COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

© photo: Sputnik / Alexander Wilf / გადასვლა მედიაბანკშილაბორტორია
ლაბორტორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 222.7208 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 993), გარდაიცვალა – 2.820 (ბოლო 24 საათში – 24), კარანტინის რეჟიმშია 514, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.879 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 569 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.857-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 241.637-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 227.208 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 993), გარდაიცვალა – 2.820 (ბოლო 24 საათში – 24), კარანტინის რეჟიმშია 514, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.879 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 569 ადამიანი იმყოფება. 

ბოლო 24 საათში ჩატარდა 17.795 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 11.934, PCR ტესტით – 5.861.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0