ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი დროებით დაიკეტა

© Sputnik / STRINGERზუგდიდის ბოტანიკური ბაღი
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი დამთვალიერებლების მიღებას 6 იანვრიდან განაახლებს.

თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი 4 და 5 იანვარს დამთვალიერებელს ვერ მიიღებს. ინფორმაციას ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, ბაღის დროებითი დაკეტვის მიზეზი ძლიერი ქარია – მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით ვიზიტორები ბაღში არ დაიშვებიან. 

თბილისი - Sputnik საქართველო
არასაახალწლო ამინდი: საქართველოს ზოგიერთ რეგიონში 21 გრადუსამდე დათბება

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, რომელიც ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში გააშენეს, ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობის — დადიანების სასახლის დეკორატიული ბაღის გაგრძელებაა.

ბაღის შესაქმნელად მე-19 საუკუნეში სპეციალურად მოიწვიეს ევროპელი მებაღეები და ევროპიდან იშვიათი მცენარეები ჩამოიტანეს. 26,4 ჰექტარზე გაშენებულ ბაღში ხარობს ხეები, რომლებიც თითქმის 200 წლისაა — ევრაზიული კონტინენტის ერთეული ეგზემპლარები.

ისტორიული მონაცემების მიხედვით, ზუგდიდის ბაღმა დეკორატიული სახე 1840 წელს მიიღო, როდესაც მასზე ზრუნვა სამეგრელოს უკანასკნელმა მთავარმა დავით დადიანმა და მისმა მეუღლემ ეკატერინე ჭავჭავაძემ დაიწყეს.

ბაღისთვის ნერგები და თესლები საფრანგეთის მეფე ლუი-ფილიპეს ვერსალის ბაღიდან ჩამოიტანეს, ხოლო დეკორატორად იტალიელი მებაღე ჟოზეფ ბანინი მოიწვიეს. მან მთლიანად შეცვალა ბაღის გარეგნული იერი. სწორედ ბანინიმ შექმნა ხელოვნური ტბა პატარა კუნძულით.

ყველა ახალი ამბავი
0