კორონავირუსის ეპიდემია

COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

184
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 220 442  (ბოლო 24 საათში – 2 469) ადამიანი, გარდაიცვალა – 2 603  (ბოლო 24 საათში – 31), კარანტინის რეჟიმშია 386, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4 209 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 840 ადამიანი იმყოფება. 

თბილისი, 3 იანვარი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 417-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 229 169-ს მიაღწია. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრეს–სამსახური ავრცელებს.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 220 442 (ბოლო 24 საათში – 2 469) ადამიანი, გარდაიცვალა – 2 603  (ბოლო 24 საათში – 31), კარანტინის რეჟიმშია 386, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4 209 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 840 ადამიანი იმყოფება. 

ბოლო 24 საათში ჩატარდა 2 795 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 1 868, PCR ტესტით – 927.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

184
კახა კალაძე

კალაძე: კორუფციაში ჩართვას არავის  „გავუტარებთ"

15
(განახლებულია 14:27 27.01.2021)
თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე ლადო გოგსაძეს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა

თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია კორუფციაში ჩართულობა და ყველას, ვინც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს რამე სახის გადაცდომას ეცდება, პასუხის კანონის მთელი სიმკაცრით მოეთხოვება, ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილის დაკავების ფაქტს.

 „უდანაშაულობის პრეზუფციას ვერ დავარღვევ. დაველოდოთ გამოძიებას. თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა ყველა გავაფრთხილო, რომ სამსახურებში მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ თანამშრომლებთან. მსგავს მიდგომას არავის  არ „გავუტარებთ“, – განაცხადა კალაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე  ლადო გოგსაძე მოსალართლის განჩინების საფუძველზე  25 იანვარს დააკავეს. 

გამოძიების მიხედვით, ჩუღურეთის რაიონის ერთ-ერთ ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოების ჩასატარებლად გასული წლის აპრილში 126 ათასლარიანი ტენდერი გამოცხადდა, რომელშიც მონაწილეობის სურვილიც ორმა კომპანიამ გამოთქვა. გამგებლის მოადგილემ, როგორც სატენდერო კომისიის პასუხისმგებელმა პირმა, დაიბარა ტენდერში მონაწილე ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელი და მოსთხოვა საბუთები უკან გაეტანა, რადგან ტენდერი მისთვის სასურველ კომპანიას უნდა მოეგო, წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემების შექმნით დაემუქრა. სამომავლოდ კი სხვა ტენდერების პირობების მასზე მორგება შესთავაზა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ კომპანიამ მაინც მიიღო მონაწილეობა ტენდერში და მოიგო ის, რადგან ყველაზე დაბალი ფასი შესთავაზა. ამ ფაქტით უკმაყოფილო ჩინოვნიკმა კომპანიისთვის პრობლემების შექმნა დაიწყო და მის მიერ შესრულებული სამუშაოების დროულად ჩაბარებაში ხელს უშლიდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ საბოლოოდ კომპანიას პრობლემები შეექმნა და მასთან კონტრაქტი გაწყვიტეს, ხოლო კორპუსის მცხოვრებლები ავარიულ შენობაში ცხოვრებას აგრძელებდნენ.

15
თემები:
თბილისის მერია
ტაქსი

კახა კალაძე: ვინც ტექდათვალიერებას არ გაივლის, ტაქსის ლიცენზია ჩამოერთმევა

30
(განახლებულია 14:23 27.01.2021)
საქართველოში 2019 წლის 1 იანვრიდან ტექდათვალიერების გავლა ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის სავალდებულო გახდა.

თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. ლიცენზიის მქონე ტაქსებისთვის ტექდათვალიერებაის გავლა აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევვაში მათ აღნიშნული სერვისის განხორციელების უფლება ჩამოერთმევათ და ლიცენზია გაუუქმდებათ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე. 

როგორც კალაძემ აღნიშნა, თბილისის ტაქსის რეფორმის ფარგლებში დადგენილი რეგულაციებიდან გამომდინარე, მომსახურების გაწევის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალების კანონის შესაბამისად სავალდებულოდ ტექინსპექტირება.

„ჩვენ პანდემიის პერიოდში ტაქსის მძღოლებს ტექდათვალიერება გარკვეული დროით გადავუვადეთ, თუმცა, დღეს აუცილებელია, რომ ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებმა გაიარონ ტექდათვალიერება, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ რეგულაციები ამოქმედდება, - განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძემ ვიცე-მერ ირაკლი ბენდელიანს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ტაქსის მძღოლებთან აქტიური კომუნიკაცია და მათი ინფორმირება დაავალა.

2020 წლის მარტში თბილისის მერიამ, ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის გამო, ტაქსის მძღოლებისთვის ტექდათვალიერების გავლა გადაავადა, რომელიც მაისში კვლავ აღდგა.

თბილისის ტაქსებმა ტექდათვალიერება ყოველ ექვს თვეში ერთხელ უნდა გაიარონ.

30
თემები:
თბილისის მერია
ბავშვი კატასთან ერთად

ცემინებისა და ასთმის გარეშე: შექმნილია კატებზე ალერგიის საწინააღმდეგო ვაქცინა

0
(განახლებულია 14:06 27.01.2021)
სპეციალსტების თქმით, კატებზე ალერგიის საწინააღმდეგი ვაქცინის შექმნა ნამდვილი სენსაციაა, ვინაიდან დაავადება არ იკურნება

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. ალერგია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. პლანეტის მოსახლეობის დაახლოებით მესამედი ალერგიის ამა თუ იმ ფორმით იტანჯება, მაგრამ კატებზე ალერგია მალე შეიძლება სამუდამოდ დასრულდეს, იუწყება რადიო Sputnik-ი. 

გავრცელებული ინფორმაციით, რუსი მეცნიერები ქმნიან პრეპარატს, რომელიც მილიონობით ადამიანს კატებზე ალერგიისგან გადაარჩენს. სეჩენოვის უნივერსიტეტმა უკვე დაასრულა კვლევები და როგორც მისი რექტორი პიოტრ გლიბოჩკო აცხადებს, სპეციფიკური ალერგენები თითქმის მზად არის.

სავარაუდოდ, კატებზე ალერგიის საწინააღმდეგო ვაქცინა 2021 წლის ბოლომდე დარეგისტრირდება.

სპეციალისტების თქმით, ეს ნამდვილი სენსაციაა, რადგან ალერგია არ იკურნება, მისი გაკონტროლება მხოლოდ მედიკამენტების დახმარებით ხდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჯერჯერობით გაუგებარია, ეს ვაქცინა მათ დაეხმარება, ვისაც კატაზე ალერგია უკვე აქვს, თუ დაავადების განვითარების თავიდან ასაცილებლად იქნება გამოყენებული.

0
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება