ნუკი კოშკელიშვილი

„ბენი თავისუფალია!“ ნუკი კოშკელიშვილს ერთი წლის შემდეგ მეუღლე დაუბრუნდა

7549
(განახლებულია 21:11 08.01.2021)
მოდელისა და ტელეწამყვანის ნუკი კოშკელიშვილის ცხოვრებაში სიახლეა. ნუკიმ ამის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებლებს აცნობა.

ნუკი კოშკელიშვილის მეუღლე ბენჯი ჩაიმი უკვე ოჯახთანაა. როგორც ნუკი ამბობს, ოლივერს მამის დანახვაზე უცნაური რეაქცია ჰქონდა. ბავშვისთვის დაუჯერებელი იყო, რომ მის წინ იდგა მამა, რომელთანაც მანამდე კონტაქტი მხოლოდ ტელეფონით ჰქონდა.

ამ სასიამოვნო სიახლის გარდა, ბენჯი ჩაიმის ცხოვრებაში კიდევ ერთი სიახლეა, რაც ერთგვარად სწორედ პანდემიამ განაპირობა. ნუკის მეუღლემ თავი ახალ საქმიანობაში იპოვა და ეს ხელოვნებაა. როგორც აღმოჩნდა, ბენჯი შესანიშნავად ხატავს. ამ ფაქტმა ხელმომწერები ძალიან გაახარა. აღსანიშნავია ისიც, რომ ბენჯის ძალიან უყვარს ქართველები, სწორედ ამიტომ „ინსტაგრამზე“ თავისი ნახატების აღწერაში ქართულად გვესაუბრება.

View this post on Instagram

A post shared by Benji Chaim (@benjichaim)

„მეგობრებო, 2020 წელი გიჟური წელი იყო. ეს სტრესული იყო ბევრი ადამიანისთვის. განსაკუთრებით ამ წლის ბოლო თვეების განმავლობაში. მე დავიწყე ხატვა. გადავწყვიტე მეტი დრო დავუთმო იმას, რაც ცხოვრებაში მიყვარს. ჩემი ახალი გატაცება ნამდვილად მსიამოვნებს. ეს ბედნიერებას მანიჭებს“, – მოგვმართა ბენმა.

View this post on Instagram

A post shared by Benji Chaim (@benjichaim)

წყვილმა ახალ წელს ერთად გადაღებული ახალი ფოტოც გამოაქვეყნა, სადაც ერთად ძალიან ბედნიერები არიან. ნუკის ხელმომწერებმა ხუმრობით ისიც აღნიშნეს, რომ ბენი ნუკის მაგივრადაც კი მოენატრათ და ისიც დაამატეს, რომ წყვილის ერთად ყოფნა ძალიან უხარიათ.

7549
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2657)
საქართველოს პროკურატურა

„კარტოგრაფების საქმე": პროკურატურა მელაშვილისა და ილიჩოვას გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს

12
უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე ბრალდებულები – ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა შესაძლოა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლონ

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. პროკურატურა სასამართლოს დღევანდელ პროცესზე დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული კარტოგრაფების ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის  პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს, განაცხადა პროკურორმა მიხეილ სადრაძემ.

საქართველოს პროკურატურამ საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესში უცხო სახელმწიფოსთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საქმეზე საქართველო–აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შსს-ს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა.

პროკურატურის განცხადებით, საქმეზე ჩატარებული კომპლექსური გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ ბრალდებულები სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში მოქმედებდნენ ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით. საზღვრის ხაზზე შეთანხმებისას, ნაცვლად 1938 წლის 1:200000-იანი მასშტაბის კარტოგრაფიული მასალისა, მიზანმიმართულად იყენებდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული 1:100000 და 1:50000 მასშტაბის რუკებზე არსებული საზღვრის ხაზს, რომლებიც სახელმწიფოთა შორის ორმხრივად დამტკიცებული არასდროს ყოფილა და არსებით წინააღმდეგობაში მოდიოდა ჩვენს ისტორიულ საზღვრებთან.

პროკურატურამ დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით ვიდეომტკიცებულებები გაასაჯაროვა. გამოძიების ფარგლებში ფარული საგამოძიები მოქმედებები მიმდინარეობდა ვიდეო და აუდიო ჩამწერი მოწყობილობებით, მათ შორის, ივერი მელაშვილის სამუშაო ოთახშიც.

„რადგან მათ მიმართ ჩადენილი ქმედებების გარშემო გამოძება სრულად არის ამოწურული, დღევანდელ პროცესზე ჩვენ მივმართავთ სასამართლოს შუამდგომლობით, რათა ბრალდებულებს პატიმრობა შეეცვალოთ გირაოთი იმიტომ, რომ ამ ეტაპისათვის უკვე მიზანშეწონილად აღარ მივიჩნევთ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას“, - განაცხადა მიხეილ სადრაძემ.

პროკურორის თქმით, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ზემდგომი პირების დავალებებს ასრულებდნენ. ამის შემდეგ ბრალდებულები თავისუფლებაში ყოფნის პირობებში დაელოდებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას, აღნიშნა სადრაძემ.

კარტოგრაფების საქმე: ვის მოიაზრებს პროკურატურა „ზემდგომ პირებში“>>

რაც შეეხება მიმდინარე გამოძიებას, პროკურორის თქმით, დავალებების გამცემი პირების გარშემო აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო სხვა საპროცესო მოქმედებები, იკითხებიან სხვადასხვა თანამდებობის პირები.

12
შშმ პირი

„გახსოვართ“? - შშმ პირებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს

25
მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემი კანონით გათვალისწინებულ პროტესტის სხვა ფორმებს აანონსებს.

თბილისი, 28 იანვარი - Sputnik. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა, აქტივისტებმა და ამ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს, იუწყება პირველი არხი.

შშმ პირთა ახალი უფლებები ძალაშია: კანონი სრულად ამოქმედდა>>

აქციის მონაწილეების განცხადებით, 2021 წლის იანვრიდან ასაკობრივი პენსიის ზრდის პარალელურად, შშმ პირთა სოციალური პაკეტის უცვლელად დატოვება მათი ჩაგვრა და დისკრიმინაციაა.

აქციის მონაწილეები მოთხოვნები შემდეგია:

  • ასაკობრივ პენსიასთან ერთად გაიზარდოს სოციალური პაკეტი შშმ პირებისთვის, არაუგვიანეს 2021 წლის გაზაფხულისა
  • საქართველოს მთავრობამ შეიმუშავოს კრიტერიუმები რითიც დადგინდება სოციალური პაკეტის ოდენობა, რათა დაკმაყოფილდეს შშმ პირთა საჭიროებები ღირსეული ცხოვრებისათვის
  • სახელმწიფოს მხრიდან შშმ პირთა დისკრიმინაციის ფაქტების თავიდან არიდების მიზნით, ამუშავდეს გაერო-ს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციაზე პასუხისმგებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო ორგანო.

საქართველოში 2021 წლის იანვრიდან ასაკობრივი პენსია გაიზრდა, თუმცა, პენსია (სოციალური შემწეობა) არ გაზრდილა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

საქართველოში შშმ პირების პენსია არაერთგვაროვანია და ეფუძნება სხვადასხვა გარემოებას, მათ შორის, თუ რა ტიპის შეზღუდული შესაძლებლობა აქვს ადამიანს – მკვეთრად, მნიშვნელოვნად თუ ზომიერად გამოხატული.

მკვეთრად გამოხატული შეზღუდვის მქონე პირებისთვის შემწეობა 250 ლარია, მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდვების მქონე პირებისთვის 140 ლარი, ხოლო ზომიერად გამოხატული შეზღუდვების მქონე პირისთვის – 100 ლარი.

ამასთანავე, 18 წლამდე ბავშვებისთვის ეს დახმარება – 250 ლარია.

შემწეობის ოდენობა ასევე დამოკიდებულია პირის ასაკზე, შემოსავლის წყაროზე, ვეტერანის სტატუსზე და სხვა. 

გადაწყვეტილია: დედაქალაქის მთავრობის სხდომებს ჟესტური ენის თარჯიმანი ეყოლება>>

საქართველოს მთავრობა კორონავირუსის პანდემიის დროს 18 წლამდე შშმ პირებსა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს 6 თვის განმავლობაში 600 ლარით ეხმარება. სულ ამ დახმარების მიმღები 43 ათასი ბენეიფიცარია აღრიცხული. 

25
თემები:
სოციალური სფერო საქართველოში

კალათბურთში საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო - ვიდეო

0
(განახლებულია 13:30 28.01.2021)
საქართვეოში საკალათბურთო თასის გათამაშება დაიწყო, რომელიც 1 თებერვალს დასრულდება ფინალური შეხვედრით

საქართველოს თასის გათამასება, ტრადიციულად იანვარში იმართება. მასში სულ 16 გუნდი მონაწილეობს, რომელთაგან 11 სუპერლიგის გუნდია, ხოლო დანარჩენი 5 - „ა“ ლიგას წარმოადგენს.

ტურნირი მიმდინარეობს თბილისის ოლიმპიურ სასახლესა და თელავის დარბაზში.

0