საპყრობილე

დავით სარალიძის მკვლელობის საქმე: გიორგი ჯანაშიას სასჯელი შინაპატიმრობით შეეცვალა

171
2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარ სისხლიან გარჩევას ორი მოზარდი – დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი ემსხვერპლა

თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებული გიორგი ჯანაშია პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა, იუწყება პირველი არხი  სპეციალურ პენიტენციურ სამსახურზე დაყრდნობით. 

გავრცელებული ინფორმაციით, მსჯავრდებულს დანიშნული საპატიმრო სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით – შინაპატიმრობით. ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება  2020 წლის 30 დეკემბერს დატოვა.

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულ გ.ჯ.-ს დანიშნული საპატიმრო სასჯელის (4 წლით თავისუფლების აღკვეთა) მოუხდელი ნაწილი შეეცვალა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით – შინაპატიმრობით, 11 თვითა და 4 დღით ადრე“,- აღნიშნულია განცხადებაში.

დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობისთვის მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას, ბრალის აღიარებისა და თანამშრომლობის სანაცვლოდ, გასული წლის 28 იანვარს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ოფიციალურად გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება, რომელიც საბოლოოდ ოთხი წლის ვადით პირობით და ოთხი წლის ვადით რეალურ სასჯელს გულისხმობს. ის მოსამართლეთა კოლეგიამ დამნაშავედ ცნო.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეში წერტილი დაისვა: როდესაც პროტესტს აქვს მნიშვნელობა>>>

2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის შედეგად 16 წლის მოზარდები დაიღუპნენ – დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი №51 და 1-ლი ექსპერიმენტული სკოლების უფროსკლასელების მასობრივ ჩხუბს ემსხვერპლნენ. დადუნაშვილი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა, სარალიძე კი მეორე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სისხლის სამართლის საქმის ისტორია

2017 წლის 1 დეკემბრის სისხლიანი ინციდენტის გამოძიების პროცესში ამ დანაშაულის ჩადენისთვის ორი არასრულწლოვანი მალევე დააკავეს.

2018 წლის ივნისში თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებული გუგა ბარბაქაძე დადუნაშვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო, გიორგი ჯანაშია კი – სარალიძის მკვლელობის მცდელობაში.  დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ასევე მიხეილ კალანდია. 

დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე თავიდანვე აცხადებდა, რომ მკვლელობაში ორზე მეტი პირი ფიგურირებდა. სასამართლოს განაჩენის გამოცხადების შემდეგ მან განაცხადა, რომ მოსამართლემ მისი სიტყვები დაადასტურა. ზაზა სარალიძე ადანაშაულებდა პროკურორებს საქმის არაობიექტურ გამოძიებასა და დამნაშავეების მფარველობაში.

ერთი წლის შემდეგ თბილისის სააპელაციო სასამართლომ, რომელსაც მანამდე როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარემ მიმართა, გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ბარბაქაძის მიმართ გამოტანილი განაჩენი უცვლელი დარჩა, ჯანაშია კი დამნაშავედ ცნეს სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში მონაწილეობაში. შედეგად თითოეულ მათგანს 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.

გასული წლის იანვრის ბოლოს ჯანაშიას საპროცესო გარიგება გაუფორმეს – მას სასჯელის ვადა 8 წლამდე შეუმცირეს, რომელიც საბოლოოდ ოთხი წლის ვადით პირობით და ოთხი წლის ვადით რეალურ სასჯელს გულისხმობს. ის მოსამართლეთა კოლეგიამ დამნაშავედ ცნო.

როგორ დაიწყო ყველაფერი
კონფლიქტი №51 სკოლის მეცხრე და მეთერთმეტე კლასელებს შორის სკოლის საპირფარეშოში დაიწყო, როდესაც შესვენებაზე ორ მეცხრეკლასელს იქ ექვსი მეთერთმეტეკლასელი დახვდა. სიტყვიერი დაპირისპირებისას ერთ-ერთმა უფროსკლასელმა მათ პნევმატური იარაღი დაუმიზნა და შემდეგ ქუჩაში საქმის გასარჩევად დაიბარა. 

ერთ-ერთმა მეცხრეკლასელმა თავის დეიდაშვილს დაურეკა, რომელიც მაშინ ასევე არასრულწლოვანი იყო, თუმცა ასაკით უფროსი, და დახმარება სთხოვა, რომელიც დათანხმდა და სკოლაში მეგობრებთან ერთად მივიდა.

მოზარდები სკოლასთან შეიკრიბნენ და საქმის გასარჩევად ხორავას ქუჩაზე, ერთ-ერთ ეზოში შევიდნენ, სადაც სისხლიანი გარჩევა მოხდა.

დაპირისპირების დროს დაიჭრა ორი მოზარდი – ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე. როგორც გამოძიებით დადგინდა, დადუნაშვილი ახალგაზრდების გაშველებას ცდილობდა, რა დროსაც მას გულ-მკერდის არეში დანით ორი ჭრილობა მიაყენეს – დადუნაშვილი შემთხვევის ადგილზე სისხლისგან დაიცალა. სარალიძეს კი გულ-მკერდის, მუცლისა და ბარძაყის არეში დანით 10-დან 13-მდე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მეორე დღეს გარდაიცვალა.

 

171
სულისა და სხეულის ჰარმონია- ქალი ზღვის პირას

„დამნაშავე“ ჰორმონები რატომ ვერ ვიკლებთ წონაში?

3509
(განახლებულია 11:11 25.01.2021)
ჭარბი წონა, როგორც წესი, ზედმეტი საკვების მიღებითა და არასაკმარისი ფიზიკური დატვირთვით აიხსნება. თუმცა, ადამიანის ორგანიზმი ბევრად უფრო რთულია...
3509
აქცია ბათუმში

ბათუმში აქტივისტ ირაკლი ფანგანის მხარდამჭერი აქცია განახლდება

13
(განახლებულია 11:41 25.01.2021)
აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილთან დაკავშირებით ბათუმში მომხდარ ინციდენტის ფაქტზე  პოლიციამ ერთი პირი დააკავა.

თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. ბათუმში საზოგადოებრივი მოძრაობა „ალტერნატივის“ აქტივისტის ირაკლი ფანგანის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია  აჭარის პოლიციის სამმართველოსთან დღესაც გაიმართება.

პოლიციამ ფანგანი კვირას დააკავა –  ფანგანმა ბულვარის ტერიტორიაზე 16-სართულიანი შენობის მშენებლობის წინააღმდეგ  23 იანვარს გამართულ აქციაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარა.

აქციაზე დეპუტატის გამოჩენამ აქტივისტების გაღიზიანება გამოიწვია, რადგანაც ჩავლეიშვილი ერთადერთი ოპოზიციონერია, რომელმაც სადეპუტატო მანდატზე უარი არ განაცხადა. 

ფანგანი ორგანიზაციის ოფისში დააკავეს. გამოძიება მიმდინარეოს სსკ–ის  156–ე („დევნა“) და 239–ე („ხულიგნობა“) მუხლებით.

აქციის მონაწილეები, რომელთა შორისაც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები იყვნენ, აცხადებენ, რომ ხელისუფლება ფანგანთან მიმართებით შერჩევით სამართალს იყენებს.

 „არავის სჯერა, რომ პოლიციის ეს ქმედება სამართლიანობის აღდგენას ემსახურება, ერთმნიშვნელოვნად ადგილი აქვს შერჩევით სამართალს... პროტესტი გაგრძელდება“, – განაცხადა ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე მირდატ ქამადაძემ.

„მომხდარ ფაქტი, რა თქმა უნდა, არ ჯდება თავისუფლების გამოხატვის ფარგლებში, თუმცა, ჩვენ ვთვლით, რომ ამ ადამიანის დასჯა – პოლიტიკური გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა ვაჟა დარჩიამ.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ინფორმაციით, ორშაბათს პოლიცია ინციდენტში მონაწილე სხვა პირების გამოკითხვას გეგმავს.

13