COVID-19 საქართველოს რეგიონებში: სამეგრელო–ზემო სვანეთში 56 მძიმე პაციენტია

© photo: Sputnik / Nika Latariaრუხის საავადმყოფო
რუხის საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.612-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 235.491-ს მიაღწია.

თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში COVID-19 145 ადამიანს დაუდასტურდა, აცნობეს სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტს.

რუხის კლინიკაში მკურნალობს 65 კოვიდ-პაციენტი, მძიმეა 40 პაციენტის მდგომარეობა.

„სენამედის“ კლინიკაში იმყოფება 38 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის 5 მძიმე პაციენტია.

ფოთის კლინიკაში იმყოფება 41 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმე მდგომარეობაშია 7 ადამიანი.

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 17 პაციენტია, მათ შორის 4 მძიმე.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: პაციენტების 9%-ზე მეტი მძიმე მდგომარეობაშია

აბაშის „ევექსის“ კოვიდ-კლინიკაში 20 პაციენტია, „სენაკი ლაზიკა მედში“ – 36 პაციენტი.

რეგიონში გამოჯანმრთელდა 93 კოვიდ-ინფიცირებული პაციენტი. საკარანტინო სივრცეებში 93 პირი იმყოფება.

საქართველოს მასშტაბით ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.612-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 235.491-ს მიაღწია.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 419 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 223.695-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 28 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2.694-ს მიაღწია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0