ამირან გამყრელიძე

შეზღუდვების შემსუბუქების საკითხი შესაძლოა ამ კვირაში გადაწყდეს: გამყრელიძის განმარტება

2816
(განახლებულია 17:37 10.01.2021)
გამყრელიძის განცხადებით, შეზღუდვების შედეგად საქართველოში კორონავირუსის აღმასვლის შეჩერება მოხერხდა, თუმცა ეს დამშვიდებისა და მოდუნების საფუძველს არ იძლევა

თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. მომავალ კვირაში საკოორდინაციო საბჭოს რამდენიმე სხდომა გაიმართება, რომლებზეც ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და შემზღუდველი ზომებით მიღწეული პროგრესი გაანალიზდება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში.

მისი ინფორმაციით, ეპიდემიოლოგები სხდომაზე დეტალურად  იმსჯელებენ ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე, რის საფუძველზეც გადაწყდება შეზღუდვების შემსუბუქების საკითხი.

„ჯერ ნუ ვიჩქარებთ, ამ კვირაში იქნება საკოორდინაციო საბჭოს რამდენიმე სხდომა, სადაც ყველა ეს საკითხი დეტალურად განიხილება, გაანალიზდება ქვეყანაში ეპიდსიტუაცია, ასევე ის პროგრესი, რასაც მივაღწიეთ შემზღუდველი ღონისძიებებით ნოემბრის ბოლოდან მოყოლებული დეკემბრის 24-მდე. შემდეგ გავაანალიზებთ, რა შედეგები მოგვცა 24-ის შემდეგ შემსუბუქების პოლიტიკამ და ამის საფუძველზე მიიღება შემდგომი გადაწყვეტილებები“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, მოხდება თუ არა შეზღუდვების შემსუბუქება, ეს ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეა დამოკიდებული.

  • „ეს რაოდენობა ჩვენი ქვეყნისთვის არ გახლავთ ცოტა, ეს სერიოზული ციფრია, ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში ვერ მივეცემით თვიდამშვიდებას, რომ თითქოს ქვეყანაში ვითარება კარგია და შეგვიძლია, ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდეთ. არა! ეპიდსიტუაცია ქვეყანაში სერიოზული რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ის სერიოზულად გაუმჯობესდა, მაინც მოითხოვს ღრმა ანალიზს და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას. ნუ ავჩქარდებით“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების გამო 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს: სავალდებულოა პირბადის ტარება, 21:00 საათის შემდეგ დილის 5 საათამდე გარეთ გასვლა იკრძალება, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სავაჭრო ცენტრები, სპორტდარბაზები.

ბოლო მონაცემებით, 26 თებერვლიდან მოყოლებული, როდესაც COVID-19–ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა საქართველოში, ინფიცირებულთა რაოდენობამ 239.229–ს მიაღწია. სულ გარდაიცვალა 2 773 ადამიანი.

 

 

2816
საქალაქო ტრანსპორტი

თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვის წინააღმდეგ აქციები გაიმართება

30
(განახლებულია 10:17 24.01.2021)
ერთ-ერთი მათგანი, სოციალურ ქსელებში ღონისძიების ანონსის მიხედვით, დღეს 15:00 საათზე გაიმართება, მეორე უფრო მასშტაბური აქცია - ორშაბათს

თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. თბილისში უახლოეს დღეებში საზოგადოებრივი ტრანსპორტზე აკრძალვის გახანგრძლივების წინააღმდეგ რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართება.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისში 28 ნოემბრიდან არ მუშაობს და მთავრობის გადაწყვეტილებით მუშაობას განაახლებს 1 მარტის შემდეგ, და არა 1 თებერვალს, როგორც ეს ადრე იგეგმებოდა.

ერთ-ერთი საპროტესტო აქცია კვირას მთავრობის კანცელარიასთან არის დაგეგმილი. ღონისძიების ანონსში Facebook-ი სოციალურ ქსელში თითქმის 1500-მა ადამიანმა განაცხადა, რომ აქციას დაესწრება, ხოლო კიდევ 10 ათასი დაინტერესებულია.

ღონისძიების ორგანიზატორია სამოქალაქო აქტივისტი გიორგი ჩოგოვაძე.

„ხმას არავინ იღებს და ამათი (მთავრობის - რედ.) საქციელი უკონტროლო გახდა“, - დაწერა მან ღონისძიების ანონსში.

კიდევ უფრო მასშტაბური აქცია კანცელარიასთან ორშაბათს გაიმართება. ის ორგანიზაცია „მწვანეების“ მიერ არის დაგეგმილი და ღონისძიებაზე მისვლას 4,3 ათასი აპირებს, ხოლო დაინტერესებულია 17,9 ათასი ადამიანი.

„რადგან კერძო ავტომობილებისა და ტაქსების მოძრაობა დაშვებულია, ამასთან მოლებისა და სავაჭრო ცენტრების გახსნა ნება დართული გახდა. ეს ყველაფერი იძულებულს ხდის ადამიანს, რომ გამოიყენოს კერძო ავტომობილი, რაც ზრდის ქალაქში ავტომობილების რაოდენობას, შედეგად კი ვიღებთ საცობებს, ხმაურსა და კიდევ უფრო მეტად დაბინძურებულ ქალაქს. მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ ყველას არ ჰყავს ავტომობილი და არ აქვს იმის შესაძლებლობა რომ ტაქსებით იაროს, რაც პირდაპირ უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს ამ ადამიანებს, რომლებიც, რეალურად, თბილისის მოსახლეობის უმრავლესობაა“, - ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.

აღნიშნულ აქციას უერთდება პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და მისი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც კოვიდ-შეზღუდვებს მათი დაწესების დროიდან აპროტესტებს.

სოციალური ქსელების რეაქცია

საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნის გადავადებამ სოციალურ ქსელებში მასობრივი უკმაყოფილება გამოიწვია. ბევრმა მომხდარს განუკითხაობა უწოდა, ზოგიერთს ეჭვი ეპარება, რომ მთავრობა ტაქსის კომპანიებთან „შეკრულია“, სხვები კი წერენ, რომ „რა საჭიროა სავაჭრო ცენტრების გახსნა, როდესაც იქამდე მისვლა არ შეგვიძლია?“

რისთვის არის საჭირო შეზღუდვები

საქართველოში კოვიდ-სტატისტიკის მიხედვით, თბილისი ინფიცირებულთა რაოდენობით კვლავ ლიდერია.

ეპიდემიოლოგები დარწმუნებულნი არიან, რომ ტრანსპორტის გაჩერება მოსახლეობის მობილობას და ადამიანებს შორის კონტაქტებს ამცირებს, რაც ინფიცირების შანს ნაკლებს ხდის.

ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერთა ანალიზის მიხედვით, დღეისათვის კორონავირუსთან ყველაზე ეფექტური ბრძოლის მიხედვით, ასევე შემზღუდავი ზომების სიმკაცრით საქართველო მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნების პირველ ათეულში შედის.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 23 იანვრის მონაცემებით, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ მიაღწია 252 972-ს, საიდანაც გამოჯანმრთელდა 240 629 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა – 3 038.

30
ნინო ლომჯარია

არ შეიძლება ძალადობის წახალისება: სახალხო დამცველი ბათუმში მომხდარ ინციდენტს ეხმიანება

123
ომბუდსმენის განცხადებით, პროტესტის გამოხატვის ისეთი ფორმა, რომელიც არღვევს პირის ფიზიკურ ხელშეუხებლობას და უსაფრთხოებას, გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებში არ ჯდება

თბილისი, 23 იანვარი - Sputnik. ბათუმში საპროტესტო აქციაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის ურნიდან ნარჩენების დაყრას საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გმობს.

სამოქალაქო საზოგადოებები - „ბათუმი“ და „დაიცავი ძველი ბათუმი“ - ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი შენობის მშენებლობას აპროტესტებდნენ, აქციაზე იმყოფებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებიც. ირაკლი ჩავლეიშვილი უმაღლეს საბჭოში „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით შევიდა. „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლების თქმით, მას პროტესტის გამოხატვის უფლება არ ჰქონდა.

„გამოხატვის თავისუფლებით დაცული არ არის პროტესტის გამოხატვის ისეთი ფორმა, რაც არღვევს პირის ფიზიკურ ხელშეუხებლობას და უსაფრთხოებას. პირისთვის ნაგვის ურნის თავზე ჩამოცმა არ ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში! არ შეიძლება ძალადობის წახალისება ან გამართლება!“ - წერს ლომჯარია.

დღეს მთელი დღის განმავლობაში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პოლიტიკოსების და საზოგადოებრივი აქტივისტების შეფასებები ისმოდა. აღსანიშნავია, რომ „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა მკაცრად დაგმო მომხდარი, რასაც მისი თანაპარტიელები არ დაეთანხმნენ და გააკრიტიკეს კიდეც. 

თავად ჩავლეიშვილი აცხადებს, რომ თვითონ გადაიტანს მომხდარს, მაგრამ მსგავსი ინციდენტები ქვეყანას აზიანებს.

„მთელი ცხოვრებაა გამოხატვის თავისუფლებისთვის ვიბრძვი. ის, რაც დღეს მოხდა ღმერთმა შეუნდოს. ინცინდენტისას, რომ მოვბრუნდი, ჩემი ტოლი შემხვედროდა საკადრის პასუხს გავცემდი, შვილიშვილისხელა ბავშვი შემხვდა, რომელმაც არ იცოდა რას შვრებოდა. მე ამას როგორმე გადავიტან, მაგრამ ქვეყანა ვერ გადაიტანს... ალბათ განსჯის საკითხი გახდება საზოგადოებაში. თუ ადამიანს პატივს არ ვცემთ, ვერანაირ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ“, - აცხადებს ჩავლეიშვილი.

აქციის ორგანიზატორთა თქმით, ისინი ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წარმომადგენლის მიერ ჩადენილ საქციელს ემიჯნებიან და აცხადებენ, რომ „ამ ამაზრზენმა ინციდენტმა სრულიად გადაფარა ის აქტუალური თემა, რისთვისაც დღეს ბათუმელები შევიკრიბეთ, ლამის დისკრედიტირებულ იქნა ის მოძრაობა, რომელსაც დღეს ჩაეყარა საფუძველი“.

 

 

123

ვეშაპების ულამაზესი შოუ ორლანდოს დელფინარიუმში

0
ეს სრულიად არაჩვეულებრივი, ფერადოვანი და დინამიური სანახაობაა, რომელსაც მკვლელი ვეშაპები წარმოადგენენ

შამუ — უზარმაზარი, შავ–თეთრი შეფერილობის მკვლელი ვეშაპები, ორლანდოს დელფინარიუმის ბინადრები; ისინი არაჩვეულებრივ, ფერადოვან და დინამიურ შოუს წარმოადგენენ თითქმის ყოველდღე და პუბლიკას არა მხოლოდ ზომებით, არამედ არტისტობითაც ხიბლავენ.

ეს მართლაც განუმეორებელი სანახაობაა.

0