ქართული საერთაშორისო ბიომეტრიული პასპორტი

პასპორტების ინდექსში საქართველოს მდგომარეობა გაუარესდა: ცნობილია განახლებული მონაცემები

141
(განახლებულია 20:24 06.01.2021)
ამ დროისათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტი მფლობელს მსოფლიოს 115 ქვეყანაში ვიზის გარეშე მოგზაურობის უფლებას ანიჭებს

თბილისი,  6 იანვარი — Sputnik. საერთაშორისო კომპანია Henley & Partners–მა მსოფლიო პასპორტების ფასეულობის განახლებული ინდექსი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველო 51–ე ადგილზე აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ კომპანია ჩამონათვალის შედგენისას ეყრდნობა ისეთ მაჩვენებლებს, როგორებიცაა გადაადგილების თავისუფლება და იმ სახელმწიფოთა რაოდენობა, რომლებშიც კონკრეტული ქვეყნის პასპორტის მფლობელს უვიზოდ მოგზაურობა შეუძლია.

ამ ჯერზე საქართველო მსოფლიო პასპორტების ინდექსში ოთხი პოზიციით ჩამოქვეითდა — გასულ წელს ჩვენი ქვეყანა სიაში 47–ე ადგილზე იყო.

ამ დროისათვის საქართველოს მოქალაქეებს მსოფლიოს 115 ქვეყანაში შეუძლიათ ვიზის გარეშე მოგზაურობა.

მსოფლიოს ყველაზე „ძლიერი“ პასპორტის სტატუსი, რომელიც მფლობელს სხვა ქვეყნებში საერთოდ უვიზოდ მოგზაურობის ან რომელიმე ქვეყანაში შესვლის შემდეგ ვიზის მიღების უფლებას ანიჭებს, კვლავ იაპონურ პასპორტებს ერგო.

ლიდერთა სამეულში ასევე არიან სინგაპური და გერმანია.

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებს, აზერბაიჯანი 76–ე ადგილზე მოხვდა, სომხეთი — 80–ზე, ხოლო რუსეთმა ერთი პოზიციით გაუსწრო საქართველოს და 50–ე  ადგილზე განთავსდა.

შვეიცარიული კონსალტინგური კომპანია Henley&Partners-ის პასპორტების ყოველწლიური ინდექსი აანალიზებს 200-ზე მეტი ქვეყნისა და ტერიტორიის სავიზო წესებს. კომპანია საერთაშორისო ლიდერია საცხოვრებელი ადგილის დაგეგმვის სფეროში. ის სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების მრჩეველია საინვესტიციო მოქალაქეობის პროგრამების შემუშავებასა და დანერგვაში.

 

141
სულისა და სხეულის ჰარმონია- ქალი ზღვის პირას

„დამნაშავე“ ჰორმონები რატომ ვერ ვიკლებთ წონაში?

3508
(განახლებულია 11:11 25.01.2021)
ჭარბი წონა, როგორც წესი, ზედმეტი საკვების მიღებითა და არასაკმარისი ფიზიკური დატვირთვით აიხსნება. თუმცა, ადამიანის ორგანიზმი ბევრად უფრო რთულია...
3508
აქცია ბათუმში

ბათუმში აქტივისტ ირაკლი ფანგანის მხარდამჭერი აქცია განახლდება

13
(განახლებულია 11:41 25.01.2021)
აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილთან დაკავშირებით ბათუმში მომხდარ ინციდენტის ფაქტზე  პოლიციამ ერთი პირი დააკავა.

თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. ბათუმში საზოგადოებრივი მოძრაობა „ალტერნატივის“ აქტივისტის ირაკლი ფანგანის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია  აჭარის პოლიციის სამმართველოსთან დღესაც გაიმართება.

პოლიციამ ფანგანი კვირას დააკავა –  ფანგანმა ბულვარის ტერიტორიაზე 16-სართულიანი შენობის მშენებლობის წინააღმდეგ  23 იანვარს გამართულ აქციაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარა.

აქციაზე დეპუტატის გამოჩენამ აქტივისტების გაღიზიანება გამოიწვია, რადგანაც ჩავლეიშვილი ერთადერთი ოპოზიციონერია, რომელმაც სადეპუტატო მანდატზე უარი არ განაცხადა. 

ფანგანი ორგანიზაციის ოფისში დააკავეს. გამოძიება მიმდინარეოს სსკ–ის  156–ე („დევნა“) და 239–ე („ხულიგნობა“) მუხლებით.

აქციის მონაწილეები, რომელთა შორისაც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები იყვნენ, აცხადებენ, რომ ხელისუფლება ფანგანთან მიმართებით შერჩევით სამართალს იყენებს.

 „არავის სჯერა, რომ პოლიციის ეს ქმედება სამართლიანობის აღდგენას ემსახურება, ერთმნიშვნელოვნად ადგილი აქვს შერჩევით სამართალს... პროტესტი გაგრძელდება“, – განაცხადა ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე მირდატ ქამადაძემ.

„მომხდარ ფაქტი, რა თქმა უნდა, არ ჯდება თავისუფლების გამოხატვის ფარგლებში, თუმცა, ჩვენ ვთვლით, რომ ამ ადამიანის დასჯა – პოლიტიკური გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა ვაჟა დარჩიამ.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ინფორმაციით, ორშაბათს პოლიცია ინციდენტში მონაწილე სხვა პირების გამოკითხვას გეგმავს.

13