ჯანეტ ქერდიყოშვილი და ნოე სულაბერიძე

„30 წლის იუბილეს აღვნიშნავ...“ ნოე სულაბერიძე ასაკს მალავს?

257
(განახლებულია 21:25 07.01.2021)
ცნობილი პროდიუსერი არასდროს საუბრობს იმის შესახებ – რამდენი წლისაა, შესაბამისად, უცნობია, რამდენი წლის გახდა ის.

გადატვირთული გრაფიკისა და გაწერილი გადაღებების გამო ნოე სულაბერიძე ოჯახის წევრებთან ერთად იშვიათად ჩნდება. უმეტესწილად პროდიუსერი ოფიციალურ გვერდზე საქმიანი შეხვედრებისა და რეიტინგული „პრაიმშოუს“ გადაღებების საინტერესო კადრებს ავრცელებს. თუმცა, გამონაკლისებიც არსებობს, თან ასეთი თვალშისაცემი. მისი ყოველი ახალი პოსტი დიდი სიურპრიზებითა და მოულოდნელობებითაა სავსე.

სოციალურ ქსელში ნოეს მეგობარმა ნინი ბადურაშვილმა ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ აქრობს სანთლებიან ტორტს ნოე სულაბერიძე. უცნობია, რამდენი წლის გახდა პროდიუსერი, რადგან ასაკის შესახებ არასდროს საუბრობს. როგორც „ინსტაგრამზე“ ნოემ დაწერა, მისი შვილების ასაკის ჯამი 30-ია, ამიტომ ისიც 30 წლის გახდა და სწორედ ამ თარიღს აღნიშნავს.

ნოეს და ჯანეტ ქერდიყოშვილის სიყვარულის ისტორია სწრაფად განვითარდა და გრანდიოზული ქორწილით დაგვირგვინდა. წყვილს ქალიშვილი 28 იანვარს გაუჩნდა. როგორც პატარა ანას მშობლები იხსენებენ, სახელის შერჩევას დიდი დრო დაუთმეს, თუმცა გადაწყვეტილება მოკრძალებულ სახელ ანაზე შეაჩერეს.

შოუბიზნესის მოყვარულებისთვის ცნობილია, რომ ტელესახესა და „პრაიმშოუს“ ავტორს უფროსი ვაჟი და ქალიშვილი სხვადასხვა მეუღლეებისგან და ორი ქორწინებიდან ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ უფროს ვაჟსა და შუათანა გოგონას მხოლოდ მამა აერთიანებთ, თინეიჯერები ძალიან მეგობრობენ.

257
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2606)
თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგია 18 იანვარს

31
(განახლებულია 10:21 18.01.2021)
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 18 იანვარს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბაშიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბაშიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

31
თემები:
თბილისი დღეს
სკოლა სოფელ ჩიბათში

საქართველოში სასწავლო პროცესი ახლდება მსხვილ ქალაქებში დისტანციურად

47
(განახლებულია 10:20 18.01.2021)
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სასწავლო პროცესის განახლებასთან ერთად,  ასევე აღდგება  „ტელესკოლა“ – განათლების სამინისტროსა და პირველი არხის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი.

თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. საქართველოს ათ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში განახლდება, დანარჩენ  ქალაქებსა და რაიონებში კი მოსწავლეები საკლასო ოთახებს დაუბრუნდებიან, განაცხადა საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ. 

აჭარის ტერიგორიაზე მოქმედი საგანმანათლებლო დაწესებულებებიც სასწავლო პროცესს დისტანციურად განაახლებენ.

 „რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებსა და სოფლად არსებულ საჯარო სკოლებს, აქ სასწავლო პროცესი აღდგება საკლასო ოთახში, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ განათლების სამინისტროს მომართავს საგანმანათლებლო რესურს–ცენტრი ან სკოლა და იქნება დასაბუთებული, რატომ უნდა გადავიდეს კონკრეტული სკოლა დისტანციურ სწავლებაზე, სამინისტრო ამ შემთხვევაში მას გადაიყვანს დისტანციურ სწავლებაზე. სხვა შემთხვევაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება“, – განაცხადა დგებუაძემ.

სამინისტროს მონაცემებით, სკოლები, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სრულად არიან უზრუნველყოფილი პირბადეებით,  უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერითა და  სადეზინფექციო საშუალებებით.

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, განათლების სამინისტრომ მობილური კავშირის სამ ოპერატორთნ – Silknet JSC, MagtiCom Ltd და Vion Georgia Ltd ( ბრენდი Beeline) თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი, რომლის თანახმად, საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები, ასევე მასწავლებლები ივნისის ბოლომდე შეღავათიანი ინტერნეტ–პაკეტით  ისარგებლებენ.

დისტანციური სწავლების გამოწვევებისა და ტექნიკური საჭიროებების შესაბამისად, ინტერნეტ პროვაიდერები მოსწავლეებსა და მასწავლებლებს 20 GB მობილურ ინტერნე–ტპაკეტს 10 ლარად შესთავაზებენ, რაც სტანდარტულ ღირებულებასთან შედარებით 2,5-ჯერ ნაკლებია. დარგის ექსპერტების აზრით, 20 GB საკმარისი ოდენობაა ერთი თვის განმავლობაში ონლაინ–გაკვეთილებზე დასასწრებად და ინტერნეტ–რესურსების მოსაძიებლად.

47
თემები:
განათლება საქართველოში
ვითარება ვაშინგტონში ინაუგურაციის წინ

ინაუგურაციის წინ: FBI ეროვნულ გვარდიაში შემოწმებებს ატარებს

0
ინაუგურაციის დასაცავად ვაშინგტონში უკვე ჩასულია ეროვნული გვარდიის 15 ათასი წევრი და კიდევ ათი ათასს ელოდებიან

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. აშშ–ის  გამოძიების ფედერალური ბიურო ეროვნულ გვარდიაში შემოწმებას ატარებს არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის წინ, იუწყება სააგენტო „ასოშეითედ პრესი“.

მანამდე ტელეარხმა MSNBC–მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონში უკვე ჩავიდა ეროვნული გვარდიის 15 ათასი მებრძოლი ღონისძიების დასაცავად, რომელიც 20 იანვარს უნდა გაიმართოს. ამ დღისთვის მათი რაოდენობა 25 ათასამდე გაიზრდება — ძლოვნებს ორმოცდაათივე შტატიდან ელოდებიან.

მასმედიით გავრცელებული ინფორმაციით, სამხედროთა შორის, რომლებმაც ინაუგურაციის  დაცვის დავალება მიიღეს, შესაძლოა იყვნენ მომავალი პრეზიდენტისა და სხვა ვიპ–სტუმრებისთვის საფრთხის შემცველი პირებიც. როგორც აშშ–ის სახმელეთო ძალების მინისტრი რაიან მაკარტი ამბობს, ხელისუფლებისთვის ცნობილია ეს პოტენციური საფრთხე.

ჯო ბაიდენის საინაუგურაციო პროგრამას პოპულარული მსახიობი წაიყვანს

ცნობილი ხდება ისიც, რომ გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ერთი კვირის წინ დაიწყო გვარდიის წევრთა შემოწმებები. ამასთან მაკარტი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მსგავსი საფრთხეების მტკიცებულება არ დაფიქსირებულა.

„ჩვენ გამუდმებით ვადევნებთ თვალყურს, მეორედ და მესამედ ვამოწმებთ ოპერაციაში ჩართულ ხალხს... აუცილებელია ავამოქმედოთ ყველა მექანიზმი იმ ქალებისა და მამაკაცების საგულდაგულოდ შესამოწმებლად, რომლებიც მსგავსი ოპერაციებით იქნებიან დაკავებული“, — განაცხადა მაკარტიმ.

აღინიშნება, რომ ფედერალური ბიურო ადამიანებს თავისი მონაცემთა ბაზებისა და ასევე სპეციალური სიების მიხედვით ამოწმებს, რომლებიც შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციას ტერორიზმთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ.

როგორც გენერალი დენიელ ჰოკანსონი განმარტავს, იმ შემთხვევაში, თუ სამხედროთა შორის ექსტრემისტული შეხედულებების მქონე პირის შესახებ გახდება ცნობილი, ინფორმაცია დაუყოვნებლივ გადაეცემა სამართალდამცველ ორგანოებსა და ზემდგომ ხელმძღვანელობას.

 

 

0
თემები:
საერთაშორისო პანორამა