გოჩა ლორთქიფანიძე

გოჩა ლორთქიფანიძე: პენიტენციურ სისტემაში კორონავირუსი კონტროლს ექვემდებარება

61
(განახლებულია 21:58 11.01.2021)
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პენიტენციურ სისტემაში COVID-19-თან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. პენიტენციურ სისტემაში კორონავირუსი კონტროლს ექვემდებარება და სრულად არის მართვადი, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მინისტრის თქმით, 2020 წლის მარტიდან პენიტენციურ დაწესებულებებში გატარდა კომპლექსური პრევენციული ღონისძიებები, როგორიც არის საკარანტინო ზონების მოწყობა, რეგულარული თერმოსკრინინგი, ტესტირება, მობილობის შემცირება. ხოლო ახალი ეტაპიდან გამომდინარე, როგორც კი პირველი სიმპტომები გაჩნდა, პენიტენციურმა სისტემამ დაიწყო ყველა პენიტენციური დაწესებულების ინტენსიური ტესტირება, ინფიცირებული პატიმრების გამოვლენა, იზოლირება და მკურნალობა.

„ამას აქვს სისტემური ხასიათი და ახლაც გრძელდება“, – აღნიშნა მინისტრმა.

დღევანდელი მდგომარეობით, PCR ტესტირება ჩატარებულია ოთხ დაწესებულებაში. ეს არის არასრულწლოვანთა, ქალთა, ბათუმის და გეგუთის დაწესებულებები. მინისტრის თქმით, ქალთა პენიტენციური დაწესებულების გარდა, ვირუსის ნიშნები არსად გამოვლენილა.

„ვრცელდებოდა სხვადასხვა სახის ინფორმაცია, განსაკუთრებით, რომ გეგუთი დაიცალა, რომ გეგუთში მძვინვარებს ეპიდემია და ა.შ. გეგუთი მართლაც დაიცალა, მაგრამ ჯანღისგან დაიცალა და გამოჩნდა რეალური სურათი, რაც გვაქვს და რის შესახებაც ჩვენ პრაქტიკულად ყოველთვის გატყობინებთ. კერძოდ, გეგუთში 763 ტესტიდან ყველა არის უარყოფითი“, – აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, ეს მაგალითი კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ არ შეიძლება გადაუმოწმებელი და დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელება, მით უმეტეს, ისეთ მგრძნობიარე თემებზე, როგორიცაა პენიტენციური სისტემა, და შეიძლება პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრების შეშფოთება გამოიწვიოს.

„სამოქალაქო სექტორის კლინიკაში PCR ტესტირების შედეგად COVID-19 ოთხ პატიმარს დაუდასტურდა, ორი მათგანი არის ქსნის პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებული, ერთი არის რუსთავის, ხოლო ერთი – N8 პენიტენციური დაწესებულების საკარანტინო სივრციდან“, – აღნიშნა ლორთქიფანიძემ.

აქვე მინისტრმა განმარტა, რომ ვინაიდან მოცემული პირი N8 დაწესებულების საკარანტინო სივრციდან იყო სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანილი, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი პენიტენციურ დაწესებულებაში არ ყოფილა და დაწესებულების დანარჩენ კონტინგენტთან შეხება არ ჰქონია. მისივე თქმით, პატიმრებისთვის ჩატარებული ყველა ტესტირების შედეგები საზოგადოებას ეტაპობრივად ეცნობება.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით პენიტენციურ დაწესებულებებში მკაცრი შეზღუდვები დაავადების პრაქტიკულად პირველივე გამოვლენიდან მოქმედებს. ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, 28 ნოემბრიდან ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს 2021 წლის 31 იანვრამდე (ჩათვლით) შეუჩერდათ ხანმოკლე პაემნით სარგებლობის შესაძლებლობა, რაც მანამდე დაშვებული იყო.

61
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (128)
მოხუცი ქალი

„ოჯახის ოთხი წევრი დაკარგა...“ - თბილისის მერმა 94 წლის მარგარიტა ბებოს სახლი აჩუქა

13
(განახლებულია 14:15 28.01.2021)
სოციალურ ქსელში კიდევ ერთი პოზიტიური ამბის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია. ნახეთ ვინაა ქალი, რომელსაც კახა კალაძემ სახლი აჩუქა

თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. თბილისის მერიამ 94 წლის მარგარიტა ქაჯაიას ბინა გადასცა. ამის შესახებ თბილისის მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, მანანა თოქმაჯიშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

მანანა თოქმაჯიშვილმა ქალის ვიდეოც გამოაქვეყნა, რომელიც თბილისის მერის მიერ გადაცემულ საკუთრების მოწმობას სათვალის გარეშე, დამარცვლით კითხულობს.

ირკვევა, რომ მარგარიტა ქაჯაიამ ბევრი გაჭირვება განვლო, ოჯახის ოთხი წევრი გარდაეცვალა და ისნის რაიონში, ბაღდათის ქუჩაზე, 20 კვადრატულ ფართში ათეული წელია ცხოვრობს, თუმცა მუდმივ შიშში, არავის გაესახლებინა.

13
ელექტროავტობუსი

ბათუმში ელექტროავტობუსებში მგზავრებს ავტომატური თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ

17
(განახლებულია 13:31 28.01.2021)
ბოლო დღეების სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ეპიდვითარება აჭარაში, რომელიც ცოტა ხნის წინ კოვიდ-რეიტინგის ლიდერი იყო, თანდათანობით უმჯობესდება.

თბილისი, 28 იანვარი - Sputnik. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმში 1 თებერვლიდან  მუნიციპალური ტრანსპორტი  მუშაობას განაახლებს, ნათქვამია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

რეგიონში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, მთავრობამ აჭარაში 1 თებერვლიდან კვების ობიექტების, მაღაზიების, სავაჭრო ცენტრების, სკოლებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის განახლების გადაწყვეტილება მიიღო.

კერძოდ, შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში, მუშაობას განაახლებს მუნიციპალური ტრანსპორტი და საქალაქო მარშრუტებზე მოძრავი მიკროავტობუსები.

მერიის ინფორმაციით, მგზავრობისას სავალდებულოა პირბადის ტარება, აკრძალულია ფეხზე მდგომი მგზავრის გადაყვანა, ასევე, აკრძალულია მძღოლის გვერდით წინა სავარძლით სარგებლობა.

„ყველა მუნიციპალურ ავტობუსში განთავსებული იქნება სადეზინფექციო სითხის დისპენსერები, ხოლო ახალ ელექტროავტობუსებში სპეციალური აპარატებით განხორციელდება მგზავრთა ავტომატური თერმოსკრინინგი. ავტობუსებში მძღოლის კაბინასთან, მგზავრებისგან დისტანცირების უზრუნველსაყოფად მოწყობილია ბარიერები“, -აღნიშნულია განცხადებაში.

მუნიციპალურ ავტობუსებსა და მიკროავტობუსებს დეზინფექცია ყოველდღიურად ჩაუტარდება.

ბათუმში მუნიციპალური ავტობუსები  21:00 საათამდე, ხოლო მიკროავტობუსები 20:00 საათამდე იმუშავებს. დაწესებული რეგულაციების თანახმად, მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირას არ იფუნქციონერებს.

ქალაქის მერია მოქალაქეებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სარგებლობის დროს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

ბოლო დღე-ღამეში დადასტურებული 742 ახალი შემთხვევიდან აჭარაში მხოლოდ 33 გამოვლინდა.

17
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (128)