ტელეწამყვანი გვანცა დარასელია ფიქრობს, რომ დედამთილისთვის დედის დაძახება არასწორია. როგორც ტელეწამყვანი ჟურნალ „თბილისელებთან“ ამბობს, ისიც არ ესმის, რატომ სურთ დედამთილებს, რომ რძლებმა დედა დაუძახონ.
View this post on Instagram
„მისაუბრია გოგონებთან, რომლებიც ძალიან პატარები თხოვდებიან, ქმრის ოჯახში იზრდებიან და დედამთილს დედას ეძახიან, მაგრამ ეს მათი არჩევანია. მე ერთი დედა მყავს და დედას ყოველთვის მას დავუძახებ. ეს დედამიწაზე ყველაზე წმინდა ურთიერთობაა. ისიც არ მესმის, რატომ უნდათ დედამთილებს, რძლებმა დედა დაუძახონ. სიყვარული და პატივისცემა ბევრნაირად შეიძლება გამოხატო და ხშირად რძლებს ძალიანაც არ უყვართ დედამთილ-მამამთილები, მაგრამ მაინც დედასა და მამას ეძახიან“, – ამბობს ტელეწამყვანი.
View this post on Instagram
ტელეწამყვანი გვანცა დარასელია 10 წელია მორაგბე ვახო მჭედლიძეზეა დაწორწინებული. წყვილი რამდენიმე თვეა მცხეთაში, ახალ სახლში ცხოვრობს.
View this post on Instagram
წყვილის სიყვარულის ისტორია 2011 წლიდან იწყება. წყვილს ორი შვილი, უფროსი ერეკლე და უმცროსი – ლილე ჰყავთ, რომელიც ვახოს დაბადების დღეს დაიბადა. უმშვენიერეს ოჯახს მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს და პატარა და-ძმასაც მშობლები სწორედ ამას ასწავლიან.
თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მუსლიმი თემის, ქრისტიანებისა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის გაიმართა შეხვედრა, რომლის ფარგლებში, მონაწილეების თქმით, მხარეებს შორის შეთანხმება შედგა.
კონფლიქტი ბუკნარში იმის გამო დაიწყო, რომ ადგილობრივმა მუსლიმებმა ტრადიციული პარასკევის ლოცვის წასაკითხად კერძო სახლში სამლოცველოს მოწყობა გადაწყვიტეს. ამის გამო სოფელში გავრცელდა ხმა, რომ ბუკნარში აპირებენ მეჩეთის აშენებას, რამაც ადგილობრივ მართლმადიდებელთა უკმაყოფილება გამოიწვია.
შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მომხდარი იყო პროვოკაცია, მათ გასაყოფი არაფერი არ აქვთ და უწინდებურად ერთად ცხოვრება უნდა განაგრძონ.
„ინციდენტი, რაც რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, სრულად აღმოიფხვრა. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, მუსლიმები და მართლმადიდებელი ქრისტიანები აცხადებდნენ, ერთეული ადამიანების მიერ პროვოცირებულმა ფაქტმა მიიღო საკმაოდ მახინჯი განვრცობა და ეს დღეები იყო სამარცხვინო ფურცელი ჩვენი სოფლისთვის. დაპირისპირებულ მხარეებად წოდებულმა ადამიანებმა გაუცვალეს ერთმანეთს თავიანთი მოსაზრებები, კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ მათ გასაყოფი არაფერი აქვთ და გრძელდება მეგობრული თანაცხოვრება“, - განაცახდა პარლამენტის წევრმა ნინო წილოსანმა.
ორი დღის წინ მომხდარი პირველი დაპირისპირებისა და ჩხუბის შემდეგ სამი ადამიანი, მათ შორის ორი მოზარდი მუსლიმი თემიდან, საავადმყოფოში მოხვდა. პოლიციამ ინციდებტის ერთ-ერთი დამნაშავე პირი დააკავა.
თბილისი, 15 იანვარი - Sputnik. სატვირთო მანქანების მძღოლებმა ფოთში შეკვეთილი რეისების ტარიფების გაზრდის მოთხოვნით აქცია გამართეს.
მომიტინგეების თქმით, ტარიფები პანდემიის გამო ძალიან დაბალია, რაც მათ მუშაობას ურთულებს. როგორც მძღოლები ამბობენ, მათ ოჯახები ჰყავთ შესანახი და საბანკო ვალდებულებები აქვთ გასასტუმრებელი. მძღოლები სანაოსნო კომპანიებისგან ტარიფების გაზრდას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქონლის გადმოტვირთვაზე უარს აცხადებენ.
„ტარიფები ძალიან დაბალია, ხელოვნურადაა დაწეული. ჩვენი მოთხოვნაა ტარიფების გაზრდა. აზერბაიჯანში საწვავის ფასი გაიზარდა, საქართველოშიც კვლავ გაიზრდება და საერთოდ აღარ ღირს მუშაობა, არაფერი გვრჩება. ჩვენ ვერ ვინახავთ მანქანებს, ვერ ვინახავთ ოჯახებს, კრედიტები გვაქვს, ბანკები სახლებს გვართმევენ. თუ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, საქონელს აღარ გადმოვტვირთავთ, არ გადავზიდავთ, ტრანსპორტი გაჩერდება“, - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა ტელეარხ „იმედის“ ეთერში.
მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მძღოლები პერმანენტულ აქციებს არ გამორიცხავენ.