ადამიანები პირბადეებით

კულუმბეგოვი: ვაქცინაციის შედეგად კორონავირუსის ახალი შტამი დიდ ზიანს ვერ მოგვაყენებს

836
(განახლებულია 17:40 05.01.2021)
ქვეყანა უნდა მოემზადოს სწორი თავდაცვითი ღონისძიებებისთვის, ასევე არ შეცვლილა ადამიანების წილი პასუხისმგებლობა, რაც გამოიხატება პირბადის ტარებაში, სოციალური დისტანციისა და ჰიგიენის დაცვაში, აღნიშნა კულუმბეგოვმა.

თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. რადგან იმედიანად ვუყურებთ ვაქცინაციას, კორონავირუსის ახალი შტამი, ვფიქრობ, დიდ ეპიდემიოლოგიურ დარტყმას ვერ მოგვაყენებს, განაცხადა ალერგოლოგ–იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „პალიტრანიუსის“ ეთერში და დასძინა, რომ ეს შეიძლება გრძელვადიან პერიოდში მოხდეს.

პაატა იმნაძე: მოსახლეობას კორონავირუსის ახალი შტამის არ უნდა ეშინოდეს>>

საქართველოში გუშინ კორონავირუსის ახალი, ე.წ. ბრიტანული შტამის პირველი შემთხვევა დადასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის ინფორმაციით, გამოვლენილია ინფიცირებულის ყველა კონტაქტი და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

კულუმბეგოვის თქმით, განსაკუთრებულად საგანგაშო მდგომარეობა ქვეყანაში არ გვაქვს, მაგრამ საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის ეს შეიძლება გამოწვევა იყოს.

„სახელმწიფო უნდა ემზადებოდეს სწორი თავდაცვითი ღონისძიებებისთვის, რაც გულისხმობს უფრო მეტი ტესტირებისა და გენომური კვლევის შესაძლებლობას, მეტი ექიმის გადამზადებას. ადამიანების წილი პასუხისმგებლობა არ შეცვლილა – ისევ გვევალება პირბადე, სოციალური დისტანცია და ხელების დაბანა“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

ალერგოლოგ–იმუნოლოგის აზრით, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს არა აქვს ღია საზღვრის პოლიტიკა და არც ევროკავშირისა და შენგენის ზონის ქვეყანაა, უარესი სცენარის შემთხვევაშიც ნაკლებად სავარაუდოა, რომ ახალი შტამი ზაფხულამდე მაინც აქტიურად გავრცელდეს.

„რადგანაც ოპტიმისტურად ვუყურებთ ვაქცინაციას, რომელიც, დარწმუნებული ვარ, გაზაფხულზე რაღაც მასშტაბით დაიწყება, ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით ძალიან დიდ ეპიდემიოლოგიურ დარტყმას ეს კონკრეტული ვარიანტი ვერ მოგვაყენებს“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ვირუსის ახალი სახეობის აღმოჩენის შესახებ 14 დეკემბერს დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა მეტ ჰენკოკმა განაცხადა. ბრიტანეთის ახალი რესპირატორული ვირუსული საფრთხეების საკონსულტაციო საბჭომ დაადასტურა, რომ კორონავირუსის ახალგამოვლენილი შტამი სწრაფად ვრცელდება და მოსახლეობის მხრიდან კიდევ უფრო მეტ სიფრთხილეს მოითხოვს.

ჯანმო: კორონავირუსის ახალი შტამი ევროპის რვა ქვეყანაში აღმოაჩინეს>>

კორონავირუსის ახალი შტამი ევროპის რამდენიმე ქვეყანაშია გამოვლენილი. გარდა ევროპის ქვეყნებისა, „ბრიტანული“ შტამი გამოავლინეს იაპონიაში, ლიბანსა და სხვა სახელმწიფოებში.

836
დღესასწაულები დასრულდა...

დღესასწაულები დასრულდა...

65
იანვარი მძიმე თვეა. თითქოს, დღესასწაულები უსასრულოდ გრძელდება. წელს კი ამას პანდემიის გამო მთავრობის მიერ დაწესებული „არდადეგებიც“ დაემატა
დღესასწაულები დასრულდა...

 

ყველაფერი იწყება ახალი წლით, შემდეგ მოდის შობა, რასაც მოყვება კიდევ ერთი ახალი წელი, ძველი კალენდრით. შემდეგ კი ნათლისღება... სადღესასწაულო სუფრა საქართველოში იმდენად გემრიელია, ყველას ავიწყდება საკუთრი ფიგურა, შემდეგ კი სასწორს ნაღვლიანი თვალებით დაჰყურებენ... თუმცა ახლა უკვე ყველაფერი დასრულდა, დროა საქმეს შევუდგეთ.

65

„წერტილოვანი ლოკდაუნი“: ვინ მუშაობს პანდემიის დროს საქართველოში - ფოტო

65
  • ყველა სფეროში საჭიროა საწვავი, მათ შორის კერძო ტრანსპორტიც, რომელმაც შეზღუდვების ფონზე ავტობუსები და მეტრო ჩაანაცვლა
  • საწვავი სასწრაფოსაც ჭირდება, თუმცა აქ უფრო მნიშნელოვანი ექიმები არიან. სასწრაფო დახმარების დაახლოებით ხუთი ათასი თანამშრომელი დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში მზად არიან დაეხმარონ მოქალაქეებს
  • გიცდიათ რამდენიმე დღის განმავლობაში სახლიდან ნაგავი არ გაგეტანათ? ალბათ გაგრძელება საჭირო არცაა. სწორედ ამიტომ ქალაქის მეეზოვეების შრომა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ეს პროფესია ყოველთვის ნაკლებად შესამჩნევი და დაუფასებელია
  • ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებით აქტუალური გახდა მიტანის სერვისი, ტევადმა სატვირთოებმა, ფაქტობრივად, მაღაზიები ჩაანაცვლა
  • თუმცა, დროის დაზოგვის თვალსაზრისით, მოპედი უკონკურენტოა. მისთვის არ არსებობს საცობები და რეგულაციები - მკაცრი სატრანსპორტო შეზღუდვების დროს საქართველოში ხშირად ხუმრობდნენ, რომ მზად იყვნენ ბინა გადაეცვალათ მოპედზე. ახალგაზრდებისთვის ეს შესანიშნავი საშუალებაა გადაადგილებისათვის და თანხის გამოსამუშავებლად
  • სოფლის ნობათი თბილისელების რაციონის ძირითადი ნაწილია. ამ ეტაპზე გარევაჭრობა არ იკრძალება
  • ყვავილები ასევე განეკუთვნება აგრარული პროდუქციის კატეგორიას. მართლაც, ფერადი მცენარეები საუკეთესო საზრდოა სულისათვის!
  • ელექტროკავშირში წყვეტა თავის მხრივ არანაკლებ საზიანობა, ვიდრე პანდემია. ცივილიზებული ადამიანისთვის და თანამედროვე ინფრასტრუქტურისთვის ელექტროენერგია უმნიშვნელოვანესია
  • პროფილაქტიკური სამუშაოები უსაფრთხოების საფუძველია. ამწეზე დგომა, ალბათ საშიშია, თუმცა არა პროფესიონალებისათვის. მითუმეტეს, რომ ასეთ სიმაღლეზე კორონავირუსით ინფიცირების რისკი პრაქტიკულად არ არსებობს
  • მასწავლებლებისთვისაც საკმაოდ რთული ვითარებაა. მათ დილიდან დაღამებამდე უწევთ კომპიუტერის ეკრანის საშუალებით ეურთიერთონ აღსაზრდელებს, რის გამოც მუდამ სახლში უწევთ ყოფნა
  • ჟურნალისტების გარეშე ბევრ რამეს ვერ გავიგებდით კორონავირუსისა და სხვა მოვლენების შესახებ
  • პოლიცია კი ყოველთვის მზადაა დაიცვას წესრიგი და საზოგადოებრივი ჯანმრთელობა ფართო გაგებით
  • საგადასახადო სისტემა თანამედროვე საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია. საბანკო სერვისების დიდი ნაწილი დისტანციურადაა ხელმისაწვდომი, თუმცა მოსახლეობისთვოს. საბანკო სისტემის თანამშრომლები კი კვლავ განაგრძობენ მუშაობას, ცხადია, უსაფრთხოების წესების დაცვით
  • სხვა დანარჩენებს მოუწევთ მოიცადონ. საქართველოში ჯერ კიდევ მოქმედებს შეზღუდვები. უამრავი სავაჭრო და მომსახურების ობიექტი დაკეტილია. იმედია, ეს ყველაფერი მალე დასრულდება და უკეთესი დრო მოვა, რადგან სილამაზისა და კულტურის გარეშე სამყარო განწირულია
კორონავირუსის გამო დაწესებულმა მკაცრმა შეზღუდვებმა საზოგადოებაში არაერთგვარი რეაქცია გამოიწვია. ეს გასაგებიცაა - როგორც სხვა ქვეყნებში, იძულებითმა ზომებმა საქართველოშიც ძლიერი მორალური და მატერიალური დარტყმა მიაყენა უამრავ ოჯახს და სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებს

შეზღუდვები ყველას არ შეხებია, მაგრამ განსაკუთრებით საზიანო აღმოჩნდა ტურისტული სფეროსთვის (დანაკარგმა 96% შეადგინა), რომელზეც გავლენა იქონია როგორც ლოკალურმა, ისე გლობალურმა შეზღუდვებმა.

მუშაობა დროებით შეწყვიტა საზკვების ობიექტებმა, არასასურსათო სავაჭროებმა და საწარმოებმა, კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტულმა დაწესებულებებმა.

თუმცა არსებობს პროფესიები, რომლების შეჩერებაც კოლაფსის მიზეზი შეიძლება გახდეს - ეს პროფესიები პირდაპირ კავშირშია საზოგადოების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სისტემებთან.

პანდემიის პირობებში ყველა ჩვენგანს გვახსენდება ექიმები, პოლიციელები, მეხანძრეები, თუმცა მათი სრული ჩამონათვალი გაცილებით დიდია. არსებობს პროფესიები, რომლებიც ყველას არ ახსენდება.

მათი სოციალური დიაპაზონი საკმაოდ დიდია. მეეზოვეებიდან დაწყებული, რომლებიც გარეშეც მეგაპოლისიც კი ორ დღეში ნაგვით დაიფარება, ბანკირები, კავშირგაბმულობის სპეციალისტები, ჟურნალისტები. აღარაფერს ვიტვყით ფერმერებზე, რომლებიც ყველა ჩვენგან საკვებით უზრუნველგვყოფენ.

სხვა სფეროებშიც ოპერატიულად მოერგნენ ახალ მოთხოვნებს, გამოიჩინეს კრეატივი და შემოქმედებითობა.

მაგალითად, რესტორნებმა ადგილზე მიტანის სერვისი დანერგეს, დიდმა მაღაზიებმა კი ინტერნეტით ვაჭრობა წამოიწყეს საკმაოდ წარმატებით.

ინოვაციურმა ტექნოლოგიებმა საგანმანათლებლო სისტემასა და მართვით სფეროებში დისტანციურად მუშაობის სრულფასოვან რეჟიმზე გადასვლის და კატასტროფული დანაკარგების თავიდან აცილების შესაძლებლობა მოგვცა.

თბილისის ქუჩებში ადვილად შენიშნავთ მათ, ვინც საკუთარ პროფესიულ საქმიანობას ეფექტურად ასრულებს და კორონავირუსს არ უშინდება.

65
  • ყველა სფეროში საჭიროა საწვავი, მათ შორის კერძო ტრანსპორტიც, რომელმაც შეზღუდვების ფონზე ავტობუსები და მეტრო ჩაანაცვლა
    © Sputnik / Goga Vardzieli

    ყველა სფეროში საჭიროა საწვავი, მათ შორის კერძო ტრანსპორტიც, რომელმაც შეზღუდვების ფონზე ავტობუსები და მეტრო ჩაანაცვლა

  • საწვავი სასწრაფოსაც ჭირდება, თუმცა აქ უფრო მნიშნელოვანი ექიმები არიან. სასწრაფო დახმარების დაახლოებით ხუთი ათასი თანამშრომელი დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში მზად არიან დაეხმარონ მოქალაქეებს
    © Sputnik / Goga Vardzieli

    საწვავი სასწრაფოსაც ჭირდება, თუმცა აქ უფრო მნიშნელოვანი ექიმები არიან. სასწრაფო დახმარების დაახლოებით ხუთი ათასი თანამშრომელი დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში მზად არიან დაეხმარონ მოქალაქეებს

  • გიცდიათ რამდენიმე დღის განმავლობაში სახლიდან ნაგავი არ გაგეტანათ? ალბათ გაგრძელება საჭირო არცაა. სწორედ ამიტომ ქალაქის მეეზოვეების შრომა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ეს პროფესია ყოველთვის ნაკლებად შესამჩნევი და დაუფასებელია
    © Sputnik / Goga Vardzieli

    გიცდიათ რამდენიმე დღის განმავლობაში სახლიდან ნაგავი არ გაგეტანათ? ალბათ გაგრძელება საჭირო არცაა. სწორედ ამიტომ ქალაქის მეეზოვეების შრომა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ეს პროფესია ყოველთვის ნაკლებად შესამჩნევი და დაუფასებელია

  • ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებით აქტუალური გახდა მიტანის სერვისი, ტევადმა სატვირთოებმა, ფაქტობრივად, მაღაზიები ჩაანაცვლა
    © Sputnik / Goga Vardzieli

    ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებით აქტუალური გახდა მიტანის სერვისი, ტევადმა სატვირთოებმა, ფაქტობრივად, მაღაზიები ჩაანაცვლა

  • თუმცა, დროის დაზოგვის თვალსაზრისით, მოპედი უკონკურენტოა. მისთვის არ არსებობს საცობები და რეგულაციები - მკაცრი სატრანსპორტო შეზღუდვების დროს საქართველოში ხშირად ხუმრობდნენ, რომ მზად იყვნენ ბინა გადაეცვალათ მოპედზე. ახალგაზრდებისთვის ეს შესანიშნავი საშუალებაა გადაადგილებისათვის და თანხის გამოსამუშავებლად
    © Sputnik / Goga Vardzieli

    თუმცა, დროის დაზოგვის თვალსაზრისით, მოპედი უკონკურენტოა. მისთვის არ არსებობს საცობები და რეგულაციები - მკაცრი სატრანსპორტო შეზღუდვების დროს საქართველოში ხშირად ხუმრობდნენ, რომ მზად იყვნენ ბინა გადაეცვალათ მოპედზე. ახალგაზრდებისთვის ეს შესანიშნავი საშუალებაა გადაადგილებისათვის და თანხის გამოსამუშავებლად

  • სოფლის ნობათი თბილისელების რაციონის ძირითადი ნაწილია. ამ ეტაპზე გარევაჭრობა არ იკრძალება
    © Sputnik / Goga Vardzieli

    სოფლის ნობათი თბილისელების რაციონის ძირითადი ნაწილია. ამ ეტაპზე გარევაჭრობა არ იკრძალება

  • ყვავილები ასევე განეკუთვნება აგრარული პროდუქციის კატეგორიას. მართლაც, ფერადი მცენარეები საუკეთესო საზრდოა სულისათვის!
    © Sputnik / Goga Vardzieli

    ყვავილები ასევე განეკუთვნება აგრარული პროდუქციის კატეგორიას. მართლაც, ფერადი მცენარეები საუკეთესო საზრდოა სულისათვის!

  • ელექტროკავშირში წყვეტა თავის მხრივ არანაკლებ საზიანობა, ვიდრე პანდემია. ცივილიზებული ადამიანისთვის და თანამედროვე ინფრასტრუქტურისთვის ელექტროენერგია უმნიშვნელოვანესია
    © Sputnik / Goga Vardzieli

    ელექტროკავშირში წყვეტა თავის მხრივ არანაკლებ საზიანობა, ვიდრე პანდემია. ცივილიზებული ადამიანისთვის და თანამედროვე ინფრასტრუქტურისთვის ელექტროენერგია უმნიშვნელოვანესია

  • პროფილაქტიკური სამუშაოები უსაფრთხოების საფუძველია. ამწეზე დგომა, ალბათ საშიშია, თუმცა არა პროფესიონალებისათვის. მითუმეტეს, რომ ასეთ სიმაღლეზე კორონავირუსით ინფიცირების რისკი პრაქტიკულად არ არსებობს
    © Sputnik / Goga Vardzieli

    პროფილაქტიკური სამუშაოები უსაფრთხოების საფუძველია. ამწეზე დგომა, ალბათ საშიშია, თუმცა არა პროფესიონალებისათვის. მითუმეტეს, რომ ასეთ სიმაღლეზე კორონავირუსით ინფიცირების რისკი პრაქტიკულად არ არსებობს

  • მასწავლებლებისთვისაც საკმაოდ რთული ვითარებაა. მათ დილიდან დაღამებამდე უწევთ კომპიუტერის ეკრანის საშუალებით ეურთიერთონ აღსაზრდელებს, რის გამოც მუდამ სახლში უწევთ ყოფნა
    © Sputnik / Goga Vardzieli

    მასწავლებლებისთვისაც საკმაოდ რთული ვითარებაა. მათ დილიდან დაღამებამდე უწევთ კომპიუტერის ეკრანის საშუალებით ეურთიერთონ აღსაზრდელებს, რის გამოც მუდამ სახლში უწევთ ყოფნა

  • ჟურნალისტების გარეშე ბევრ რამეს ვერ გავიგებდით კორონავირუსისა და სხვა მოვლენების შესახებ
    © Sputnik / Goga Vardzieli

    ჟურნალისტების გარეშე ბევრ რამეს ვერ გავიგებდით კორონავირუსისა და სხვა მოვლენების შესახებ

  • პოლიცია კი ყოველთვის მზადაა დაიცვას წესრიგი და საზოგადოებრივი ჯანმრთელობა ფართო გაგებით
    © Sputnik / Goga Vardzieli

    პოლიცია კი ყოველთვის მზადაა დაიცვას წესრიგი და საზოგადოებრივი ჯანმრთელობა ფართო გაგებით

  • საგადასახადო სისტემა თანამედროვე საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია. საბანკო სერვისების დიდი ნაწილი დისტანციურადაა ხელმისაწვდომი, თუმცა მოსახლეობისთვოს. საბანკო სისტემის თანამშრომლები კი კვლავ განაგრძობენ მუშაობას, ცხადია, უსაფრთხოების წესების დაცვით
    © Sputnik / Goga Vardzieli

    საგადასახადო სისტემა თანამედროვე საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია. საბანკო სერვისების დიდი ნაწილი დისტანციურადაა ხელმისაწვდომი, თუმცა მოსახლეობისთვოს. საბანკო სისტემის თანამშრომლები კი კვლავ განაგრძობენ მუშაობას, ცხადია, უსაფრთხოების წესების დაცვით

  • სხვა დანარჩენებს მოუწევთ მოიცადონ. საქართველოში ჯერ კიდევ მოქმედებს შეზღუდვები. უამრავი სავაჭრო და მომსახურების ობიექტი დაკეტილია. იმედია, ეს ყველაფერი მალე დასრულდება და უკეთესი დრო მოვა, რადგან სილამაზისა და კულტურის გარეშე სამყარო განწირულია
    © Sputnik / Goga Vardzieli

    სხვა დანარჩენებს მოუწევთ მოიცადონ. საქართველოში ჯერ კიდევ მოქმედებს შეზღუდვები. უამრავი სავაჭრო და მომსახურების ობიექტი დაკეტილია. იმედია, ეს ყველაფერი მალე დასრულდება და უკეთესი დრო მოვა, რადგან სილამაზისა და კულტურის გარეშე სამყარო განწირულია

ვალუტის გაცვლის პუნქტი

ლარის კურსი 19 იანვარს

0
(განახლებულია 07:57 19.01.2021)
წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0007 ლარით გაუფასურდა.

თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,2994 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0007 ლარით გაუფასურდა.

ლარის კურსი 19 იანვარს
ლარის კურსი 19 იანვარს
0
თემები:
ლარის კურსი დღეს