გვანცა დარასელია

გვანცა დარასელიამ ვარცხნილობა რადიკალურად შეიცვალა ტელეწამყვანის ახალი იმიჯი

399
(განახლებულია 18:29 08.01.2021)
ყოფილმა მოდელმა იმიჯის შეცვლა ვარცხნილობით დაიწყო. ტელესახემ თმა შეიჭრა და ახლა განსაკუთრებით მიმზიდველად გამოიყურება. უახლესი ფოტოები.

ცნობილი ტელესახე საშობაო არდადეგებზე ოჯახთან ერთად ქალაქგარეთ გაეშურა. მანამდე მან ოჯახის წევრების გაოცება გადაწყვიტა. ეშხიანმა ტელეწამყვანმა თმის შეჭრა გადაწყვიტა, რაც მისგან საკმაოდ მოულოდნელი ნაბიჯია. გვანცა დარასელია საკუთარი იმიჯით იქცევს ყურადღებას, ახლა კი ბევრად ეფექტურად გამოიყურება. მან გრძელი თმა მოკლეზე გაცვალა. „აქ ვინმემ ძველ წელს რამე ხომ არ გაატანა?“ – წერს ტელეწამყვანი.

პოპულარული ტელესახე სულ უფრო და უფრო ცნობილი ხდება. „რუსთავი 2“-ზე „სხვა შუადღის“ წამყვანი ტელეეკრანზე შეუდარებლად გამოიყურება და მაყურებლებს საინტერესო ინფორმაციებს უზიარებს. ახლა კი ახალ სეზონზე ტელეეკრანებს შეცვლილი ვარცხნილობით დაუბრუნდება.

ყო­ფი­ლი მო­დე­ლი ორი შვილის – ლი­ლე­სა და ერეკ­ლეს დე­დაა. გვან­ცას მე­უღ­ლე ვახო მჭედ­ლი­ძე ყო­ფი­ლი მო­რაგ­ბე, ამ­ჟა­მად კი ბიზ­ნეს­მე­ნია. წყვი­ლი თით­ქმის 10 წე­ლია და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია. გვანცა დარასელიას სიყვარულის ისტორია 2011 წლიდან იწყება. ცნობილ ტელეწამყვანს სიყვარულის დამალვა დიდხანს არ გამოუვიდა, მალე გაირკვა, რომ მისი რჩეული ყოფილი მორაგბე ვახო მჭედლიძე იყო.

უმშვენიერეს ოჯახს მეგობრული ურთიერთობა აქვს და პატარა და-ძმას მშობლები სწორედ ამას ასწავლიან. გვანცას მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოებზე კარგად ჩანს, რომ ერეკლე და ლილე ისე მეგობრობენ, როგორც გვანცა და მისი ძმა. პატარა ლილეს მოდური ჩაცმულობაც ძალიან უყვარს.

399
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2625)
ეპიდემია საქართველოში

საქართველოში კომპენსაციის მიმღებ პირთა მონაცემების წარდგენის ვადა იწურება

17
(განახლებულია 17:35 20.01.2021)
შემოსავლების სამსახური გადაამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა პირი კომპენსაციის მიღების პირობას და სამი სამუშაო დღის ვადაში წარუდგენს ინფორმაციას ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, რომელიც ასევე სამ სამუშაო დღეში ჩარიცხავს კომპენსაციას.

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დამსაქმებლებს შეახსენებს, რომ  200–ლარიანი დახმარების მიღების მიზნით დაქირავებულთა შესახებ პირველი თვის მონაცემების წარდგენის ვადა, დღეს, 20 იანვარს იწურება. 

ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე დაწესებული კოვიდ–შეზღუდვების პერიოდში შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეებისთვის კომპენსაციების გაცემა 1 იანვრიდან დაიწყო, თუმცა, ყოველთვიური დახმარების  მისაღებად რიგი მოთხოვნების დაკმაყოფილებაა საჭირო. კომპენსაციის ოდენობა ყოველთვიურად 200 ლარს შეადგენს, რომლის გაცემაც ექვსი თვის მანძილზე მოხდება. 

კომპენსაციის მისაღებად ელექტრონული განაცხადების წარდგენა, ექვსი თვის განმავლობაში ყოველი 20 რიცხვის ჩათვლით, უნდა მოხდეს თვითდასაქმებულის ან დამსაქმებლის მხრიდან ვებ-გვერდზე eservices.rs.ge. ბოლო მონაცემებით, დახმარების მიღების მიზნით უკვე 115 ათასი  განაცხადია დარეგისტრირებული. 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განახლებული პროგრამული უზრუნველყოფა https://www.rs.ge/kompensacia მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, თავად გადაამოწმოს კომპენსაციის მიმღებთა რეესტრი. დაინტერესებული პირი საძიებო სისტემაში პირადი ნომრის, დაბადების თარიღისა და ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდის შეყვანის შემდეგ მარტივად გადაამოწმებს, უკვე წარმოადგინა თუ არა მონაცემები დამსაქმებელმა.  

შემოსავლების სამსახური: მოგვაწოდეთ ინფორმაცია არაკეთილსინდისიერ კომპანიებზე>>>

უწყებაში აღნიშნავენ, რომ დამქირავებლის მხრიდან არასწორი ინფორმაციის წარმოდგენის და კომპენსაციის უსაფუძვლოდ გაცემის შემთხვევაში, სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობა ეკისრება განმცხადებელს.

შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს კანონდარღვევის ფაქტების, ე.წ. თაღლითური სქემების გამოყენების შესახებ დაუყოვნებლივ  მიმართონ უწყებას და შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოახდენენ რეაგირებას თითოეულ გამოვლენილ ფაქტზე.

ვინ მიიღებს სახელმწიფოსგან კომპენსაციას?

ერთჯერადი დახმარების მიღების უფლება აქვთ ოფიციალურად დასაქმებული ან დეკრეტულ შვებულებაში მყოფ პირებს, თუ  ისინი 2020 წელს მინიმუმ ორი თვის განმავლობაში დასაქმებული იყვნენ და იღებდნენ ხელფასს, რომელიც დამსაქმებლის საგადასახადო დეკლარაციით დასტურდება, ხოლო 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის თებერვლის ჩათვლით კი ხელფასი არ მიუღიათ ერთი ან რამდენიმე თვის განმავლობაში. 

ვინ მიიღებს 200-ლარიან დახმარებას: დეტალური ინფორმაცია>>>

უწყების ცნობით, კომპენსაციას ვერ მიიღებენ ის პირები, რომლებზეც ფიქსირდება სახელფასო განაცემი საბიუჯეტო ორგანიზაციიდან, საქართველოს ეროვნული ბანკიდან, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოდან, ასევე საწარმოდან, რომლის აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა ან მუნიციპალიტეტი.

ყველა დოკუმენტს წარმოადგენს დამსაქმებელი, რომელიც შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე განაცხადს ყოველთვიურად ავსებს.

კომპენსაციის გაცემა შეწყდება იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის მარტიდან მიმღები პირის ანგარიშზე ხელფასის სახით მინიმუმ 10 ლარი ჩაირიცხება.

17
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები
ციხე

პენიტენციური სამსახური სახალხო დამცველის ბრალდებებს არ ეთანხმება

11
(განახლებულია 17:47 20.01.2021)
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პენიტენციურ დაწესებულებებს არა ადმინისტრაცია, არამედ კრიმინალური ავტორიტეტები, ე.წ. მაყურებლები აკონტროლებენ

თბილისი, 20 იანვარი – Sputnik. პენიტენციურ დაწესებულებებს სახელმწიფო აკონტროლებს და არა კრიმინალური ავტორიტეტები, ასე უპასუხა საქართველოს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სახალხო დამცველის განცხადებას.

ევროპის საბჭო პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრების ფსიქოლოგიური მდგომარეობით ინტერესდება>>

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ დღეს განაცხადა, რომ ნახევრადღია ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებს კრიმინალური ავტორიტეტები, ე.წ. მაყურებლები მართავენ. მან განაცხადა, რომ დამცველის აპარატის თანამშრომლების მიმართ არაერთხელ ჰქონდა ადგილი მუქარისა და შეურაცხყოფის ფაქტებს, და აპარატს არა აქვს საშუალება, რომ საპატიმროებში სრულფასოვანი მონიტორინგი განახორციელოს.

ლომჯარიამ დახმარების თხოვნით მიმართა საქართველოს მთავრობას, პარლამენტსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს.

„პენიტენციურ დაწესებულებებს მართავს სახელმწიფო და არა კრიმინალური ავტორიტეტები. ხოლო ის მსჯავრდებულები, რომლებიც მოისურვებენ სხვა პატიმრებზე გავლენის მოპოვებას, ნახევრადღია პენიტენციური დაწესებულებებიდან გადაჰყავთ დახურულ დაწესებულებებში, სადაც ისინი სხვა პატიმრებისგან იზოლირებულები არიან. მას არეგულირებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 მაისის N395 ბრძანება“, – ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

იქვეა მოყვანილი სტატისტიკა. მაგალითად, დადგენილების საფუძველზე 60 მსჯავრდებული, რომლებიც სხვა პატიმრებზე გავლენას ცდილობდნენ, ნახევრადდახურული პენიტენციური დაწესებულებებიდან დახურულში გადაიყვანეს. ამიტომ საუბარი კრიმინალური ავტორიტეტების გავლენაზე პენიტენციურ სისტემაზე სიცრუეა და ამ ინფორმაციის გავრცელება ერთადერთ მიზანს – საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება, ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება მსჯავრდებულების სახალხო დამცველის აპარატისადმი მიმართვიანობის შემცირებას, პენიტენციურ სამსახურს ომბუდსმენის ოფისზე პატიმრების ხელმისაწვდომობაზე ზემოქმედების ბერკეტი არ გააჩნია, რადგან მათ უფასო მიმოწერისა და სატელეფონო კავშირის უფლება აქვთ, აღნიშნავენ პენიტენციურ სამსახურში.

ასევე სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ ის ვერ იმოქმედებს პატიმრებისა ომბუდსმენის ან მისი აპარატისადმი, ან ნებისმიერი სხვა დაწესებულების ან პირისადმი დამოკიდებულებაზე. თუ რომელიმე პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრები სახალხო დამცველისადმი უკმაყოფიელბას გამოთქვამენ, ეს მხოლოდ მათი პირადი დამოკიდებულებაა და ადმინისტრაციასთან არანაირი კავშირი არა აქვს, აცხადებენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.

11
ზაალ უდუმაშვილი

ქართული ოპოზიცია ახალი საპროტესტო ტალღისთვის ემზადება

0
(განახლებულია 16:55 20.01.2021)
საპარლამენტო ოპოზიცია ამტკიცებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნები გაყალბების გზით მოიგო

თბილისი, 20 იანვარი – Sputnik. ქართული ოპოზიცია ამა წლის თებერვლიდან პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გადატანას გეგმავს. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

საგამოძიებო კომისია და თანამედროვე საარჩევნო ტექნიკა: რა შესთავაზა ხელისუფლებამ ოპოზიციას>>

უფრო ადრე რიგმა ოპოზიციურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს არ დანიშნავს, ოპოზიცია პერმანენტული საპროტესტო აქციებისთვის მზადებას დაიწყებს.

„თებერვლიდან ოპოზიცია აქტიურ რეჟიმში გადავა. ბუნებრივია, როცა ჩვენ უარს ვამბობთ საპარლამენტო მანდატებზე, ეს ნიშნავს, რომ ძალიან აქტიური იქნება ქუჩა, პოლიტიკური პროცესები ქუჩაში გადაინაცვლებს“, – განუცხადა უდუმაშვილმა ჟურნალისტებს.

საპარლამენტო ოპოზიცია აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები გაყალბების გზით მოიგო. ამას უკავშირდება მათი პროტესტი და სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმა.

ამასთან, საერთაშორისო დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ არჩევნები თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში, სერიოზული დარღვევების გარეშე ჩატარდა.

ახალი პარლამენტის უფლებამოსილება 11 დეკემბერს შევიდა ძალაში და თითქმის ერთი თვე ერთპარტიულ რეჟიმში იმუშავა, მაგრამ იანვრის დასაწყისში პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადეს „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა, თუმცა დეპუტატებმა ფრიდონ ინჯიამ, გელა მიქაძემ და დავით ზილფიმიანმა, უფლებამოსილების აღიარების შემდეგ, „ალიანსი“ დატოვეს და ახალი პოლიტიკური ძალა „ევროპელი სოციალისტები“ შექმნეს.

0
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება