ლაბორატორია

COVID-19: რა ვითარებაა სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში

51
(განახლებულია 19:55 12.01.2021)
ბოლო დღე-ღამეში რეგიონის მასშტაბით კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 84 პაციენტი, საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 21 პირი.

თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. ბოლო 24 საათის განმავლობაში სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით კორონავირუსი 158 ადამიანს დაუდასტურდა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

რეგიონის კოვიდ-ცენტრებში 225 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას, მათგან 17 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

რუხის კლინიკაში მკურნალობს 67 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის შვიდი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. სენაკის კლინიკა „სენამედში“ იმყოფება 37 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმეა სამი პაციენტის მდგომარეობა. 

ფოთის კლინიკაში 40 ინფიცირებულია მოთავსებული – მძიმე პაციენტია ოთხი. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 14 კოვიდ-ინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას, მათგან ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

აბაშის „ევექსის“ კოვიდ-კლინიკაში 27 ინფიცირებულია მოთავსებული. სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ კი 40 კოვიდ-ინფიცირებული მკურნალობს.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.058-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 238.086-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

51
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (113)
ექიმები რეანიმაციაში

სტატისტიკა: რამდენი მედიკოსი გარდაიცვალა 2020 წელს კორონავირუსის გამო საქართველოში

9
(განახლებულია 15:46 26.01.2021)
საქართველოში პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსი 254 ათასზე მეტ ადამიანს დაუდგინდა და აქედან 6 პროცენტი – მედპერსონალია

თბილისი, 26 იანვარი - Sputnik. კორონავირუსის გართულებების გამო საქართველოში 2020 წელს სამედიცინო სფეროში მომუშავე 62 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ინფიცირებული მედიკოსების 0,4%–ია, ნათქვამია დაავადებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ანგარიშში „ერთი წელი COVID-19–თან ერთად“.

გარდაცვლილთაგან 31 ქალია და 31 მამაკაცი. რაც შეეხება გარდაცვლილი მედპერსონალის ასაკს, სტატისტიკა ამგვარია:

რაოდენობა ასაკი
2 30-39
3 40-49
9 50-59
30 60-69
18 70+

კორონავირუსის გამო გარდაცვლილი მედიკოსებიდან 24 სტაციონარული განყოფილების თანამშრომელი იყო, 16 – კოვიდ–კლინიკისა და რეანიმაციის, 10 – პირველადი ჯანდაცვის, 5 – სასწრაფო დახმარების სამსახურის, 2 – საკარანტინო სივრცის პერსონალი, 1 – დიალიზის პაციენტების მომსახურების პერსონალი, 1 – PCR–ლაბორატორიის თანამშრომელი, 1 – ფსიქიატრიული განყოფილების თანამშრომელი და 1 – ეპიდემიოლოგი.

სხვადასხვა თანმდევი ქრონიკული დაავადება (ყველაზე ხშირად კარდიოვასკულარული დაავადებების სახით) ჰქონდა 24 გარდაცვლილ პირს (38,7%).

საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 254 822  254 ათასი შემთხვევა გამოვლინდა და აქედან 6 პროცენტი – მედპერსონალია. ინფიცირებული მედპერსონალიდან 72% იყო სტაციონარული განყოფილებების, ცხელების კლინიკების, რეანიმაციისა და სხვა სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომელი.

ინფიცირებულთა შორის 80% ქალია და 20% – მამაკაცი. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ყველაზე ხშირად ავადმყოფობდა ყველაზე შრომისუნარიანი ჯგუფი – 30–70 წლამდე ასაკის. ინფიცირებული მედპერსონალის 65% თბილისის, იმერეთისა და აჭარის მცხოვრებია.

საქართველოში ონლაინ–კლინიკების რაოდენობა გაიზარდა – ჯანდაცვის უწყება>>

31 დეკემბრის მონაცემებით, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტების მაჩვენებელი 94%–ს აღწევს, გარდაიცვალა 1,1%, მკურნალობას განაგრძობს 4,9%. კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

9
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (113)

საპროტესტო აქცია პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ თბილისში

11
კანცელარიის შენობასთან კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ ახალი საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელშიც ასობით ადამიანი მონაწილეობდა

კვირის შემდეგ თბილისსა და სხვა ქალაქებში სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის მომხრეები აკრძალვებსა და შეზღუდვებს აპროტესტებენ, რომლებიც ხელისუფლებამ კორონავირუსის პანდემიის გამო დააწესა.

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე კვირაში შეზღუდვების ნაწილი მოიხსნება, ხოლო სხვა აკრძალვები შემსუბუქდა, მეპროტესტეები არ აპირებენ დათმობას და დემონსტრაციების შეწყვეტას. ბევრი მათგანი შეზღუდვების დაუყოვნებლივ მოხსნას მოითხოვს. ეპიდემიოლოგები მათ ეწინააღმდეგებიან - სპეციალისტების აზრით, ყველა შეზღუდვის ერთდროულად მოხსნა ქვეყანაში მდგომარეობას დაამძიმებს.

11
ნადირობა

კანომდებელმა თოვლის კაცზე ნადირობის დაშვება მოითხოვა: რა წერია კანონპროექტში

0
(განახლებულია 16:35 26.01.2021)
კანონმდებელს მიაჩნია, რომ ამგვარი ზომა არაერთ ადამიანს მიიზიდავს და ტურიზმის გამოცოცხლებას შეუწყობს ხელს

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. საჭიროა გაიცეს ოფიციალური ნებართვა თოვლის კაცზე (იეტი) ნადირობაზე, დადგინდეს ნადირობის სეზონი და გაიცეს ლიცენზია ყველაზე, ვისაც ამ მითიურ არსებასთან ახლოდან გაცნობის სურვილი აქვს, ასეთი წინადადება წამოაყენა ამერიკელმა კონგრესმენმა, რესპუბლიკელმა ჯასტინ ჰემფრიმ, რომელიც კონგრესში ოკლაჰომის შტატს წარმოადგენს.

აღნიშნულის შესახებ წერს CNN-ი.

​ჰემფრის თქმით, ასეთი ზომა ოკლაჰომაში ტურიზმს გამოაცოცხლებს და კიდევ მეტ ადამიანს მიიზიდავს შტატში.

კონგრესმენის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, ნებადართულია იეტის მხოლოდ ცოცხლად შეპყრობა, რის შემდეგაც იღბლიან მონადირეს 25 ათასი დოლარი გადაეცემა ჯილდოდ.

როგორც ჰემფრი აცხადებს, პირადად მას იეტების არსებობა არ სჯერა, თუმცა არაერთი სანდო პირისგან მოუსმენია, რომ ისინი თოვლის კაცს შეხვედრიან.

მართალია, თოვლის კაცის არსებობა მეცნიერულად დადასტურებული არ არის, მაგრამ ოკლაჰომაში ყოველწლიურად ტარდება იეტისადმი მიძღვნილი დღესასწაული, რომელშიც ბევრი ადამიანი მონაწილეობს.

სოციალური ქსელების მომხმარებლებმა მიიჩნიეს, რომ ჯასტინ ჰემფრის წინადადება ტყეში ადამიანისთვის სროლას დააკანონებს, რაც მერე შეიძლება შეცდომით გამართლდეს.

0
თემები:
საერთაშორისო პანორამა