების ობიექტები

– ბათუმში, ზუგდიდში, გორში, თელავსა და ფოთში ე.წ. კარანტინი უქმე დღეებში იმოქმედებს, როდესაც შაბათ–კვირას არ იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და არ იმუშავებს მაღაზიები, რესტორნები და კაფე–ბარები

15 თებერვლიდან:

- ყველა ქალაქში  გაიხსნება ღია და დახურული ბაზრობები 

შეზღუდვები, რომელიც ნარჩუნდება:

– ძალაში რჩება თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობაზე დაწესებული შეზღუდვა

– იკრძალება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება

– არ იხსნება ზამთრის კურორტები

– 21:00 საათიდან  05:00 საათამდე გადაადგილებაზე შეზღუდვა

–  სავალდებულოა პირბადის ტარება

–  იკრძალება მასობრივი ღონისძიებების გამართვა

– აკრძალულია სპორტდარბაზებისა და აუზების მუშაობა

1 მარტიდან

- თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში  აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება

–  ქვეყნის მასშტაბით საქმიანობას განაახლებენ  სკოლები და საბავშვო ბაღები

-  პროფესიულ და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სტუდენტები აუდიტორიებში დაბრუნდებიან

– აღდგება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა

– მუშაობას განაახლებენ ზამთრის კურორტები

– გაუქმდება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში ქუჩაში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა

როგორც საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, აღნიშნულ გეგმაში ცვლილება ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე მოხდება

58
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (89)
ამირან გამყრელიძე

გამყრელიძე: შეზღუდვების შემსუბუქებასთან მიმართებაში სიფრთხილე გვმართებს

0
(განახლებულია 16:35 22.01.2021)
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ქვეყანაში ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციის ნიშნებსა და შეზღუდვების მოხსნის ეტაპებზე საუბრობს
გამყრელიძე: შეზღუდვების შემსუბუქებასთან მიმართებაში სიფრთხილე გვმართებს
„ქვეყანაში არის ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს... ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს შეზღუდვების ყველა გახსნასთან მიმართებაში, ამიტომ როდესაც რაღაცის შემსუბუქება მოხდება, აუცილებელია ორკვირიანი დაკვირვება, ეპიდსიტუაცია ამას როგორ მიჰყვება, ამის შემდეგ დაიწყება მეორე ეტაპი შემსუბუქებისა და ა.შ.“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭო შეთანხმდა, რომ ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების საფუძველი, ეპიდსიტუაციის მუდმივი მონიტორინგი უნდა იყოს.

0