კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

© Sputnik / Alex Shlamovკორონავირუსის ეპიდემია
კორონავირუსის ეპიდემია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 594-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 229.763-ს მიაღწია.

თბილისი,  4 იანვარი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 594 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 226 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახური ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი სამეგრელო–ზემო სვანეთისა და აჭარის რეგიონებია. 

ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 87, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 64, აჭარა – 64, კახეთი – 44, გურია – 32, ქვემო ქართლი – 24, შიდა ქართლი – 20, მცხეთა-მთიანეთი – 20, სამცხე-ჯავახეთი – 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1.963 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 222.405-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 25 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2.628-ს მიაღწია.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 3.845 კვლევა ტესტით, მათ შორის 2.199 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1.646 PCR–ტესტით.

ამჟამინდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4.730 აქტიური შემთხვევაა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 594-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 229.763-ს მიაღწია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0