ეპიდემია საქართველოში

COVID-19: რა ვითარებაა სამეგრელო–ზემო სვანეთში

40
(განახლებულია 18:37 08.01.2021)
ბოლო დღე-ღამეში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 54 პაციენტი. საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 90 ადამიანი.

თბილისი, 8 იანვარი – Sputnik. ბოლო 24 საათის განმავლობაში სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით კორონავირუსი 31 ადამიანს დაუდასტურდა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

რეგიონის ექვს კოვიდ-ცენტრში 205 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან 20 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

რუხის კლინიკაში მკურნალობს 66 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის შვიდი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. სენაკის კლინიკა „სენამედში“ იმყოფება 38 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმეა ხუთი პაციენტის მდგომარეობა. ფოთის კლინიკაში 33 ინფიცირებულია მოთავსებული – მძიმე პაციენტია ოთხი. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 18 კოვიდ-ინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას, მათგან ოთხი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. აბაშის „ევექსის“ კოვიდ-კლინიკაში 21 ინფიცირებულია მოთავსებული. სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ კი 31 კოვიდ-ინფიცირებული მკურნალობს.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 537-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 29.7632-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

40
თბილისის ცარიელი ქუჩები

საქართველო ერთ-ერთი საუკეთესოა კორონავირუსთან ბრძოლაში - ახალი რეიტინგი

0
(განახლებულია 08:58 16.01.2021)
ექსპერტებმა შეაფასეს 183 ქვეყანა 19 ინდიკატორით - მათ შორისაა მთავრობის მოქმედებები, დახმარება მოსახლეობას და ჯანდაცვის სისტემის მუშაობა

თბილისი, 16 იანვარი - Sputnik. საქართველო კორონავირუსთან ბრძოლაში ეფექტური ღონისძიებების მიხედვით საუკეთესო ქვეყნების ათეულში მოხვდა, ამას აჩვენებს ოქსფორდის უნივერსიტეტის რეიტინგი.

უნივერსიტეტმა შეაფასა 183 ქვეყანა 19 ინდიკატორით - მათ შორისაა მთავრობის მოქმედებები, დახმარება მოსახლეობას და ჯანდაცვის სისტემის მუშაობა.

რეიტინგის მიხედვით, საქართველო იკავებს მე-10 ადგილს და მას საბერძნეთსა და ნიდერლანდებს შორის იყოფს.

რეიტინგის პირველი ხუთეული ასეთია: ზიმბაბვე, ვენესუელა, აზერბაიჯანი, იტალია და ჰონდურასი. ბოლო ადგილზეა მაკაო, ნიკარაგუა, ტანზანია, ტაივანი და ბოლივია.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა. დღეისათვის ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 245 789-ს შეადგენს, გამოჯანმრთელდა 229 196 ადამიანი, გარდაიცვალა 2 893 პაციენტი.

0
ეკატერინე ტიკარაძე

ტიკარაძე: აუცილებლად ავიცრები და არ ვისარგებლებ არანაირი პრიორიტეტით

324
(განახლებულია 21:30 15.01.2021)
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გეგმის მომზადებასა და მის შესყიდვაზე სპეციალურად შექმნილი უწყებათშორისი კომისია მუშაობს.

თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსზე აუცილებლად აიცრება, ამის შესახებ მან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ქვეყანაში გარანტირებულად ხარისხიანი ვაქცინა შემოვა, ამის გარანტიებს კი COVAX-პლატფორმა იძლევა.

„რა თქმა უნდა, ავიცრები იმ კატეგორიაში, რომელშიც ვაქცინაციის საჭიროება მექნება და არ ვისარგებლებ პრიორიტეტით… ზუსტად ვიცი, რა ხარისხის ვაქცინაცია იქნება ქვეყანაში და ვაქცინას აუცილებლად გავიკეთებ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ტიკარაძის თქმით, საუბარია Pfizer-ის ვაქცინაზე, რომლით აცრის პროცედურა ორეტაპიანია. მან ასევე აღნიშნა, რომ გარანტირებულად ხარისხიანი ვაქცინა შემოვა, ამისთვის COVAX-პლატფორმაზე გასაგზავნად დღეს უკვე გამზადდა წერილი ყველა იმ შესრულებული სამუშაოს შესახებ, რომელიც საქართველოში ვაქცინაციის მომზადების პერიოდისთვის განხორციელდა.

„მზადდება გარკვეული დოკუმენტაცია როგორც საკანონმდებლო, ასევე საინფორმაციო მიმართულებით. გეგმაზომიერად მივყვებით ყველა იმ პროცესს, რომელიც საჭიროა შეუფერხებელი და უსაფრთხო ვაქცინაციისთვის“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში ვაქცინების შესანახად დამატებითი მაცივრების შეძენის საჭიროება არ არის.

საქართველოს პირველ ეტაპზე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის იმ რაოდენობით შეძენის უფლება აქვს, რომელიც მოსახლეობის 20%-სთვის იქნება საკმარისი. ქვეყანამ 1 400 ათასი დოზა ვაქცინის შესაძენად პირველი შენატანი — 4 მლნ დოლარი უკვე განახორციელა. აღნიშნული რაოდენობა 700 ათას ადამიანზეა გათვლილი.

პრემიერი: ვაქცინასთან დაკავშირებით ბევრი აბსურდული ჭორი ვრცელდება >>

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გეგმის მომზადებასა და მის შესყიდვაზე სპეციალურად შექმნილი უწყებათშორისი კომისია მუშაობს, რომელიც ასევე უზრუნველყოფს კოვიდ-ვაქცინაციის დასაწყებად საჭირო ტექნიკურ სამუშაოებს.

324