სალომე ჭაჭუა

„პანტერა!..“ სალომე ჭაჭუას ცეცხლოვანმა ფოტოებმა აჟიოტაჟი გამოიწვია

913
(განახლებულია 18:50 08.01.2021)
სალომე ჭაჭუას მორიგმა ცეცხლოვანმა ფოტოებმა სოციალური ქსელის მომხმარებლები აღაფრთოვანა. ნახეთ ფოტოები „ინსტაგრამიდან“.

სა­ლო­მე ჭა­ჭუა არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ფორ­მა­შია. მოცეკვავემ ცოტა ხნის წინ ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, რომლის მიმართაც გულგრილი ნამდვილად ვერავინ დარჩებოდა. „პანტერა“, „ქალი შოკი“, „ქალების ქალი ხარ“, „ქალი შტორმი ხარ“, – უწერენ სალომეს ფოტოებზე.

View this post on Instagram

A post shared by Salome (@salome_chachuaa)

სალომეს მი­მართ ყო­ველ­თვის დიდი ინ­ტე­რე­სია და ეს გასაკვირი არც არის, თუნდაც იმიტომ, რომ ცდილობს ახალი, ცეცხლოვანი ცეკვა ხშირად შემოგვთავაზოს, რასაც „ინსტაგრამზე“ აქვეყნებს.

View this post on Instagram

A post shared by Salome (@salome_chachuaa)

ცნობილი ქართველი ქორეოგრაფი და პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ერთ-ერთი თვალშისაცემი მოცეკვავე სალომე ჭაჭუა სკანდალებითაც გამოირჩევა. ცნობილ ტელესახეს ერთი ურთიერთობა არ ჰქონდა დასრულებული, როდესაც ჭორები გავრცელდა მისი და გიორგი ვარდოსანიძის სიყვარულზე. ეს ჭორები მათმა ქორწილმა ჩაანაცვლა, მოგვიანებით კი მორიგი ჭორები უკვე წყვილის დაშორებას მოჰყვა.

View this post on Instagram

A post shared by Salome (@salome_chachuaa)

მოგეხსენებათ, მანამდე სალომე სამეჯლისო ცეკვების სტუდია „თელას“ წამყვან მოცეკვავეზე გიგი გაჩეჩილაძეზე იყო შეყვარებული. მათი გზები „ცეკვავენ ვარსკვლავების“ დაწყებისას გაიყო. მსახიობ გიორგი ვარდოსანიძესთან დაშორების მერე ქორეოგრაფი პირად ცხოვრებაზე აღარ საუბრობს. ამიტომ უცნობია, თავისუფალია თუ არა ამჟამად მოცეკვავის გული.

View this post on Instagram

A post shared by Salome (@salome_chachuaa)

მოცეკვავემ საკუთარ გვერდზე რამდენიმე შთამბეჭდავი სურათი გამოაქვეყნა. ასე გამოიყურება ენერგიული ქორეოგრაფის ერთი ჩვეულებრივი დღე. სალომე ჭაჭუა გაოცებას სულ უფრო და უფრო ხშირად იწვევს. ამ ყველაფერს წინ ვიდეო უძღოდა, რომელმაც მისი თაყვანისმცემლები შეაშინა. მოცეკვავემ Instagram-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც აივნის მოაჯირზე „შპაგატში“ ჩამჯდარი ყავას მიირთმევს.

View this post on Instagram

A post shared by Salome (@salome_chachuaa)

ვიდეოს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. სოციალური ქსელის ერთ-ერთ მომხმარებელს სალომეს ამ ვიდეოზე ცნობილი მსახიობის ვან დამის „შპაგატიც“ კი გაახსენდა. არც უკანასკნელი ფოტოსესია აღმოჩნდა გამონაკლისი. რომელშიც სალომე განსაკუთრებულად ნაზია.

913
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2655)
კომპიუტერის მომხმარებელი

ქართველმა პროგრამისტებმა როლური ონლაინ-თამაში The Way of Wrath შექმნეს

23
The Way of Wrath - საქართველოში პირველი მასშტაბური კომპიუტერული როლური თამაში 30-საათზე მეტი ხანგრძლივობის სათამაშო პროცესით

თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. ქართველმა დეველოპერებმა შექმნეს ახალი როლური კომპიუტერული თამაში The Way of Wrath - ის Kickstarter-ის ვებგვერდზე 1 თებერვალს გამოვა.

Kickstarter - ეს არის ონლაინ-პლატფორმა, რომელიც შექმნილია ფულადი სახსრების მოსაზიდად შემოქმედებითი, მეცნიერული და საწარმოო პროექტების სარეალიზაციოდ, კრაუდფანტინგის, ანუ ნებაყოფლობითი შემოწირულობების სქემით. Kickstarter-ი აფინანსებს სხვადასხვა პროექტებს - მაგალითად, დამოუკიდებელი კინემატოგრაფის ფილმების, კომიქსების, ვიდეოთამაშების, მუსიკის შექმნას და სხვ.

Kickstarter-ის კამპანია ერთ თვეს გაგრძელდება, თანხების შეგროვების ხარჯზე თამაში უფრო დემოკრატიულ ფასად იქნება ხელმისაწვდომი. ამის შემდეგ გაყიდვები Kickstarter-ზე შეწყდება და ფინალური თამაშის გამოსვლისთანავე The Way of Wrath იქნება ხელმისაწვდომი Steam-ზე, GOG-ზე და სხვა ონლაინ-რესურსებზე.

The Way of Wrath - საქართველოში პირველი მსხვილმასშტაბიანი კომპიუტერული როლური თამაში 30-საათზე მეტი ხანგრძლივობის სათამაშო პროცესით. ეს კომპლექსური თამაშია - მასში ბრძოლების გარდა შესაძლებელია თევზის ჭერა, ნადირობა, მეგობრებთან ერთად მინი-თამაშების გამართვა და სხვ.

თამაშის სიუჟეტით, მოქმედება ხდება ძველ დროში - ბრინჯაოს ხანაში. ტომი სახელად ტეინ-ტეინ იმპერიასთან ათწლიან ომს გადაურჩა, გაიჭედა ნანგრევებში და მასობრივ შემოტევას ელოდება. აქ ყველა არჩევანს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

როგორც თამაშის თანაავტორი, არტ-დირექტორი და პირველი ქართული 3D-მულტფილმ „ჯინოს“ შემქმნელი დათო კიკნაველიძე ამბობს, თამაში იქნება ხელმისაწვდომი პერსონალურ კომპიუტერებზე, PlayStation, Nintendo, Xbox მოწყობილობებზე. თამაშის ისტორიისა და ლექსიკის გათვალისწინებით, მას აქვს ასაკობრივი შეზღუდვა 18+.

23
ბათუმის ხედი

აჭარა გახსნისთვის მზად არის, თუმცა უქმეებზე „ჩაკეტვა“ რჩება

29
(განახლებულია 18:50 27.01.2021)
ბოლო დღეების სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ეპიდვითარება ქვეყანაში, კერძოდ კი აჭარაში, რომელიც ცოტა ხნის წინ კოვიდ-რეიტინგის ლიდერი იყო, თანდათანობით უმჯობესდება

თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. მთავრობა ამ ეტაპზე შესაძლებლად მიიჩნევს აჭარის სრულ გახსნას, რადგან იქ ვითარება სტაბილურია და ინფიცირების დაბალი დონე ფიქსირდება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერონე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ტიკარაძემ ასევე აღნიშნა, რომ პირველ ეტაპზე საჭიროა ე.წ. ჩაკეტილი უქმეების მოქმედება ბათუმში, გორში, თელავში, ფოთსა და ზუგდიდში, სადაც 1 თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდება. ამ ქალაქებში შაბათ-კვირას არ იმუშავებს ტრანსპორტი, კაფეები და რესტორნები, მაღაზიები და ბაზრობები.

„დარჩება შაბათი-კვირა ისე, როგორც ეს ჩაკეტვების გეგმაშია განსაზღვრული, ხოლო როცა დავაკვირდებით ქვეყნის მასშტაბით დადებითობას, შეიძლება მოვუბრუნდეთ ამ საკითხს“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ტრანსპორტის, სარესტორნო სექტორისა და სავაჭრო ობიექტების გარდა, აჭარაში 1 თებერვლიდან სკოლებში სასწავლო პროცესი აღდგება.

ბოლო დღე-ღამეში დადასტურებული 742 ახალი შემთხვევიდან აჭარაში მხოლოდ 33 გამოვლინდა.

29
დოლარები

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა წელს ვალუტა უკვე მეორედ გაყიდა

0
იანვარში ორ აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით უკვე 80 მილიონი დოლარი გაყიდა

თბილისი, 27 იანვარი - Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2021 წელს მეორე სავალუტო აუქციონი ჩაატარა, რომლის შედეგადაც ლარის საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა დოლარის მიმართ შეადგინა 3,2964 GEL/$1.

რეგულატორმა გასაყიდად გაიტანა 40 მილიონი დოლარი.

სავალუტო ბაზრის დასტაბილურების მიზნით, გასულ წელს ეროვნულმა ბანკმა 26 აუქციონი გამართა, 2021 წელს - ორი. გასულ წელს რეგულატორმა მთლიანობაში 873,2 მილიონი დოლარი გაყიდა, წელს კი უკვე 80 მილიონი.

 

ლარის გაცვლითი კურსის ანტირეკორდი 2020 წლის 27 მარტს დაფიქსირდა, როდესაც ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 3,4842 GEL/$1 ნიშნულამდე დაეცა.

ეროვნულმა ბანკმა 28 იანვრისთვის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 3,2969 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 1 ოქტომბრიდან ქართული სავალუტო ბაზარი Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.

მანამდე სებ–მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად — მათ შორის, სავალუტო ინტერვენციებსა და პროცენტულ განაკვეთებს.

სავალუტო აუქციონების გარდა, საქართველოს ეროვნული ბანკი, ჭარბი რყევების შესამცირებლად, ყოველდღიურად იყენებს ინტერვენციებს. კერძოდ, როდესაც გაცვლითი კურსის რყევა დღის განმავლობაში წინასწარ დადგენილ ნიშნულს ცდება, სებ–ი უცხოური ვალუტის ვაჭრობაში იღებს მონაწილეობას გარკვეული ოდენობის თანხით.

გარდა ამისა, საქართველოს ეროვნული ბანკი წელს ინტერვენციებისთვის ასევე გამოიყენებს ვალუტას რომელიც ქვეყანამ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან მიიღო კრედიტებისა თუ გრანტების სახით კორონავირუსის შედეგების დასაძლევად.

0