Вакцинация от коронавируса

მალე დასრულდება: საქართველო კორონავირუსზე ვაქცინაციის გეგმას ამზადებს

68
(განახლებულია 19:15 06.01.2021)
მანამდე საქართველომ ჯანმოსგან მიიღო გარანტიები, რომ ერთ-ერთი პირველი მიიღებს ვაქცინას, მის შესაძენად თანხა უკვე გამოყოფილია.

თბილისი, 6 იანვარი – Sputnik. იმისათვის, რომ საქართველომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მიიღოს, არაერთი პროცედურაა გასავლელი, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

„მთელი რიგი პროცედურებია გასავლელი იმისთვის, რომ ქვეყანამ ვაქცინა მიიღოს, თუნდაც ერთი დოზა. ასე მარტივად ეს ამბავი არ ხდება“, — აღნიშნა მან.

მინისტრის მოადგილის ვარაუდით, კორონავირუსის ვაქცინის დანერგვის გეგმის ფორმალიზაცია, რომელზე მუშაობაც უკვე მიმდინარეობს, უახლოეს ხანებში მოხდება.

„მზადდება ვაქცინის დანერგვის გეგმა, რომლის ფორმალიზაცია, ვფიქრობ, მომდევნო კვირის ბოლომდე მოხდება და ყველა ის ეტაპი, რომელიც ვაქცინის მისაღებად უნდა გავიაროთ, შესაბამისად განხორციელდება“, — განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისი თქმით, ამ დროისათვის ქვეყანაში შემოსატანად სამი კანდიდატი ვაქცინა განიხილება. ესენია ამერიკული კომპანია „ფაიზერის“ ვაქცინა, ასევე „მოდერნასა“ და „ასტრაზენეკას“ პრეპარატები.

 

68
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (68)
ლაბორატორია

COVID-19 საქართველოში: ვითარება სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში

12
(განახლებულია 15:24 20.01.2021)
ამ დროისათვის სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით მოქმედ საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 43 ადამიანი.

თბილისი, 20 იანვარი – Sputnik. ბოლო 24 საათის განმავლობაში სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით კორონავირუსის 32 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი. 

რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით მოქმედ ექვს კოვიდ–ცენტრში 226 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან 18-ის მდგომარეობა მძიმეა. 

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 79 კოვიდ–პაციენტი, ფოთის ჰოსპიტალში – 40, აქედან ოთხი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. სენაკის კლინიკა „სენამედში“ იმყოფება 35 პაციენტი, მათ შორის მძიმეა სამი პაციენტის მდგომარეობა. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 17 კოვიდ–ინფიცირებულია მოთავსებული – ოთხის პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. აბაშის „ევექსის“ კლინიკაში მკურნალობს 22 პაციენტი. სენაკის „ლაზიკა მედიში“ კი 33.

გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა,  გამოჯანმრთელდა 58ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 469 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 249.934 -ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

12
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (68)
სწრაფი ჩარიცხვის აპარატები

შეიცვალა სწრაფი გადახდის აპარატებით სარგებლობის წესი

29
(განახლებულია 15:48 20.01.2021)
ჩასარიცხი აპარატებით სარგებლობისას თუ  მომხმარებელი აქამდე  მხოლოდ პირად ნომერს უთითებდა, ახალი წესის თანახმად, ის თანხის გადარიცხვას სმს კოდის გარეშე ვერ შეძლებს

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. თვითმომსახურების ტერმინალებით სხვადასხვა გადარიცხვის ოპერაციის შესრულებისას მომხმარებლის პირადი ნომრისა და მობილურ ტელეფონზე გამოგზავნილი SMS კოდის შეყვანა სავალდებულო გახდა, ნათქვამია საბანკო ასოციაციის განცხადებაში.

ორგანიზაციის ცნობით, ჩასარიცხი აპარატებით სარგებლობისას ვერიფიკაციის შემოღების გადაწყვეტილება ფულის გათეთრებასთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის სტრატეგიის ნაწილია. მისი მიღება საქართველოს ეროვნული ბანკის რეკომენდაციითა და მომხმარებელთა პირადი მონაცემების დაცვის მიზნით მოხდა.

ორგანიზაცია სთხოვს მომხმარებლებს, გაითვალისწინონ, რომ იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის პროცესის გავლა  სავალდებულოა შემდეგ სერვისებზე თანხის გადარიცხვისას: აზარტული თამაშები და ლატარია; ონლაინ თამაშები; დაზღვევა და კერძო საპენსიო ფონდები.

ასევე ფინანსური სერვისებზე, მათ შორის: ფიზიკური და იურიდიული პირის საბანკო ანგარიშზე თანხის შეტანა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და სესხის გამცემი სუბიექტების სერვისები, ლიზინგი, ელექტრონული საფულის შევსება, ფინანსური ბაზრები და ფულადი გზავნილები; ინტერნეტ–მარკეტინგი; ტრანსპორტი და ლოჯისტიკა; ტურისტული მომსახურება; ქსელური მარკეტინგი; ქველმოქმედება; საკონსულტაციო მომსახურება; პოლიტიკური პარტიები; უძრავი ქონების ყიდვასთან დაკავშირებული სერვისები.

როგორც საბანკო ასოციაციაში აღნიშნეს, ახალი წესი ძალაში მიმდინარე წლის 15 იანვრიდან შევიდა.

29