ცნობილმა ტელეწამყვანმა სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა. ჟურნალისტი წერს, რომ მისი ძაღლი თუთა დაიღუპა, ამის მიზეზი კი ეზოში მომხდარი შემთხვევა გახდა. „ეზოში დიდ ძაღლს დაუყეფა და იმან დაგლიჯა“, - დაწერა მაია ასათიანმა.
პოპულარული ჟურნალისტი ბოლო დროს სამ ძაღლთან და თუთიყუშთან ერთად ცხოვრობდა. თუთა, დუდი და ბუბუ მაიას „ინსტაგრამის“ „სთორების“ მთავარი გმირები არიან. ასათიანის სოციალური ქსელის ვიდეოების უმეტესობა სახლშია გადაღებული. კადრებზე ჰარმონიული ხედი, ბუნება, მისი უსაყვარლესი ძაღლები და თუთიყუში დომინირებს.
View this post on Instagram
მაიამ სიმშვიდე საკუთარ თავთან განმარტოებაში იპოვა, თუმცა ოჯახის წევრებს უფრო და უფრო დაუახლოვდა. ჟურნალისტი სკანდალური ცხოვრების მიუხედავად უამრავ ადამიანს უყვარს. მის გარშემო განსაკუთრებულად გულწრფელი ადამიანები ერთადერთი ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ გამოჩნდნენ. მათ შორის არიან მაიას დედა, ნახევარდები და მამინაცვალი, რომლებიც მას გვერდიდან არ შორდებიან.