საქართველოს სამხედრო გზა

ზემო ლარსი დღეს: მისაბმელიანი ტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია

215
(განახლებულია 22:00 11.01.2021)
საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზის ამ მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. თოვლისა და დაბალი ტემპერატურის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე  მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

უწყების ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე დაშვებული ავტოტრანსპორტი გაუჩერებლად იმოძრავებს.

უწყების ცნობით, ავტომობილების ამ რეჟიმით გადაადგილება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის ტრასა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო გზაა, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს.

215
 GWP სარემონტო სამუშაოებს აწარმოებს

დედაქალაქის მერია საკომუნიკაციო ქსელებზე მომუშავე კომპანიებს რეგულაციებს უწესებს

14
(განახლებულია 12:37 27.01.2021)
კალაძის თქმით, დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით ქალაქის მოსახლეობის გაფრთხილება წინასწარ უნდა მოხდეს, რათა მოქალაქეებმა გადაადგილების ალტერნატიული მარშრუტი შეიმუშაონ 

თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. საავტომობილო გზებზე ტრანსპორტის შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, საკომუნიკაციო ქსელებზე მომუშავე კომპანიებს ავარიული შემთხვევების გარდა, სამუშაოების წარმოება მხოლოდ ღამის საათებში შეეძლებათ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე. 

კერძოდ, საუბარი ეხება ელექტროგამანაწილებელ კომპანია „თელასს“ და წყალგამანაწილებელ კომპანია GWP-ს.

კალაძის განმარტებით,  ტრანსპორტის გადაადგილების დროს შეფერხებისა და დისკომფორტის თავიდან აცილების მიზნით, დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით აუცილებელია წინასწარი შეტყობინების სისტემის დანერგვა. 

„ხშირია შემთხვევები, როდესაც ისეთი კომპანიები, როგორებიცაა: „თელასი“, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) და სხვა,  კონკრეტულ უბანზე სამუშაოებს მოსახლეობისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე იწყებს, რაც სერიოზულ მოქალაქეებს დისკომფორტს უქმნის. ეს პრობლემა აუცილებლად უნდა მოგვარდეს... აღნიშნულმა კომპანიებმა სარემონტო სამუშაოები ღამის საათებში უნდა ჩაატარონ,  რადგან დღის განმავლობაში ქალაქის ქუჩებში ტრანსპორტის დიდი ნაკადებია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ახალი რეგულაციის თანახმად, საკომუნიკაციო ქსელებზე მომუშავე კომპანიები ცენტრალურ ქუჩებზე სამუშაოებს დღისით მხოლოდ გადაუდებელი და საავარიო საჭიროების შემთხვევაში ჩაატარებენ, რასაც დედაქალაქის მერიასთან შეთანხმების საფუძველზე განახორციელებენ.

 

კალაძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანი სხვა ღონისძიებებთან ერთად, ქალაქის საცობებისგან განტვირთვა და  ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

კალაძის განცხადებით, გზებზე „საცობების“ წინააღმდეგ ბრძოლა – დედაქალაქის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომლის ფარგლებშიც არაერთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული – მუშაობის გრაფიკში ცვლილებები დაუწესდა მუნიციპალურ კომპანია „თბილსერვის ჯგუფს". კერძოდ, მუნიციპალური ნარჩენების გატანა ღამის საათებში მოხდება.

„შეზღუდვები დავუწესეთ ნარჩენების გამტან მანქანებს, რომ დღის საათებში არ იმოძრაონ. აუცილებელია ნაგვის მანქანებმა განსაკუთრებით ცენტრალურ ქუჩებში დღის საათებში არ იმოძრაონ და ნარჩენების გატანა ღამის საათებში მოხდეს. ასევე, აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს სადისტრიბუციო კომპანიებთან, რომ ავტომობილების მოძრაობა გარკვეულ დროში განხორციელდეს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

დედაქალაქის მერმა ახალი რეგულაციით განსაზღვრული წესების მაქსიმალურად გაკონტროლება თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას, ხოლო პროცესის ზედამხედველობა მის მოადგილე ირაკლი ბენდელიანს დაავალა.

14
ნინი ნებიერიძე და თემურ უგულავა

ნინი ნებიერიძემ და თემურ უგულავამ შვილები მონათლეს ფოტოები ნათლობიდან

34
(განახლებულია 11:46 27.01.2021)
ცნობილი ქართველი მოდელი ნინი ნებიერიძე და მილიონერი თემურ უგულავა უკვე 6 წელია ქორწინებაში არიან. მოდელი მილიონერის მესამე ცოლია

ცნობილი მოდელის და მილიონერ თემურ უგულავას შვილები გაქრისტიანდნენ. თემურ და ტოკიო უგულავები ანჩისხატის ტაძარში მონათლეს, სადაც მხოლოდ ნათლიები და უახლოესი მეგობრები იმყოფებოდნენ.

მოდელ ნინი ნებიერიძეს და ბიზნესმენ თემურ უგულავას ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ. მოდელი ნინი ნებიერიძე 24 წლისაა. ის ბიზნესმენ თემურ უგულავაზეა დაქორწინებული, რომელიც მასზე 29 წლით უფროსია. მათ რომანზე მათი ურთიერთობის დაწყების დღიდან ქალაქში ბევრს ჭორაობდნენ. საუბარი იყო მათ შორის დიდ ასაკობრივ სხვაობაზე, რომ მოდელი ბიზნესმენს ცოლობაზე ანგარების გამო დათანხმდა და ა.შ. როგორც ჩანს, სიყვარული ნამდვილი აღმოჩნდა და ძლიერი.

ცნობილი ქართველი მოდელი ნინი ნებიერიძე და მილიონერი თემურ უგულავა უკვე 6 წელია ქორწინებაში არიან. მოდელი მილიონერის მესამე ცოლია. მანამდე უგულავა ქორწინებაში იყო ჯერ თეო ფერაძესთან და მასთან ორი შვილი ჰყავს, შემდეგ კი ბაია დავითაიასთან. ნინი ნებიერიძე სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს პატარების ფოტოებს. მეგობრები კომენტარებში აღნიშნავენ, რომ ტოკიო ულამაზესი ბავშვია.

19 წლის ნინი ნებიერიძისა და 48 წლის თემურ უგულავას ქორწინების შესახებ საზოგადოებამ ნინის „ფეისბუქის“ გვერდიდან შეიტყო. ფოტო წარწერით „გავთხოვდი“ მოდელმა თავად გაავრცელა. ცოტა ხნის წინ ნინი სოციალურ ქსელში ახალი იმიჯის გამო გააკრიტიკეს. მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ჩანს, მოდელს სულაც არ აღელვებს, რას იფიქრებენ მასზე, კრიტიკის ავტორს პასუხი მაინც გასცა.

34
თემები:
სელებრითების ცხოვრება
ნაზალური სპრეი

სპრეი Genoxyn-ი: თურქმა მეცნიერებმა COVID-19-ის ერთ წუთში მკვლელი პრეპარატი შექმნეს

0
(განახლებულია 13:07 27.01.2021)
მანამდე ცნობილი გახდა, რომ თურქმა მკვლევარებმა კორონავირუსზე ტესტირების უსწრაფეს მეთოდს მიაგნეს, რომელიც ნანოტექნოლოგიებს ეფუძნება და ვირუსს 10 წამში იცნობს

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. თურქმა მეცნიერებმა შექმნეს ნაზალური სპრეი, რომელიც, მათი მტკიცებით, ერთ წუთში ანადგურებს კორონავირუსს, წერს გაზეთი Daily Sabah–ი.

​სპრეი Genoxyn–ი ულუდაგის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიის კათედრის მეცნიერებმა — პროფესორმა შეჰიმე გულსუნ თემელმა, დოქტორებმა — აჰმეთ იუმით სანაბჯიმ და გიუნეით ოზაკინმა შეიმუშავეს.

სანაბჯის თქმით, კვლევები ჯერ კიდევ პანდემიამდე დაიწყო.

„მანამდე ჩვენ დავადგინეთ, რომ პრეპარატს ანტიბაქტერიული თვისება ახასიათებს, ხოლო პანდემიის დაწყების შემდეგ დავფიქრდით, შეგვეძლო თუ არა COVID-19–ის წინააღმდეგ ბრძოლას წავდგომოდით. ჩვენმა კვლევებმა აჩვენა, რომ სპრეი ვირუსს კლავს პირისა და ცხვირის ქსოვილებზე, რაც მის გავრცელებასა და გამრავლებას უშლის ხელს“, — განმარტა დოქტორმა.

პროფესორ გულსუნ თემელის თქმით, სპრეი ვურისს ერთ წუთში ანადგურებს და ამასთან არ აზიანებს ლორწოვანა გარსებზე ეპითელურ უჯრედებს.

„უფრო მეტიც, ჩვენ დავადგინეთ, რომ ის სამკურნალო მოქმედებას ახდენს ამ უჯრედებზე. შესაბამისად, მისი გამოყენება უსაფრთხოა“, — თქვა მეცნიერმა.

თურქი მიკრობილოგების განმარტებით, მას შემდეგ, რაც პრეპარატი ნანოტექნოლოგიების მეშვეობით დახვეწეს და სრულყოფილი გახადეს, მისი ეფექტურობაც უფრო სტაბილური გახდა და მან გარკვეულ მოლეკულებზე ხანგრძლივი ზემოქმედება გამოავლინა.

მეცნიერები ირწმუნებიან, რომ  სპრეი Genoxyn–ი მაღალეფექტურია არა მხოლოდ СОVID-19–ის, არამედ სხვადასხვა ბაქტერიებისა და სოკოების წინააღმდეგაც.

 

0
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება