გამონაკლისი დაიშვება: შობის ღამეს გადაადგილებაზე შეზღუდვა იხსნება

© Sputnik / Alexander Imedashviliსაშობაო სანთლები ფანჯარაში
საშობაო სანთლები ფანჯარაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აკრძალვის დროებით გაუქმების მიზეზია შობის დღესასწაული, რომელსაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 7 იანვარს აღნიშნავს.

თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. შობის დღესასწაულთან დაკავშირებით დღეს, 21:00 საათიდან 7 იანვრის 05:00 საათამდე გადაადგილებაზე შეზღუდვა არ იმოქმედებს.

კორონავირუსის ეპიდემია - Sputnik საქართველო
კვლავ შეზღუდვები: რა იკრძალება და რა დაიშვება 3 იანვრიდან

გავრცელებული ინფორმაციით, შობის ღამეს გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნება როგორც ქვეითად, ისე ავტომობილით გადაადგილებისას.

ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების გამო 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს: სავალდებულოა პირბადის ტარება, 21:00 საათის შემდეგ გარეთ გასვლა იკრძალება, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სპორტული დარბაზები, სკოლები, საბავშვო ბაღები და ა.შ.

როგორც საკოორდინაციო საბჭოში განმარტავენ, მთელი ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა კვლავ ძალაში იქნება, გამონაკლისს მხოლოდ ახალი წლისა და შობის ღამეები წარმოადგენს.

ეპიდემიოლოგები მოსახლეობას მოუწოდებენ, საახალწლო დღეებში სიფრთხილე გამოიჩინონ და ხალხმრავალ შეკრებებს თავი აარიდონ.

 

ყველა ახალი ამბავი
0