ტყეებში ხანძრის გავრცელების წინასწარი ფართობი 200 ჰექტარია: სამინისტროს განმარტება

© Sputnik / STRINGERტყის ხანძრები
ტყის ხანძრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხანძრის გაჩენის თავიდან ასაცილებლად სპეციალისტები მოსახლეობას მოუწოდებენ მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების წესები.

თბილისი, 8 იანვარი – Sputnik. საქართველოში 1 იანვრიდან 8 იანვრამდე პერიოდში ტყის მასივებში გაჩენილი ხანძრის შემთხვევის გავრცელების წინასწარი ფართობი 200 ჰექტარს შეადგენს, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. 

ტყის ხანძრები - Sputnik საქართველო
საქართველოში ხანძარს შვიდ ლოკაციაზე 500 მეხანძრე ებრძვის

დასავლეთ საქართველოში ტყის ხანძრები თითქმის ერთი კვირაა გრძელდება. მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში ხელს უშლის ძლიერი ქარი და მშრალი ამინდი. ხანძრის კერები დარჩენილია სამეგრელოში, რაჭა-ლეჩხუმსა და შიდა ქართლში. ხანძრის ორი კერაა დარჩენილი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთშიც.

უწყებაში განმარტავენ, რომ გლობალური კლიმატური ცვლილებებიდან გამომდინარე, ნალექის რაოდენობა შემცირებულია, გამომშრალია ნიადაგი და ბალახეული საფარი, რაც როგორც ხანძრის წარმოშობას, ასევე მის სწრაფ გავრცელებას უწყობს ხელს.

„მცენარეული ნარჩენების დაწვის შედეგად გაჩენილი ხანძარი საფრთხეს უქმნის ქარსაფარ ზოლებს, ტყის მასივებსა და ტერიტორიის ახლომდებარე ინფრასტრუქტურას, ასევე, შესაძლოა გამოიწვიოს ნიადაგის თვისებების გაუარესება, ნაყოფიერების დონის შემცირება და საბოლოოდ ნიადაგის დეგრადაცია “,  - ნათქვამია განცხადებაში.

2021 წლის 1 იანვრიდან დღემდე სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე დაფიქსირდა ხანძრის 13 შემთხვევა.

ყველა ახალი ამბავი
0