სასწრაფო დახმარება

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: ბოლო მონაცემებით დედაქალაქი კვლავ პირველ ადგილზეა

147
(განახლებულია 16:45 11.01.2021)
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 551 გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 239.780-ს მიაღწია.

თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 551 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 196 შემთხვევა, დედაქალაქში დაფიქსირდა, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 7.898 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 3.527, PCR ტესტით – 4.371. დადებითი შედეგი ტესტების 7%-მა აჩვენა.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთია, შემდეგ კი აჭარა.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:

იმერეთი – 84, აჭარა – 62, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 48, კახეთი – 41, მცხეთა-მთიანეთი – 41, ქვემო ქართლი – 24, სამცხე-ჯავახეთი – 23, შიდა ქართლი – 14, გურია – 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 880 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 226.215-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით  გარდაიცვალა 23 ადამიანი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გარდაცვლილთა რაოდენობამ 2.796-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით საქართველოში 10.743 ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა. აქედან 3.929 ადამიანი მკურნალობს კოვიდ-კლინიკებში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1.849, აჭარაში – 364, იმერეთში – 767.

840 პაციენტის (7,8%) მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 251 პირი, მათგან თბილისში – 163, აჭარაში – 7, იმერეთში – 29.

კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 722 ადამიანი მათ შორის 200 – თბილისში, 459 – აჭარაში, 24 – იმერეთში.

ბინაზე მკურნალობს 6.092 ადამიანი – აქტიური შემთხვევების 56,7%.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 506 ადამიანი, აქედან: თბილისში – 258, აჭარაში – 39, ხოლო იმერეთში – 8.

თვითიზოლაციაში იმყოფება 23.178 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 13.869 პირი, აჭარაში – 1.998, იმერეთში – 2.212.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 551 გაიზარდა და ინფიცირებულთა  საერთო რიცხვმა 239.780-ს მიაღწია.

147
ღვთისმშობლის ტაძარი. 1896 წელი

გურიაში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტი აღმოფხვრილია

5
მომხდარი იყო პროვოკაცია და სოფლის მოსახლეობამ ძველებურად ერთად ცხოვრება უნდა განაგრძოს, განაცხადეს შეხვედრის მონაწილეებმა

თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მუსლიმი თემის, ქრისტიანებისა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის გაიმართა შეხვედრა, რომლის ფარგლებში, მონაწილეების თქმით, მხარეებს შორის შეთანხმება შედგა.

კონფლიქტი ბუკნარში იმის გამო დაიწყო, რომ ადგილობრივმა მუსლიმებმა ტრადიციული პარასკევის ლოცვის წასაკითხად კერძო სახლში სამლოცველოს მოწყობა გადაწყვიტეს. ამის გამო სოფელში გავრცელდა ხმა, რომ ბუკნარში აპირებენ მეჩეთის აშენებას, რამაც ადგილობრივ მართლმადიდებელთა უკმაყოფილება გამოიწვია.

შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მომხდარი იყო პროვოკაცია, მათ გასაყოფი არაფერი არ აქვთ და უწინდებურად ერთად ცხოვრება უნდა განაგრძონ.

„ინციდენტი, რაც რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, სრულად აღმოიფხვრა. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, მუსლიმები და მართლმადიდებელი ქრისტიანები აცხადებდნენ, ერთეული ადამიანების მიერ პროვოცირებულმა ფაქტმა მიიღო საკმაოდ მახინჯი განვრცობა და ეს დღეები იყო სამარცხვინო ფურცელი ჩვენი სოფლისთვის. დაპირისპირებულ მხარეებად წოდებულმა ადამიანებმა გაუცვალეს ერთმანეთს თავიანთი მოსაზრებები, კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ მათ გასაყოფი არაფერი აქვთ და გრძელდება მეგობრული თანაცხოვრება“, - განაცახდა პარლამენტის წევრმა ნინო წილოსანმა.

ორი დღის წინ მომხდარი პირველი დაპირისპირებისა და ჩხუბის შემდეგ სამი ადამიანი, მათ შორის ორი მოზარდი მუსლიმი თემიდან, საავადმყოფოში მოხვდა. პოლიციამ ინციდებტის ერთ-ერთი დამნაშავე პირი დააკავა.

 

5
ფოთის პორტი

ფოთში სატვირთო მანქანების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

36
მძღოლები სანაოსნო კომპანიებისგან ტარიფის გაზრდას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში საქონელს აღარ გადმოტვირთავენ და აქციებს გააგრძელებენ

თბილისი, 15 იანვარი - Sputnik. სატვირთო მანქანების მძღოლებმა ფოთში შეკვეთილი რეისების ტარიფების გაზრდის მოთხოვნით აქცია გამართეს.

მომიტინგეების თქმით, ტარიფები პანდემიის გამო ძალიან დაბალია, რაც მათ მუშაობას ურთულებს. როგორც მძღოლები ამბობენ, მათ ოჯახები ჰყავთ შესანახი და საბანკო ვალდებულებები აქვთ გასასტუმრებელი. მძღოლები სანაოსნო კომპანიებისგან ტარიფების გაზრდას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქონლის გადმოტვირთვაზე უარს აცხადებენ.

„ტარიფები ძალიან დაბალია, ხელოვნურადაა დაწეული. ჩვენი მოთხოვნაა ტარიფების გაზრდა. აზერბაიჯანში საწვავის ფასი გაიზარდა, საქართველოშიც კვლავ გაიზრდება და საერთოდ აღარ ღირს მუშაობა, არაფერი გვრჩება. ჩვენ ვერ ვინახავთ მანქანებს, ვერ ვინახავთ ოჯახებს, კრედიტები გვაქვს, ბანკები სახლებს გვართმევენ. თუ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, საქონელს აღარ გადმოვტვირთავთ, არ გადავზიდავთ, ტრანსპორტი გაჩერდება“, - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა ტელეარხ „იმედის“ ეთერში.

მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მძღოლები პერმანენტულ აქციებს არ გამორიცხავენ.

 

 

36