Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„აი რა საჭიროა სახლში კაცის ყოფნა“ - ია ფარულავამ ტარიელ სუარი უჩვეულო სიტუაციაში გადაიღო

© courtesy of Ia Parulavaია ფარულავა
ია ფარულავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ია ფარულავამ ყოფილ მეუღლეს ვიდეო გამოუქვეყნა. ნახეთ რითია დაკავებული წყვილი და რატომ ფიქრობს ია, რომ კაცი ოჯახში საჭიროა.

ცოტა ხნის წინ მსახიობმა ია ფარულავამ „ინსტაგრამზე“ უცნაური „სთორი“ გამოაქვეყნა, სადაც სწორედ მისი ყოფილი რჩეული, ტარიელ სუარი ჩანს. ტარიელი იას ფეხსაცმლის გახდაში ეხმარება. ამის შემდეგ მსახიობმა მოგვმართა: „აი, რა საჭიროა სახლში კაცის ყოფნა“.

თავის დროზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა იმ ფაქტს, რომ ია ფარულავას გვერდით მუსიკოსი ტარიელ სუარი გამოჩნდა, რომელთან ერთადაც მსახიობმა ცხოვრება გადაწყვიტა. მათი ურთიერთობა საკმაოდ ორიგინალურად განვითარდა, რაც ქართველი მაყურებლისთვისაც განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.


ტარიელს იას მიმართ გრძნობები მრავალი წლის მანძილზე ჰქონდა, სოციალურ ქსელში მისი გაცნობა მოახერხა და ყველაფერი ასე დაიწყო. შემდეგ იყო ხელის თხოვნა სცენაზე და ქორწინება.

სოციალურ ქსელში ბოლო დროს ია ფარულავა განსაკუთრებით აქტიურია – მისი „ინსტაგრამი“ საგრძნობლად გააქტიურდა. მსახიობი ხშირად აქვეყნებს „სთორებს“, სადაც აქტუალურ საკითხებზე კომენტარებს არ ერიდება.

View this post on Instagram

A post shared by Ia Parulava (@ia_parulava)

მსახიობმა ცოტა ხნის წინ მოულოდნელად ყოფილ მეუღლესთან ტარიელ სუართან ერთად გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა. აღმოჩნდა, რომ ყოფილი წყვილი სამედიცინო ველნეს კურორტ ბიოლიში ერთად ისვენებდა. ია ფარულავამ დათოვლილი სასტუმროდან ულამაზესი ვიდეო გამოაქვეყნა.

View this post on Instagram

A post shared by Ia Parulava (@ia_parulava)

მსახიობი ია ფარულავა 2014 წელს გიტარისტ ტარიელ სუარზე მოულოდნელად გათხოვდა. წყვილი ასევე ხმაურიანად დაშორდა. მისი მეუღლე დაშორების მიზეზებზე თავად წერდა facebook-ის პირად გვერდზე და დაშორების მიზეზად ია ფარულავას და მისი „პარიკმახერის“ მიმოწერას ასახელებდა, სადაც ისინი თითქოს მას უღირს, ავადმყოფ და არაადეკვატურ ადამიანს უწოდებდნენ, აგინებდენ დედას, იმუქრებოდნენ მისი მოშორებით, რის გამოც სიბრაზისგან თავი ვერ შეიკავა და მინა ჩაამტვრია.

ყველა ახალი ამბავი
0