თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.612-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 235.491-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 223.695 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 419), გარდაიცვალა – 2.694 (ბოლო 24 საათში – 28), კარანტინის რეჟიმშია 491, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.898 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 742 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარდა 15.492 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 9.084, PCR ტესტით – 6.408.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.
თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 110-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 247.915 მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 234.636 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 1.643), გარდაიცვალა – 2.958 (ბოლო 24 საათში – 25), კარანტინის რეჟიმშია 460, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.670 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 634 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარდა 4.964 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 2.930, PCR ტესტით – 2.034.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.
თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 18 იანვარს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
ვაკის რაიონი
10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბაშიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბაშიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით თბილისში ოთხშაბათს, 20 იანვარს ღრუბლიან და ცივ ამინდს პროგნოზირებენ.
მზე 08:23 საათზე ამოვა და 18:00 საათზე ჩავა.
დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა პლუს 2 გრადუსი, ღამით კი მინუს 1 გრადუსი იქნება. ქარი წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.
მზე თბილისში 18:00 საათზე ჩავა.