„ტესტირება არ უყვარს“: ილია მეორის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი თვითიზოლაციაშია

© photo: Sputnik / Stringerსაპატრიარქო
საპატრიარქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
პატრიარქის მდივან-რეფერენტი იზოლაციაში კორონავირუსით ინფიცირებულ მეუფე ანტონთან კონტაქტის გამო გადავიდა.

თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაში იმყოფება. ამის შესახებ პატრიარქის პირადმა ექიმმა ცისანა შარტავამ განაცხადა „პირველ არხთან“ საუბრისას.

სამებას ტაძარი - Sputnik საქართველო
სამების ტაძრის ორ სტიქაროსანს კორონავირუსი დაუდასტურდა

ცისანა შარტავა არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი დაუდგინდა. მისი თქმით, პატრიარქის მდივანს ლაბორატორიული კვლევა არ ჩაუტარებია.

შარტავა განმარტავს, რომ შორენა თეთრუაშვილს მეუფე ანტონთან კონტაქტი 3 იანვარს ჰქონდა, ხოლო 4 იანვარს მეუფეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამასთან პატრიარქის პირადი ექიმი აცხადებს, რომ კოვიდ-ინფიცირებულ მღვდელმთავარს პატრიარქთან კონტაქტი არ ჰქონია.

„შორენა თავისივე სურვილითა და ექიმების რჩევით თვითიზოლაციაში გადავიდა. ტესტირება ცოტა არ უყვარს, მაგრამ დავაძალებთ და ტესტირებაც გაკეთდება“, – აღნიშნა ცისანა შარტავამ.

პატრიარქის მდივან-რეფერენტთან ერთად იზოლაციაში იმყოფება მისივე თანამშრომელი, რომლის ტესტის პასუხი ამ ეტაპზე უარყოფითია.

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: პაციენტების 9%-ზე მეტი მძიმე მდგომარეობაშია >>

„როგორც ვახერხებთ, ძალიან გამკაცრებული გვაქვს საპატრიარქოში ზომები. შორენაც სწორედ ამიტომ გადავიდა იზოლაციაში და დატოვა საპატრიარქოს რეზიდენცია“, – აღნიშნა ცისანა შარტავამ.

აღსანიშნავია, რომ დღეს კორონავირუსი სამების საკათედრო ტაძრის ორ სტიქაროსანს დაუდგინდა.

საქართველოში, როგორც მთელ მსოფლიოში, კორონავირუსის პანდემიაა. ქვეყნის მასშტაბით ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.612-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 235.491-ს მიაღწია. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 28 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2.694-ს მიაღწია. 

 

ყველა ახალი ამბავი
0