მარკუს მეტრეველი

„ცხოვრება მარტო ამ არსების დაბადებად ღირდა“ მარკუს მეტრეველი შვილის ფოტოს აქვეყნებს

14146
(განახლებულია 19:27 05.01.2021)
მარკუს მეტრეველის წინააღმდეგ მისი ყოფილი მეუღლე და ორი ვაჟის დედა არაერთხელ გამოსულა. ისინი ერთმანეთს თოქშოუებშიც დაუპირისპირდნენ.

მომღერალმა მარკუს მეტრეველმა სოციალურ ქსელში შვილის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ცხოვრება მხოლოდ ამ არსების დაბადებად ღირდა. ირკვევა, რომ მარკუსის გოგონას ვივიენი ჰქვია.

მარკუს მეტრეველის წინააღმდეგ მისი ყოფილი მეუღლე და ორი შვილის დედა არაერთხელ გამოსულა. ისინი ერთმანეთს თოქშოუებშიც დაუპირისპირდნენ. ბევრი მცდელობის მიუხედავად, მარკუსსა და მის ყოფილ ცოლს შორის ურთიერთობა დღემდე არ დალაგებულა. მარკუსის ყოფილი ცოლი ჟურნალისტი ლალი ქურდაძეა.

ცნობილი მომღერალი მარკუს მეტრეველი პროფესიით ბერძნული ენის ფილოლოგია. მისი ცხოვრება არასდროს ყოფილა სკანდალების გარეშე. მეუღლე და ორი შვილი, 20 წლით უფროსი მდიდარი ქალბატონები, მისი ორიენტაცია, საქმიანობა და ფოტოსესიებიც კი საზოგადოებას დიდი ხნის მანძილზე არ ავიწყდება.

გარდა იმისა, რომ მუსიკალური კარიერა ადრეული ასაკიდან საბერძნეთში დაიწყო, მხოლოდ ერთ პროფესიას არ ჰკიდებს ხელს. მარკუს მეტრეველმა სამოდელო სფეროშიც წარმატებით სცადა თავი და დიზაინერობაც დაიწყო. მომღერალ მარკუს მეტრეველს მდიდრულად ჩაცმა-დახურვა და მოგზაურობა ძალიან უყვარს. ყველგან და ყოველთვის, ნებისმიერ გაუგებარ სიტუაციაშიც კი საუკეთესოდ გამოიყურება. შესაბამისად, მას ბევრი განიხილავს – ზოგი კრიტიკულად, ზოგი აღფრთოვანებით.

14146
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2651)
კოვიდ-შეზღუდვების-საწინააღმდეგო აქცია

რა შემთხვევაში შერბილდება კოვიდ-შეზღუდვები: ბიზნეს-სექტორთან შეხვედრა გაიმართა

42
პრემიერ-მინისტრის დავალებით, პირველი ვიცე-პრემიერის ხელმძღვანელობით, ბიზნესის წარმომადგენლებთან, შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმაზე შეხვედრა გაიმართა

თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. კორონავირუსით ინფიცირების დადებითობის მაჩვენებლის მონიტორინგი ყოველი კვირის თავზე მოხდება და ეკონომიკის სხვა დარგების ეტაპობრივად გახსნა აქედან გამომდინარე იქნება შესაძლებელი, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმაზე ბიზნესის წარმომადგენლებთან პრემიერ-მინისტრის დავალებით და პირველი ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა.

ტურისტული, რესტორატორთა და სამთო კურორტების ასოციაციების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე და ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში 28 ნოემბრიდან დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვების შედეგად მიღწეულ შედეგებზე და აღინიშნა, რომ თითოეული ნაბიჯი შემსუბუქების მიმართულებით უნდა გადაიდგას ფრთხილად, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მკაცრი მონიტორინგის საფუძველზე, რათა ინფიცირების შემთხვევები ისევ მკვეთრად არ გაიზარდოს.

პირველმა ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის პროცესში მთავრობა ხელმძღვანელობს როგორც მოქალაქეების ჯანმრთელობის, ისე ეკონომიკის ინტერესებით და სწორედ ამიტომ, შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს მათ შორის ინფიცირების დადებითობის მაჩვენებლის გათვალისწინებით, რომელიც 4%-ზე ნაკლები უნდა იყოს.

ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრისას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ბოლო 7 დღის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების დადებითობის მაჩვენებელი 6-7%-ის ფარგლებში მერყეობს, შესაბამისად „ნებისმიერი დამატებითი შემსუბუქება აღნიშნული მაჩვენებლის დასტაბილურებამდე არარელევანტურია“.

„დღევანდელი საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრის მთავარი მიზანი იყო, კიდევ ერთხელ გაგვეცნო ტურისტული ინდუსტრიისთვის, რესტორნებისთვის და ზამთრის კურორტების წარმომადგენლებისთვის, თუ რა ლოგიკით მიიღება საკოორდინაციო საბჭოზე საბოლოო გადაწყვეტილებები ბიზნესის შეზღუდვების მოხსნის გრაფიკთან დაკავშირებით“, - განაცხადა  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, არის მიდგომა, რომ გადაწყვეტილება არა მთელი ქვეყნის მასშტაბით იქნას მიღებული, არამედ მოხდება რეგიონების მიხედვით ყოველი კვირის თავზე დადებითობის მაჩვენებლის მონიტორინგი და აქედან გამომდინარე შესაძლებელი იქნება ეტაპობრივად  სხვა დარგების გახსნა.

„ეკონომიკა მთლიანობაში გახსნილი გვაქვს, არ შეგვიზღუდავს არც მრეწველობა, არც სასურსათო ვაჭრობა, არც სოფლის მეურნეობა, არც მომპოვებელი და გადამამუშავებელი მრეწველობა, მაგრამ საუბარია იმ სფეროებზე, რომლებიც მსოფლიოში მაღალი რისკის მატარებლად არიან მიჩნეული და იმათაც ეხლა ვხსნით“, - აღნიშნა ნათია თურნავამ ბიზნესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისივე თქმით, ასევე დადებითია ის ფაქტი, რომ 1 თებერვლიდან იხსნება ფრენები და საერთოდ უქმდება ნებისმიერი  შეზღუდვა რეგულარულ ფრენებზე.

„მიმდინარე კვირაში რამდენიმე შეხვედრაა დაგეგმილი, მათ შორის ტუროპერატორებთან, თუ როგორ ვიმუშაოთ ვაქცინირებულ ტურისტებზე, რადგან ჩვენს რეგიონში ძალიან ბევრი ქვეყანაა, სადაც ვაქცინაციაგავლილ ადამიანებს საქართველოში ჩამოსვლა უნდათ და ჩვენ ამაშიც დავეხმარებით“, - დასძინა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

კვირას, მთავრობის შენობის წინ ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელშიც ბიზნეს–სექტორის წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა – მთავრობას შეზღუდვების მოხსნის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად 48 საათი მიეცა. ულტიმატუმის ვადა დღეს ამოიწურა.

42
აქცია კომენდანტის საათის დროს

თბილისში კომენდანტის საათის მოხსნის მოთხოვნით მორიგი აქცია გაიმართა

60
შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით დედაქალაქში საპროტესტო აქცია იმართება. მოქალაქეები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენას, ღამით გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნას, ზამთრის კურორტებისა და ბაზრობების გახსნას ითხოვენ

თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. თბილისში პარლამენტის შენობასთან კოვიდ-შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით მორიგი აქცია გაიმართა.

აქციის ორგანიზატორია „მოძრაობა საქართველოსთვის“. მოძრაობის წევრებმა საღამოს საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა გააპროტესტეს.

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. კერძოდ, აუცილებელია პირბადის ტარება ქუჩაში, შეზღუდულია გადაადგილება 21:00-დან 05:00 საათამდე, დაკეტილია რესტორნები, კაფეები და ა.შ. შეზღუდვების შემსუბუქება ეტაპობრივად 1 თებერვლიდან დაიწყება.

აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედნიდან პარლამენტის შენობამდე მსვლელობით მივიდნენ.

„მოძრაობა საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა კიდევ ერთი აქცია დაანონსეს. მათი განცხადებით, ოთხშაბათს შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აქცია ქუთაისში გაიმართება.

დღეს ცნობილი გახდა, რომ კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ გამოსული აქციის მონაწილეები ხელისუფლების წინააღმდეგ სარჩელის შეტანას საკონსტიტუციო სასამართლოში აპირებენ.

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე კვირაში შეზღუდვების ნაწილი მოიხსნება, ხოლო სხვა აკრძალვები შემსუბუქდა, პროტესტის მონაწილეები არ აპირებენ დათმობას და დემონსტრაციების შეწყვეტას. ბევრი მათგანი შეზღუდვების დაუყოვნებლივ მოხსნას მოითხოვს. ეპიდემიოლოგები მათ ეწინააღმდეგებიან – სპეციალისტების აზრით, ყველა შეზღუდვის ერთდროულად მოხსნა ქვეყანაში მდგომარეობას დაამძიმებს.

60
ყვავილი ზამთარში

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 27 იანვარი

0
(განახლებულია 12:08 26.01.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გიმზადებენ ვარსკვლავები და რას გირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 27 იანვარია, ოთხშაბათი. მზარდი მთვარე კირჩხიბის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.

დღეს მგზნებარე ვნებებისა და განცდების დღეა. ემოციურ ფონზე მოსალოდნელია ცვალებადი განწყობა, სპონტანური მოქმედებები და გრძნობები, ექსცენტრულობა. ადამიანებს მწვავე რეაგირება ექნებათ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე. ყოველივე ამის გათვალისწინებით ექსპერტები გირჩევენ, არ შეეხოთ სხვების გრძნობებსა და ინტერესებს – ეს, შესაძლოა, სავალალოდ დასრულდეს. ამ დღეს პლუსიც აქვს – მომატებული ამბიციურობა და პატივმოყვარეობა სამუშაოზე, კარიერასა და სიყვარულში წარმატებების მიღწევას შეუწყობს ხელს.

2021 წლის მთავარი მიმოხილვა: როგორი იქნება ხარის წელიწადი აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით>>

ვერძი: ექსპერტები გირჩევენ, რაც შეიძლება შორს დაიჭიროთ თავი ჭორებისა და ინტრიგებისგან, რომ ამაში ჩათრეული არ აღმოჩნდეთ. რაც არ უნდა ბობოქარი მოვლენები განვითარდეს ირგვლივ, განზე უნდა დარჩეთ, შეინარჩუნოთ ნეიტრალიტეტი და მხოლოდ საკუთარი საქმე გააკეთოთ. გარშემომყოფები თქვენ გარეშეც მოაგვარებენ სიტუაციას, მაგრამ თუ თავს ვერ შეიკავებთ და ვინმეს მხარეს დაიჭერთ, საბოლოოდ ეს სანანებელი გაგიხდებათ – ამან თქვენს რეპუტაციაზე დამღუპველად შეიძლება იმოქმედოს.

კურო: სასურველი შედეგის მისაღწევად დღეს მხოლოდ „შემოვლითი“ გზებით უნდა ისარგებლოთ. გარშემომყოფებთან პირდაპირი საუბრის მცდელობა არაფერს მოიტანს, ხოლო „პარტიზანული“ მეთოდები კი, როგორიცაა, მაგალითად, მინიშნებები, საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდება. ასე რომ, თუ საკუთარი იდეის წამოწევა გინდათ, ამისთვის საუკეთესო საშუალება იქნება მოხერხებულობა, საჭირო ადამიანის დარწმუნება ამ იდეაში ისე, რომ მან იფიქროს, თითქოს თვითონ მოუვიდა ეს აზრი თავში.

ტყუპი: მოემზადეთ იმისთვის, რომ დღეს მოულოდნელად საკმაოდ მაცდური წინადადება შეიძლება მიიღოთ. ეს, შესაძლოა, თქვენს შემოსავლებს, მუშაობას ან პირად ცხოვრებას ეხებოდეს. თუმცა, სანამ დათანხმდებით, ყველაფერი კარგად უნდა აწონ–დაწონოთ. როდესაც დეტალებს ჩაუღრმავდებით და კარგად გათვლით, მომგებიანია თუ არა ეს წინადადება თქვენთვის, მხოლოდ მაშინ შეძლებთ სწორი გადაწყვეტილების მიღებას.

კირჩხიბი: დღეს ნამდვილ სუპერმენად იგრძნობთ თავს. ვარსკვლავები მოგანიჭებენ უსაზღვრო ენერგიას, აივსებით აზარტით, ვერ იგრძნობთ დაღლილობას და ამ ყველაფრის წყალობით მთების გადადგმა შეგიძლიათ. განსაკუთრებით კარგი იქნება, თუ რაღაც გადაუჭრელი საკითხები გაქვთ „მარაგში“ – დღეს შესანიშნავი შანსია ყველაზე უიმედო ჩანაფიქრის განხორციელებისთვისაც კი. და მაინც, როდესაც „მთების გადადგმას“ დაიწყებთ, ზედმეტიც არ მოგივიდეთ – ზომიერება მაინც კარგი რამაა.

ლომი: გარშემომყოფები რამე საკითხისადმი მოულოდნელი მიდგომით შეიძლება გააკვირვოთ. არაა გამორიცხული, რომ პრობლემის, რომელზეც ბევრი ადამიანი ამაოდ იმტვრევდა თავს, გადაჭრის ძალზე დახვეწილი მეთოდი წარმოადგინოთ. დღეს არასტანდარტული აზროვნება გახასიათებთ და ამის წყალობით ბევრ ამოცანას სხვა კუთხით შეხედავთ. ეს განსაკუთრებით შესამჩნევი იქნება შემოქმედების სფეროებში მოღვაწე ლომებისთვის – შთაგონების მოზღვავებას იგრძნობთ.

ქალწული: დღეს განსაკუთრებულად დამოუკიდებლად იგრძნობთ თავს. ნებისმიერი მცდელობა ირგვლივ მყოფთა მხრიდან, რომ რჩევა მოგცენ ან გმართონ, პირად შეურცხყოფად იქნება თქვენი მხრიდან აღქმული. ასეთი პოზიცია, ერთი მხრივ, შესაძლოა, თქვენთვის გარშემომყოფებთან კონფლიქტებით შემობრუნდეს. მეორე მხრივ კი, დამოუკიდებლები ვერ მიიღებთ ვერანაირ ჩარჩოს, საზღვარს და ეს საქმეებზე შეიძლება პოზიტიურად აისახოს. იქ, სადაც სხვა ჩიხში მოექცევა, თქვენ არაორდინარულ გადაწყვეტილებას შესთავაზებთ.

სასწორი: დღეს რაღაც მოვლენამ შეიძლება გაგანაწყოთ და კალაპოტიდანაც კი ამოგაგდოთ. მაგრამ სასოწარკვეთილებაში ჩავარდნა არ ღირს. ეს ნორმალურია – საქმეებში ხან ყველაფერი კარგად გამოდის და ხან – არა. ირგვლივ მყოფების იმედზე ყოფნაც ყოველთვის არ ღირს. დღეს უნდა გახსოვდეთ, რომ ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ანგარიში უნდა ჩააბაროთ და ვისი იმედიც უნდა გქონდეთ, ეს თვითონ თქვენ ხართ. ასეთ შემთხვევაში იმედგაცრუებაც ნაკლები გექნებათ.

მორიელი: დღეს დილიდან ლიდერის პოზიციაზე იგრძნობთ თავს. და საქმე ის კი არაა, რომ სხვებზე მბრძანებლობა მოგინდებათ, არამედ მთავარია ის, რომ გარშემომყოფები თქვენ სიტყვას დაუგდებენ ყურს. თქვენი ნათქვამი ძალზე დამაჯერებელი იქნება და ამის წყალობით დიდი ძალისხმევის გარეშე მიიპყრობთ ყურადღებას, დააინტერესებთ ადამიანებს და დაარწმუნებთ საკუთარ სიმართლეში. სწორედ ეს უნდა გააკეთოთ დღეს – წარმოადგინოთ თქვენი იდეები, პროექტები ხოლო ყოფით საკითხებზე დროის დახარჯვა მართლაც გაუმართლებელი იქნება.

მშვილდოსანი: დღეს გარშემომყოფები, თითქოს შეთანხმებულად, თქვენი მოთმინების გამოცდას მოაწყობენ, რომელიც ისედაც უკვე სავსეა. გასაკვირი არცაა, რომ რაღაც მომენტში მოთმინების ფიალა გაივსოს და „აფეთქდეს“ ეს რომ არ მოხდეს, ვარსკვლავები გირჩევენ, „ორთქლი ნელ–ნელა გამოუშვათ“ და არ დაელოდოთ მის ავსებას. სჯობს, მაგალითად, მთელი დღე იბუზღუნოთ, ვიდრე მრისხანება მთელი დღე აგროვოთ და მერე ერთიანად ამოხეთქოთ – მოაწყოთ გრანდიოზული სკანდალი.

თხის რქა: დღეს არაერთი სიურპრიზი შეიძლება გელოდებოდეთ. არა გამორიცხული, რომ ამის წყალობით რაღაც–რაღაცებს სრულიად სხვა კუთხით შეხედოთ. საქმეებში, შესაძლოა, ახალი ფაქტები გამოჩნდეს, არ გარშემომყოფებიდან ერთ–ერთმა აბსოლუტურად სხვა მხრიდან აჩვენოს თავი. ეს, რა თქმა უნდა, საქმეებისგან მოგწყვეტთ, მაგრამ ახალ შთაბეჭდილებებს მიიღებთ.

მერწყული: დღეს რისკავთ, რომ რომელიღაც საინტერესო იდეა საფუძველშივე ამოძირკვოთ. ამაში დამნაშავე თქვენი მოუთმენლობა იქნება გადაწყვეტილების მიღებისა და სურვილის არქონა, რომ დეტალებს ჩაუღრმავდეთ. მერე რომ სანანებელი არ გაგიხდეთ, გახსნილი უნდა იყოთ ნებისმიერი ახალი აზრის, პროექტისა და იდეისთვის. ბოლოს და ბოლოს, მათზე უარის თქმას ყოველთვის მოასწრებთ.

თევზები: დღეს საშუალება მოგეცემათ, რომ თქვენი ორგანიზატორული უნარები წარმოაჩინოთ, თუნდაც ეს ნიჭი „ღრმა ძილის მდგომარეობაში“ იყოს. გარშემომყოფებისთვის დავალების მიცემა, მოვალეობების გადანაწილება, ენთუზიაზმით დამუხტვა – ეს ყველაფერი დღეს თქვენთვის ძალზე იოლია. თუნდაც სხვების ხელმძღვანელობის საშუალება არ გქონდეთ, სულ მცირე, საკუთარი თავის შესანიშნავად ორგანიზებას მაინც მოახერხებთ.

0