ამირან გამყრელიძე

გამყრელიძე: ახლო მომავალში კორონავირუსის მესამე ტალღის აგორება უსაფუძვლო არ არის

153
(განახლებულია 19:06 10.01.2021)
ქვეყანაში ეპიდვითარების სტაბილიზაციის ელემენტები შეინიშნება, თუმცა ეპიდემიოლოგები მომდევნო თვებში მესამე ტალღას არ გამორიცხავენ

თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის კლება დადებითი ფაქტია, თუმცა დღეში 1500-მდე შემთხვევა საქართველოსთვის საკმაოდ დიდი მაჩვენებელია, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

ეპიდემიოლოგი არ გამორიცხავს, რომ ახლო მომავალში მესამე ტალღამ იჩინოს თავი.

„ძალიან მშვიდად არ უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ჯერჯერობით პანდემია ვითარდება და ფართოვდება. ამიტომ ის, რომ მესამე ტალღას პროგნოზირებენ, არ არის საფუძველს მოკლებული, რადგან წინ არის თებერვალი, მარტი, აპრილი“, — განაცხადა მან,

გამყრელიძის განცხადებით, ყოველდღიური შემთხვევები აღარ არის 5-6 ათასი, მაგრამ „ათასი და ათასხუთასიც კი საქართველოსთვის ძალიან ბევრია“. შესაბამისად, ეპიდემიოლოგი მიიჩნევს, რომ არსებული სიტუაცია არ იძლევა მოდუნებისა და შეზღუდვების საგრძნობლად შემსუბუქების საფუძველს.

  • „მობილიზაცია არ გვაძლევს საფუძველს, რომ მოვეშვათ და გარკვეული შეზღუდვები შევამსუბუქოთ ისე, რომ არ დავიცვათ ძალიან მკაცრად ყველა ის რეკომენდაცია, რასაც ჯანდაცვის სექტორი იძლევა“, — აღნიშნა მან.

ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების გამო 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს: სავალდებულოა პირბადის ტარება, 21:00 საათის შემდეგ დილის 5 საათამდე გარეთ გასვლა იკრძალება, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სავაჭრო ცენტრები, სპორტდარბაზები.

ბოლო მონაცემებით, 26 თებერვლიდან მოყოლებული, როდესაც COVID-19–ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა საქართველოში, ინფიცირებულთა რაოდენობამ 239.229–ს მიაღწია. სულ გარდაიცვალა 2 773 ადამიანი.

153
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (40)
ეიფელის კოშკი

საქართველოს საელჩო საფრანგეთში მოქალაქეებს ახალ შეზღუდვებზე აფრთხილებს

5
საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2,8 მილიონს აჭარბებს, გარდაიცვალა 69 ათასზე მეტი ადამიანი

თბილისი, 15 იანვარი - Sputnik. საქართველოს საელჩო საფრანგეთში მოუწოდება საქართველოს მოქალაქეებს დაიცვან კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები, ნათქვამია დიპლომატიური მისიის განცხადებაში.

საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების გამო 16 იანვრიდან მინიმუმ 15 დღით კომენდანტის საათი 20:00 საათის ნაცვლად 18:00 საათზე დაიწყება და 06:00 საათამდე გაგრძელდება.

18 იანვრიდან, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან  საფრანგეთის ტერიტორიაზე შესვლისას სავალდებულო ხდება 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR - ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა, 7-დღიანი თვითიზოლაცია და იზოლაციის დასასრულს, განმეორებითი PCR-ტესტის გაკეთება.

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში 2,8 მილიონს აჭარბებს, გარდაიცვალა 69 ათასზე მეტი ადამიანი.

5
შორენა ბეგაშვილი

„გათხოვდი?...“ - შორენა ბეგაშვილის ახალმა ფოტოებმა სოცქსელის მომხმარებლები დააბნია

79
(განახლებულია 14:08 14.01.2021)
შორენა ბეგაშვილმა სოციალურ ქსელში საქორწინო კაბაში გადაღებული ფოტოები დადო და კომენტარებიც არ წყდება ამ თემის გარშემო

ცნობილმა მოდელმა და ტელეწამყვანმა სოციალური ქსელის მომხმარებლები კიდევ ერთხელ დააბნია. საქორწინო კაბაში დადებულმა ფოტოებმა მისი „ფოლოუერები“ კიდევ ერთხელ დააეჭვა, ხომ არ გათხოვდა ის საყვარელ მამაკაცზე. „შორე, გათხოვდი?“, „მეც ასე მგონია“, „რა ლამაზი ხარ“ - უწერენ ბეგაშვილს კომენტარებში.

სავარაუდოდ, ფოტოები „რუსთავი 2“-ის საახალწლო გადაცემის კადრებია, თუმცა ბეგაშვილის ამ თამამ ნაბიჯს ახლა განსაკუთრებით იმიტომ მოელიან, რომ სექსსიმბოლო აღარ მალავს, რომ ნამდვილი სიყვარული იპოვა და სწორედ მასთან ერთად ატარებს შვებულებას სიყვარულის ქალაქში საფრანგეთში.

შორენა ბეგაშვილის ცხოვრებაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ის გრძნობებს აღარ მალავს. დავით ბაგრატიონთან გასაიდუმლოებული რომანის და შემდეგ ბიზნესმენ ირაკლი ნანაძესთან საიდუმლო ქორწინების შემდეგ, მან ჯერ სოციალურ ქსელში, შემდეგ კი საკუთარ გადაცემაში განაცხადა, რომ ურთიერთობაშია. ყველამ გაიგო, რომ შორენას ახალი პარტნიორი ლაშა ბარათელია. როგორც თავად ირწმუნება, მან ცხოვრების მთავარი სიყვარული იპოვა.

საფრანგეთში სამოგზაუროდ წასვლამდე შორენამ საავტორო გადაცემის მორიგი ბლოკი ჩაწერა. მან ემოციური სიტყვები წარმოთქვა და საკუთარი სასიყვარული ისტორია კიდევ ერთხელ დაადასტურა. „მჯერა იმის, რომ ახალი წლის ღამეს რასაც ინატრებ, აუცილებლად აგისრულდება. მიუხედავად იმისა, რომ 2020 მსოფლიომ ყველაზე ცუდ წლად აღიარა, ჩემს ცხოვრებაში ორი საოცარი რამ მოხდა. ეს იყო ჩემი თოქშოუ და ვიპოვე ნამდვილი სიყვარული“, – განაცხადა ტელეწამყვანმა და საზოგადოებას ბევრი კარგი ახალი ამბავი უსურვა.

უკვე ერთი წელია, რაც შორენა ბეგაშვილი ბიზნესმენ ირაკლი ნანაძეს ოფიციალურად დაშორდა, თუმცა საზოგადოებამ ვერც ის გაიგო, როდის დაქორწინდა წყვილი. ყველაფერი გასაიდუმლოებული იყო მანამ, სანამ შორენამ იუსტიციის სახლიდან განქორწინების მოწმობის ფოტო არ გამოაქვეყნა.

აღსანიშნავია, რომ ფოტომოდელი და ტელეწამყვანი არც შეყვარებულთან ერთად გადაღებულ ფოტოების გასაჯაროებას ერიდება და ზაფხულის პერიოდში საყვარელი მამაკაცის ნახევრად შიშველი ფოტოც გამოაქვეყნა. წყვილმა ფოტო, სავარაუდოდ, ესპანეთში გადაიღო, სადაც ისინი ერთად ისვენებდნენ.

79
თემები:
სელებრითების ცხოვრება