ილია მეორის მდივან-რეფერენტს შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

გამოწერა
შორენა თეთრუაშვილს ჰქონდა კონტაქტი ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტთან, მეუფე ანტონთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.

თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მდივან-რეფერენტს შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

შორენა თეთრუაშვილს ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტთან, მეუფე ანტონთან კონტაქტი 3 იანვარს ჰქონდა, ხოლო 4 იანვარს მეუფეს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც პატრიარქის პირადი ექიმი ცისანა შარტავა აცხადებს, კოვიდ-ინფიცირებულ მღვდელმთავარს პატრიარქთან კონტაქტი არ ჰქონია.

მეუფესთან კონტაქტის შემდეგ თეთრუაშვილი თვითიზოლაციაში გადავიდა.

ცისანა შარტავა აცხადებს, რომ, შესაძლოა, ტესტი პატრიარქსაც გაუკეთონ.

ყველა ახალი ამბავი
0