COVID-19 საქართველოში: რამდენი ადამიანი გარდაიცვალა ბოლო დღე-ღამეში

© REUTERS / CALLAGHAN O'HAREმედიკოსი რეანიმაციაში
მედიკოსი რეანიმაციაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 551-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 239.780-ს მიაღწია.

თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით კიდევ 23 ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2.796-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 551-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 239.780-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 226.215 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 529), გარდაიცვალა – 2.796 (ბოლო 24 საათში – 23), კარანტინის რეჟიმშია 506, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.929 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 722 ადამიანი იმყოფება. 

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0