საფულე

ნახეთ ვინ არის ბიჭი, რომელმაც ბევრი ფული იპოვა და თანხა პატრონს დაუბრუნა

320
(განახლებულია 21:31 05.01.2021)
თორნიკემ საფულე გუშინ, 4 იანვარს იპოვა. პატრონის ძებნა სოციალური ქსელის საშუალებით დაიწყო და იპოვა კიდეც.

თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. ბიჭმა, რომელმაც ქუჩაში საფულე იპოვა „ბევრი ფულით” და პატრონს სოციალური ქსელით ეძებდა, მფლობელს უკვე მიაკვლია და ფულიც გადასცა. ის ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

„გადავეცი უკვე საფულე, ძალიან გავახარე, ვერ აღვწერ ამ სიხარულს, მაპატიეთ”, – წერს თორნიკე ნინიკაშვილი. თორნიკე ნინიკაშვილი „გლოვოს“ კურიერია. მის საქციელს სოციალურ ქსელში უამრავი დადებითი გამოხმაურება აქვს.

თორნიკემ საფულე გუშინ, 4 იანვარს იპოვა. მან პატრონის ძებნა სოციალური ქსელის საშუალებით დაიწყო.

ქუჩაში ვნახე, იქნებ როგორმე მივაკვლიოთ, ძალიან ბევრი ფული აქვს დაკარგული”, – წერდა თორნიკე ნინიკაშვილი „ფეისბუქზე”.

320
ტურისტული ბიზნესის საპროტესტო აქცია თბილისში

ინფექციონისტი: შეუძლებლად მიმაჩნია ერთიანად ყველა შეზღუდვის მოხსნა, თუმცა...

16
საქართველოში, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში მოსახლეობა შეზღუდვების მოხსნას ითხოვს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენის, ზამთრის კურორტების და ბაზრობების გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება.

თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. შეუძლებლად მიმაჩნია ერთიანად ყველა შეზღუდვის მოიხსნას, თუმცა გარკვეული შემსუბუქების დრო ნამდვილად დადგა, განაცხადა ინფექციონისტმა ოთარ ჩოკოშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. კერძოდ, აუცილებელია პირბადის ტარება ქუჩაში, შეზღუდულია გადაადგილება 21:00-დან 05:00 საათამდე, დაკეტილია რესტორნები, კაფეები და ა.შ. შეზღუდვების შემსუბუქება ეტაპობრივად 1 თებერვლიდან დაიწყება.

„ჩვენ საკუთარი გამოცდილებით ძალიან კარგად მოგვეხსენება, რომ რეგულაციების სრული მოხსნა გარკვეულ დროში, დაახლოებით, 1-2 თვეში იწვევს მდგომარეობის ძალიან ცუდი მიმართულებით წასვლას და შემდგომ გართულებებს“, - ამბობს ჩოკოშვილი.

ინფექციონისტის განცხადებით, ქვეყანაში თუ ერთბაშად მოიხსნება ყველა შეზღუდვა, შეიძლება კვლავ ისეთი ეპიდვითარება შეიქმნას, როგორიც დეკემბრის თვეში იყო.

„შემთხვევები რადიკალურად შემცირდა, მაგრამ ჩვენთან უკვე დაფიქსირებულია ბრიტანული შტამი, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ხელაღებით მოვხსნით ყველა შეზღუდვას, შეიძლება იმავე მდგომარეობაში ჩავვარდეთ, როგორშიც ვიყავით დეკემბერში. თუმცა, ხაზს ვუსვამ, რომ შეზღუდვების ნაწილი უნდა შემსუბუქდეს“, - ამბობს ჩოკოშვილი.

საქართველოში, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში მოსახლეობა შეზღუდვების მოხსნას ითხოვს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენის, ზამთრის კურორტების და ბაზრობების გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 546-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 253.518-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

16
შესასვლელი ლილოს ბაზრობაზე

„ლილო მოლის“  მოვაჭრეები მაღაზიების თვითნებურად გახსნას გეგმავენ

22
„ლილო მოლის“ ადმინისტრაციის განცხადებით, 28 ნოემბრიდან დაწესებულმა შეზღუდვებმა პირდაპირი გავლენა იქონია მოვაჭრეთა შემოსავალზე და დიდი ზარალი მიაყენა მათ.

თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. „ლილო მოლის“ ტერიტორიაზე დასაქმებულებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს, იუწყება რუსთავი 2.

ეპიდვითარების გაუარესების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა. იმ დღიდან ყველა სავაჭრო ცენტრი და ბაზრობა (გარდა აგრარული ბაზრისა) დაკეტილია. 22 იანვარს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელის თანახმადაც მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები მუშაობას 1 თებერვლიდან, ხოლო ღია და დახურული ტიპის ბაზრობები 15 თებერვალიდან განაახლებენ.

„ლილო მოლის“ მოვაჭრეები, სავაჭრო ცენტრების მსგავსად, 1 თებერვლიდან გახსნის ნებართვას ითხოვენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, თუ 1 თებერვლიდან გახსნის ნებართვას არ მიიღებენ, რეგულაციებს არ დაემორჩილებიან და მაღაზიებს თვითნებურად გახსნიან.

„ყველა რეგულაცია, რაც არის მოთხოვნილი აბსოლუტურად აკმაყოფილებს 6 ათასივე მაღაზია. შეუძლიათ ნებისმიერი გახსნან და შეამოწმონ", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, თამარ თოდრიამ.

როგორც „ლილო მოლის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კვარაცხელიამ აღნიშნა, ბაზრობების ხელმძღვანელები მთავრობას წერილობით თხოვნას გაუგზავნიან, რათა მათ მუშაობის დაწყება 1 თებერვლიდან შეძლონ.

„მეექვსე თვეა რაც დახურულები ვართ და ფინანსურად ძალიან მძიმე მდგომარეობაა შექმნილი. ვაჭრობის სფერო არ უნდა იყოფოდეს სექტორებად და თუ გახსნაა, უნდა იხსნებოდეს და უფრო თანაბრად გადანაწილდება ვიზიტორების რაოდენობა", - განაცხადა გიორგი კვარაცხელიამ.

საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ასევე მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც შეკრებილები არიან  სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის, სპორტსმენები, გიდები, ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები. აქციის მონაწილეები კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას ითხოვენ.

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. კერძოდ, აუცილებელია პირბადის ტარება ქუჩაში, შეზღუდულია გადაადგილება 21:00-დან 05:00 საათამდე, დაკეტილია რესტორნები, კაფეები და ა.შ.

შეზღუდვების შემსუბუქება ეტაპობრივად 1 თებერვლიდან დაიწყება.

22