გიორგი შაქარაშვილი

„ზეცაში შევხვდებით...“ რას სწერდა ძმის მიერ მოკლული ბიჭი გიორგი შაქარაშვილს

146
(განახლებულია 20:13 07.01.2021)
ძმის მიერ მოკლული ახალგაზრდა გიორგი შაქარაშვილის ახლო მეგობარი აღმოჩნდა. როგორც ჩანს, მიშო ახლოურს ძალიან უმძიმდა მეგობრის დაკარგვა.

თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. ტრაგიკულად დაღუპული გიორგი შაქარაშვილის 19 წლის მეგობარი, რომელიც 21 წლის ძმამ 6 იანვარს მოკლა, სოციალურ ქსელში ხშირად წერდა გიორგის შესახებ.

ყვე­ლა­ზე მძი­მე მათ შო­რის ივ­ლის­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტუ­სია, სა­დაც მიშო გარ­დაც­ვლილ მე­გო­ბარს მი­მარ­თავს:

„შა­ქარ მე­ნატ­რე­ბი, ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბი, რო­გო­რი რთუ­ლია უშე­ნო­ბა. რო­გო­რი რთუ­ლია იმა­ზე ფიქ­რი, რომ ვე­ღარ შეგ­ხვდე­ბი ამ დე­და­მი­წა­ზე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სულ შენ გე­ძებ, სულ შენ­ზე ვფიქ­რობ. ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხარ, ერთი იმა­ზე ფიქ­რი მა­ძლი­ე­რებს, რომ ახლა უკე­თეს ად­გი­ლას ხარ და ზე­მო­დან გვი­ყუ­რებ. ჩემი ან­გე­ლო­ზი ხარ შა­ქარ. ზე­ცა­ში აუ­ცი­ლებ­ლად შევ­ხვდე­ბით და იქ მოგ­ვი­წევს იმის გა­კე­თე­ბა, რაც ამ უსა­მარ­თლო ცხოვ­რე­ბამ არ გვა­ცა­და“, – წერ­და მიშო ახ­ლო­უ­რი.

მიშო ახლოური ფეხბურთელი იყო. ის საფეხბურთო კლუბ „საბურთალოში” თამაშობდა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მისი გარდაცვალების მი­ზე­ზი ძმებს შორის ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბაა.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა ძმას – 2001 წელს და­ბა­დე­ბულ მ.ა.-ს ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე ცივი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით სხე­ულ­ზე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. დაჭ­რი­ლი მა­მა­კა­ცი სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ჯგუფ­მა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნა, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვე­ღარ მო­ხერ­ხდა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი - დანა ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს.

ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 11 პრი­მა–108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ 22 ივნისს მდინარე არაგვში იპოვეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ის წყალში დაიხრჩო, თუმცა ცხედარზე სიცოცხლეში მიყენებული უამრავი დაზიანება იყო. გამოძიების ვერსიით, შაქარაშვილი ჯერ სცემეს, შემდეგ კი მდინარეში გადააგდეს.

 

146
თემები:
გახმაურებული სასამართლო პროცესები (138)
გელათის მონასტერი

გელათის ბედით პოლიტიკოსები დაინტერესდნენ: „ლელო“ გამოძიებას ითხოვს

6
(განახლებულია 09:29 19.01.2021)
ძეგლის სახურავიდან წყალი კვლავ ჟონავს. წყალმა შეიძლება უნიკალური ფრესკები დააზიანოს. პრობლემის გადაწყვეტაში პოლიტიკოსები ერთვებიან

თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ითხოვს, რომ დაიწყოს გამოძიება და დადგინდეს, ვინაა დამნაშავე იმაში, რომ გელათის უნიკალურ ძეგლს სერიოზული საფრთხე შეექმნა.

პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა საქართველოს მთავარ საგამოძიებო სამმართველოში განცხადება შეიტანა.

გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის ტაძრის კრამიტის სახურავზე დეფექტები გამოვლინდა. ტაძარში წვიმის წყალი ჩადის და XII, XIV და XVI საუკუნეების უნიკალურ ფრესკებს აზიანებს. სახურავი დროებით თუნუქით გადახურეს.

დროებითი თუნუქის სახურავი იქამდე იქნება, სანამ ის მთლიანად არ შეიცვლება ახლით, რომლის ხარისხსაც ლაბორატორიული კვლევები და ექსპერტების დასკვნები დაადასტურებს.

გელათის სახურავის დაზიანებით საგამოძიებო ორგანოები დაინტერესდნენ. ამ საკითხზე დაიკითხნენ მოწმეები. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უნდა განსაზღვროს, არის თუ არა პასუხისმგებელი სამუშაოების შემსრულებელი – ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი.

როგორც ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, გელათის ფრესკები უკვე წლებია, წიანდება და ამაზე არც ერთ უწყებას არ ჰქონია სათანადო რეაგირება. მან ამ საქმეში კორუფციის ნიშნებიც არ გამორიცხა.

გელათის რეაბილიტაციის დროს დაფიქსირებული ხარვეზები: საიამ პროკურატურას მიმართა>>

„ეს არის მორიგი თვალთმაქცობა და საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა. გამოძიება, რომელიც ამ უწყებამ გასულ წელს დაიწყო, არ არის იქითკენ მიმართული, რომ დაადგინოს ვინ არის ძეგლის დაზიანებაზე პასუხისმგებელი და გამოკვეთოს სახელმწიფო უწყებები, რომელთა უპატიებელი გულგრილობის გამო გელათი დაზიანდა. ის გამოძიება ეხება ფინანსურ ნაწილს და დიახ, შესაძლოა, მართლაც ჰქონდა ადგილი ამ შემთხვევაში კორუფციას, რაც არ გამორიცხავს ძეგლის დაზიანების გამო პასუხისმგებლობას. შეუიარაღებელი თვალითაც კი შესამჩნევია, რომ ფრესკები დაზიანებულია“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

გელათის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი ქუთაისში — საქართველოში შუა საუკუნეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონასტერია, საეკლესიო და კულტურული ცხოვრების ცენტრი, XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან 1814 წლამდე კათალიკოსის რეზიდენცია, 1994 წლიდან — მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი. დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის მიერ და მისი განსასვენებელი გახდა.

მე-13 საუკუნეში სამონასტრო ანსამბლს დაამატეს წმინდა ნიკოლოზის და წმინდა გიორგი ეკლესიები, ასევე სამსართულიანი სამრეკლო. კედლის მხატვრობა სხვადასხვა — XII-დან XVIII საუკუნის ჩათვლით — პერიოდს მიეკუთვნება. განსაკუთრებით აღსანიშნავია გვირგვინოსნების პორტრეტები.

6
დღესასწაულები დასრულდა...

დღესასწაულები დასრულდა...

66
იანვარი მძიმე თვეა. თითქოს, დღესასწაულები უსასრულოდ გრძელდება. წელს კი ამას პანდემიის გამო მთავრობის მიერ დაწესებული „არდადეგებიც“ დაემატა
დღესასწაულები დასრულდა...

 

ყველაფერი იწყება ახალი წლით, შემდეგ მოდის შობა, რასაც მოყვება კიდევ ერთი ახალი წელი, ძველი კალენდრით. შემდეგ კი ნათლისღება... სადღესასწაულო სუფრა საქართველოში იმდენად გემრიელია, ყველას ავიწყდება საკუთრი ფიგურა, შემდეგ კი სასწორს ნაღვლიანი თვალებით დაჰყურებენ... თუმცა ახლა უკვე ყველაფერი დასრულდა, დროა საქმეს შევუდგეთ.

66